WU19 | საქართველო 4:0 ლიეტუვა

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა.

ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში, ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა ლიეტუვის ნაკრები 4:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა, რომელიც 35-ე წუთიდან 10 ფეხბურთელით თამაშობდა, პირველ ტაიმში სამბურთიანი უპირატესობა კანკიას, ხელაშვილის და ბუხრიკიძის გოლებით მოიპოვა. მატჩის მიწურულს, ბუხრიკიძემ დუბლი შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის მასპინძელი ბოსნია და ჰერცეგოვინა დაამარცხა და ტურნირი 6 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა. ჯგუფის გამარჯვებული და ა ლიგის საგზურის მფლობელი უელსის ნაკრები გახდა,
რომელმაც სამივე მატჩი მოიგო.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
გილოცავთ, მაგრები და კარგები ხართ!
მალხაზ ჯობავა
18:52 02-12-2024
1
ყოჩაღ გოგოებო!ძალიან სასიხარულოა ჯგუფში ორი გამარჯვება რომ შესძლეს,მაგრამ მეეჭვება 6 ქულით და +1 ბურთების სხვაობით,საუკეთესო მეორე ადგილოსანი გავხდეთ.ფაქტია,ქალთა ფეხბურთი ძალიან სწრაფად ვითარდება და წარმატებები,კიდევ უფრო დააჩქარებს მასობრიობის გაზრდას.
სოსო
21:54 02-12-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული