La Gazzetta dello Sport: კვარაცხელია და "ნაპოლი" ახალ კონტრაქტზე ამ მიზეზის გამო ვერ თანხმდებიან და ეს ხელფასი არაა

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "ნაპოლი" და ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი ახალ კონტრაქტზე ერთი მთავარი მიზეზის გამო ვერ თანხმდებიან და ეს ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხაა.

წყაროს ცნობით, ქართველის მხარეს გამოსასყიდ თანხად 80 მილიონის ჩაწერა სურს, დე ლაურენტისი კი 100 მილიონზე ნაკლებზე არაა თანახმა.

La Gazzetta dello Sport წერს, რომ მოლაპარაკებებში მთავარი პრობლემა სწორედ ესაა და არა ის, რომ "პარტენოპეი" ფეხბურთელს მოთხოვნილზე ნაკლებ გასამრჯელოს სთავაზობს.

ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება, კვარაცხელიას სახელზე კი პსჟ-ისა და უკვე "მანჩესტერ იუნაიტედსაც" აქტიურად უკავშირებენ.
მკითხველის კომენტარები / 17 /
დე ლაურენტისმა კარგად იცის,რომ ხვიჩას გამოსასყიდად 80 მილიონის ჩაწერა,უკვე ამ ზამთარშივე ხვიჩას სხვაგან წასვლას ნიშნავს.ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ დაუწევს ფასს და უკანასკნელ წამამდე შეეცდება, მის შენარჩუნებას.ხელფასს მართლაც არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს,ისეა მათი ურთიერთობა, გაფუჭებული.ამიტომაა,რომ თუნდაც ცალმხრივი წესით ხელფასის მომატებასაც არ ფიქრობს,დე ლაურენტისი.დაკანონებული ტრეფიკინგია,რომლის გაუქმებასაც მომავალი წლის ზაფხულამდე,ვერავინ შესძლებს.მაგის მერე რა იქნება,მაგას უკვე კანონების ცოდნა უნდა.დე ლაურენტისი რომ ყოველნაირად ხელს შეუშლის,ალბათ ადვილი მისახვედრია.
სოსო
13:46 27-11-2024
0
უკვე მეცინებ კვარაზე დაბოღმილ ლუზერებზე. კაცს 100 მილიონად აფასებს ნაპოლი და ესენი რუბინში დაბრუნებაზე წერენ :-) ბიჯო, სიგარეტის ფული დღესაც არ დაგვიტოვა ცოლმა, თუ რამ გაგაბოროტა?
გიორგი
20:41 27-11-2024
0

სიახლეები პოპულარული