მიქაუტაძის დუბლი - "ლიონმა" ევროპა ლიგაზე გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მეხუთე ტურში „ლიონმა“ გასვლაზე „ყარაბაღი“ 4:1 დაამარცხა.

„ოლიმპიკის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მეორედ მოხვდა ტურნირზე ძირითად შემადგენლობაში და დუბლი შეასრულა. ეს ევროტურნირებზე მისი პირველი გოლებია.

ქართველმა პირველად ითამაშა „ლიონში“ შეუცვლელად, ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა (whoscored 9.2, sofascore 8.8, flashscore 8.3) და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

„ოლიმპიკს“ 10 ქულა აქვს და ტურნირზე მომდევნო შეხვედრას 13 დეკემბერს სახლში „აინტრახტთან“ ჩაატარებს.

ბაქო. „ტოფიკ ბახრამოვი“
ყარაბაღი - ლიონი 1:4
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (15), 0:2 ტოლისო (63),
0:3 ფოფანა (68), 0:4 მიქაუტაძე (80), 1:4 პერი (88, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 9 /
მიქაუტეძე არის უმაღლესი დონის ფორვარდი, რომელიც მალე ითამაშებს რომელიმე ევროგრანდში!
Irakli
29 ნოემბერი 2024 11:51
0
გიო მაგარი ხარ! ქვეყანაში მთავარი სარბიელი მსაჯის სახელობის,რომ იქნება იქ რამდენი ფულიც არუნდა ჩადო ფეხბურთს ვერ განავითარებ.ნიჭი,ბაბა, ნიჭი უნდა ფეხბურთის თამაშს.
ენძო
29 ნოემბერი 2024 10:55
1
ბრავო ძალიან კარგია.ნუ მიაქცევ ყურადღებას გულღრძო კალაძეს შეფასებას ზოგჯერ უაზრო გამოხტომა იცის კალაძემ
!!
29 ნოემბერი 2024 03:53
13
კარგი ფეხბურთელია, "ვროპელი" რომ არ იყოს !
"ალანიაში", ან "ახმატში" უნდა გადავიდეს, მომავლის პერსპექტივა გაეხსნებ(ოდ)ა და უფრო მეტად დაფასდებ(ოდ)ა ...
--------
პ.ს. გაიხარე, გიორგი !
საქართველოს გაუმარჯოს !
არა და
29 ნოემბერი 2024 01:33
21
ძალიან გახარებული ვარ. ყოჩაღ ჟორჟ!
დავით 67
29 ნოემბერი 2024 00:46
1
დაიწყოოო! როგორც საქართვლოს სიყვარულზე თქვა ფრანგულად, ან ფინი მო, უსასრულოდ მიყვარსო, ასევე შენი გოლების გატანა ყოფილიყოს უსასრულოდ.
მალხაზ ჯობავა
29 ნოემბერი 2024 00:33
0
ამას ქვია კლასი!!!!! გიო ბრილიანტი კაცია!!!!!
Pepelu
29 ნოემბერი 2024 00:01
1
ყოჩაღ გიო. გილოცავ წარმატებულ მატჩს
რომან ბეჟანიძე
28 ნოემბერი 2024 23:52
0
შეასრულა!
ბს
28 ნოემბერი 2024 23:42
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული