საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა.
ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში, ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა ლიეტუვის ნაკრები 4:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა, რომელიც 35-ე წუთიდან 10 ფეხბურთელით თამაშობდა, პირველ ტაიმში სამბურთიანი უპირატესობა კანკიას, ხელაშვილის და ბუხრიკიძის გოლებით მოიპოვა. მატჩის მიწურულს, ბუხრიკიძემ დუბლი შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის მასპინძელი ბოსნია და ჰერცეგოვინა დაამარცხა და ტურნირი 6 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა. ჯგუფის გამარჯვებული და ა ლიგის საგზურის მფლობელი უელსის ნაკრები გახდა,
რომელმაც სამივე მატჩი მოიგო.

nakrebi.ge