პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც ადამსმა ბურთი თავით კარს ოდნავ ააცილა. სტუმართა რიგებში აქტიური იყო კვარაცხელია, რომელსაც სამი შანსი ჰქონდა: ჯერ მიზანს ვერ უწია, შემდეგ მისი დარტყმული ბურთი ლუკაკუს მოხვდა, ხოლო ერთხელ გატანა მეკარე მილინკოვიჩ-სავიჩმა არ დაანება. ტურინელთა მეკარემ აგრეთვე ლუკაკუს რთული ბურთი მოიგერია. 31-ე წუთზე კი მაკტომინეიმ „კვარას“ პასით ნეაპოლური გუნდი დააწინაურა. „ტორინოს“ ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა, მაგრამ კოკომ ბურთის ცარიელ კარში შეგორება ვერ შეძლო. ხვიჩას შეჩერება მეტოქეებს უჭირდათ და მსაჯმა უხეშობისთვის ვალიუკევიჩს და პედერსენს ყვითელი ბარათები უჩვენა.
მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ოლივეირას და სიმეონეს მილიონკოვიჩ-სავიჩმა არ გაატანინა, ნერესის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა და კონტეს გუნდმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
ხვიჩამ 79 წუთი ითამაშა და მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
„ნაპოლი“ 32 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 6 დეკემბერს რომში თასზე „ლაციოსთან“ ჩაატარებს.
ტურინი. „ოლიმპიკო დე ტორინო“
ტორინო - ნაპოლი 0:1
გოლი: მაკტომინეი (31)
ქართველებით დახუნძლული კვირა - "კვარას", "ქოჩორას", "ჟორჟისა" და ბუდუს მატჩის დღე!