ალისონის ტრავმის გამო კარში ჩამდგარი კაომინ კელეჰერი ბრწყინვალედ გამოიყურება. ირლანდიელმა "რეალთან" 2:0 მოგებულ შეხვედრაში კილიან მბაპეს პენალტი აუღო და მთლიანობაში შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა, რითაც ფანები აღაფრთოვანა.
ალისონი ამ მატჩს თვალს სტადიონიდან ადევნებდა და კამერებმა თერთმეტმეტრიანის მოგერიების შემდეგ მისი ღიმილიანი სახე დააფიქსირეს.
"რეალთან" კელეჰერის კარგი ასპარეზობის შემდეგ "ლივერპულის" ფანებმა Reddit-ის საშუალებით თავისი
ზოგიერი მიიჩნევს, რომ სჯობს მამარდაშვილმა ჯერჯერობით მოიცადოს და კელეჰერი შეინარჩუნონ, ზოგი კი აღნიშნავს, რომ ირლანდიელი ახლა ალისონსაც კი სჯობს.
მოკლედ, არნე სლოტს და გუნდის ხელმძღვანელობას ზაფხულში მეკარის პოზიციაზე საფიქრალი ნამდვილად ექნება და იმედია, არჩევანი მამარდაშვილზე შეჩერდება.