ხვიჩას მერვე საგოლე მოქმედება - "ნაპოლიმ" "ტორინოს" სძლია და ისევ ლიდერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეთოთხმეტე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ტორინო“ 1:0 დაამარცხა.

პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც ადამსმა ბურთი თავით კარს ოდნავ ააცილა. სტუმართა რიგებში აქტიური იყო კვარაცხელია, რომელსაც სამი შანსი ჰქონდა: ჯერ მიზანს ვერ უწია, შემდეგ მისი დარტყმული ბურთი ლუკაკუს მოხვდა, ხოლო ერთხელ გატანა მეკარე მილინკოვიჩ-სავიჩმა არ დაანება. ტურინელთა მეკარემ აგრეთვე ლუკაკუს რთული ბურთი მოიგერია. 31-ე წუთზე კი მაკტომინეიმ „კვარას“ პასით ნეაპოლური გუნდი დააწინაურა. „ტორინოს“ ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა, მაგრამ კოკომ ბურთის ცარიელ კარში შეგორება ვერ შეძლო. ხვიჩას შეჩერება მეტოქეებს უჭირდათ და
მსაჯმა უხეშობისთვის ვალიუკევიჩს და პედერსენს ყვითელი ბარათები უჩვენა.

მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ოლივეირას და სიმეონეს მილიონკოვიჩ-სავიჩმა არ გაატანინა, ნერესის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა და კონტეს გუნდმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.

ხვიჩამ 79 წუთი ითამაშა და მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

„ნაპოლი“ 32 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 6 დეკემბერს რომში თასზე „ლაციოსთან“ ჩაატარებს.

ტურინი. „ოლიმპიკო დე ტორინო“
ტორინო - ნაპოლი 0:1
გოლი: მაკტომინეი (31)

altქართველებით დახუნძლული კვირა - "კვარას", "ქოჩორას", "ჟორჟისა" და ბუდუს მატჩის დღე!

მკითხველის კომენტარები / 25 /
ხვიჩამ და ქოჩორამ თავისი კარგი თამაში მიუძღვნეს იმ სასტიკად ნაცემ გოგო ბიჭებს ვინც ასე გაიმეტა რუსების მიერ დაქირავებულმა არაადამიანებმა,რომლებსაც უნდათ შემდეგ გააგრძელონ ბიუჯეტის ქურდობა და საამური ცხოვრება.შემირცხვენია ყველა ის სპორტსმენი ვინც ქართველების ტანჯვას მშვიდად უყურებს.
საამაყო ქართველებს
02 დეკემბერი 2024 10:28
17
ჰო აბა სულ მაგ ბოლშევიკ გოგო ბიჭებს მიუძღვნა
ნატა
02 დეკემბერი 2024 11:56
2
რედაქცია გაფიცებთ აღარ დაწეროთ არაფერი ამ კაცზე. როგორ დაგვაღალატა მთელი საქოცეთი.
მეოცნებე იხვი
02 დეკემბერი 2024 01:12
55
რას ქვია არ დაწეროს. ხვიჩა არის ფეხბურთის ვარსკვლავი და მუდმივად დაწერენ. თავისი განცხადებით კი თავისი თავი დააღალატა. ამ ბარბაროსებთან საერთო არაფერი აქვს და თავი გაუტოლა. მაგრამ მართლმადიდებელი კაცია და იცის როგორ მოინანიოს. აი შენ კი რა გეშველება , არ ვიცი.
-
02 დეკემბერი 2024 02:28
13
Ოქრო ხარ ხვიჩა. Მალე უკეთესი დონის გუნდის ლიდერად მენახო❤️
Ტტტ
02 დეკემბერი 2024 01:03
3
დავითი67 მაგარი "ხე"ხარ
ასეა ეს
01 დეკემბერი 2024 22:28
8
ყოცაღ, ვილოცავ , გენაცვალე კარგია!!!საგოლე პასის შემდეგ მაისურაძე უნდა ჩამეემხო თავზე და მუცელზე დაწერილი უნდა ჰქონოდა - არა რუსეთს !
ასე აღუნიშნაობა არ შეიძლებოდა
საქართველოს გაუმარჯოს
01 დეკემბერი 2024 22:17
27
არავინ იცით ზურა222 ის ვინაობა?
მართლა თათარაშვილია?
747
01 დეკემბერი 2024 21:52
8
დედაშენმა იცის ვინც ვარ !
zura222
01 დეკემბერი 2024 23:04
8
რა დროს ფეხბურთი ,თუ სხვა სპორტის სახეობებია,თქვენი მართლა გონებასუსტე... თუ ჩაებღაუჭეთ თქვენს ხელფასებს,და ....ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის სასწორზე ...ვაი ჟურნალისტების გასაგონად ...ჯერ სამშობლოა და მერე ყველაფერი დანარჩენი....ან ზოგიერთი მშიშარა უვიცი კომენტარებს რომ აკეთებენ,ფეხბურთს,კალათბურთს,რაგბის ...მიხდდეთო ცპორტსმენებოო და სამშობლოს სიყვარული,თქვენი საქმე არ არისო,პოლიტიკოსები მიხედავენო,....უვიცები,ქვეყანას მონობისკენ კვლავ მიაქანებუნ,მართლა დაბრმავდით,სტრატეგიული მოკავშირეები წყვეტენ ჩვენთან,ურთიერთობებს,ქართველთ ქართველი ელჩები ერთი მეორის მიყოლებით გადადგეენ,ეთერში საჯაროდ სხვათა ინტერესებს ახმოვანებენ "მმართველნი",არა ქარართველი ხალხის...სპორტსმენებო დამოუკიდებელ,ძლიერ საქართველოს ძლიერ სტრატეგიულ მოკავშირეებთან მხარ დამხარ, გაუმარჯოს,გაუმარჯოს ჩვენი წინაპრების სანუკვარ საუკუნოვან ოცნებას...
მ.ზ.
01 დეკემბერი 2024 21:49
41
"თხილნარი" რომ მოგადგება,მერე ნახავ მშვიდობას,შე მართლა დემაგოგიის,შენნაირმა ,"თავის საქმის გამკეთებლებმა",მიგვატოვეს ერთი ერთზე დამპყრობლის ჩექმას
დათკა
02 დეკემბერი 2024 01:14
4
გამოდით დროზე მაგ აღქმებიდან,ნუ დემაგოგობ. ყველამ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ყველაფერი კარგად იქნება. ნუ გამოაყენებიებთ თავს მედროვეებს.ხალხს მშვიდობა გვინდა. წარმატებები კვარას.
Რერო
01 დეკემბერი 2024 23:14
4
კვარა ბრავო ჯიგარი ხარ. მიხარი წარმატებული თამაში გქონია, თუმცა მე ვერ უყურესამწუხსროდ.

პ.ს. აქ და საერთოდაც მალე ტროლებს ვეღარ ნახავ. ქართველი სული გაიმარჯვებს რუსმონღოლოიდურ სულძაღლებზე.
G.LA
01 დეკემბერი 2024 21:38
21
გეყურებინა მერე ,კვარამ ფეხბურთის თამაში იცის , მოწოდებებში უჭირს. თუ ფილმი "უსახელო ნაბიჭვრები " მოგწონს და მესამე დღეა უყურებ.დღეს დამთავრდება , ეგეთი პირი უჩანს.
-
02 დეკემბერი 2024 00:02
6
შე მართლა სულძაღლო ვირთხა DD
zura222
01 დეკემბერი 2024 23:05
6
კარში დარტყმა არ იცის ? თუ დარტყმის დროს თავის საყვარელ"პრეზიდენტზე"ფიქრობს "ვივამედში რომ იტანჯება"((((
zura222
01 დეკემბერი 2024 20:59
80
შენ ნუ პროვოკატორობ.
ხვიჩა არის ძალიან კარგი ქართველი, მაგრამ მე ვფიქრობ ვიღაცები საკუთარი გარემოცვიდან აიძულებენ დაწეროს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კრიტიკულ მომენტში ასეთი განცხადებები. ახლა თუ უყურებს გადაბუგულ რუსთაველს , ალბათ სცხვენია.
-
02 დეკემბერი 2024 00:11
5
იმდენი კვარაცხელიას პაკაზუხა აზრი და გონება…..
ასე
01 დეკემბერი 2024 22:23
25
ყველა გამოხმაურება
ძალიან მაგრად ითამაშა....
აი დახატა....
Loko
01 დეკემბერი 2024 20:32
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული