კონტე: კვარაცხელია კარგი ბიჭია და ბევრს მუშაობს, რათა ტოპ-ფეხბურთელი გახდეს

AutoSharing Option
„ტორინოსთნ“ მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე „ნაპოლის“ მწვრთნელს ანტონიო კონტეს კითხვა დაუსვეს, ელის თუ არა კიდევ უფრო მეტად მოტივირებულ და აქტიურ ხვიჩა კვარაცხელიას.

„“კვარა“? მისი მოტივაცია და სურვილი მუდმივად იზრდება, „რომასთან“ შეხვედრაში ძალიან იმედგაცრუებულმა დატოვა მოედანი, რადგან გოლის გატანის ორი კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, ეს მეტ სიმშვიდეს შეგვძენდა და შეგვეძლო ბოლო წუთები უკეთ ჩაგვეტარებინა. თუმცა, ის მხოლოდ 23 წლისაა, სურს ზრდა გააგრძელოს და სწორ გზას ადგას, პარტნიორებთან შეთამაშებულია, სათანადო განწყობა აქვს, ყველასთან ერთად უტევს და თავს იცავს. ფეხბურთელია, რომელსაც ნაბიჯის წინ გადადგმის
სურვილი გააჩნია. ამას როდესაც ვხედავ, ძალიან მშვიდად ვარ. კარგი ბიჭია, პროგრესირებისთვის ბევრს მუშაობს, რათა ტოპ-ფეხბურთელი გახდეს“, - უპასუხა კონტემ.

„ტორინოსა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 1-ელ დეკემბერს 18:00 საათზე დაიწყება.

alt"კვარას" ვანიასთან არ უჭირს - კარგ ხასიათზე მყოფი ქართველების მატჩები...

მკითხველის კომენტარები / 1 /
კვარა ტოპ ფეხბურტელია!!! ნაპოლია ლაურას ბოსელი და გინდათ კვარაც თქვენ ნახირში ამყოფოთ მაგრამ არ გამოგივათ!!! კვარას წარმატებები. ........ ............
ჯიმა
29 ნოემბერი 2024 20:35
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული