"ხვიჩა ჩემი ძმაა, საფრანგეთში გადმოსვლა მისთვის კარგი იქნება" - განაცხადა დავითაშვილმა Le Parisien-თან ინტერვიუში

AutoSharing Option
Le Parisien-ი „სენტ-ეტიენის“ შემტევ ნახევარმცველთან, ზურიკო დავითაშვილთან გამოქვეყნებული ინტერვიუს შესავალში წერს, რომ ჩამოსვლიდან ორი წლის შემდეგ ქართველს ისევე ძლიერ უყვარს მათი ქვეყანა, როგორც საფრანგეთმა დაიწყო მისი შეყვარება, „ბორდოში“ თავი წარმოაჩინა, ევროპის ჩემპიონატზე ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებში იასპარეზა, ჯერ კიდევ კარგად ვერ საუბრობს ფრანგულად, თუმცა ლიგა 1-ში უკვე დამაჯერებლად თამაშობს და ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

„სეზონის დასაწყისი ცოტა არ იყოს რთული გამოგვივიდა. ახალწვეულები ვართ და გასაუმჯობესებლად დრო გვჭირდება. პროგრესს მივაღწიეთ, კარგი დაცვისა და ნახევარდაცვის ხარჯზე უფრო კომპაქტურად ვმოქმედებთ და
ყოველთვის გვეძლევა გოლების გატანის შესაძლებლობები.

„ოსერთან“ ჰეთ-თრიკი და „ანჟესთან“ დუბლი, რა თქმა უნდა, შესანიშნავი იყო. განუმეორებელი ემოციები განვიცადე. წარმოუდგენელი გულშემატკივრები გვყავს. გოლის გატანა და მით უმეტეს ჰეთ-თრიკის შესრულება, ეს ოცნებაზე მეტია. საქართველოში ჩემს მატჩებს უყურებენ და ამბობენ, რომ „სენტ-ეტიენის“ ქომაგები ჩინებულები არიან. ეს ჩვეულებრივი სტადიონი არაა, ფანები გიჟები არიან (იცინის). ძალიან უყვართ ფეხბურთი. ერთ შეხვედრაში სამი გოლი პირველად გავიტანე და შესაძლოა, ამას მათ გარეშე ვერ მოვახერხებდი. ლიგა 1-ის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებამ ძალიან გამახარა, მაგრამ ჩემთვის უპირველესი გუნდია, შემდეგ კი - ინდივიდუალური ჯილდოები. პარტნიორების დახმარების გარეშე ამას ვერ მივაღწევდი.

ლიგა 2-ში მაღალი დონეა, ხოლო ლიგა 1 რა თქმა უნდა, უკეთესია. ვფიქრობ, ადვილად ვახერხებ ადაპტაციას. „ბორდოში“ ყოფნისას თასზე „რენს“ და „ნიცას“ დავუპირისპირდით. უფრო ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრები მომწონს. ფრანგული ფეხბურთის კლასის შესახებ ყველამ იცის, თავიდან შეგუება ცოტა რთული გახლდათ. ქართული ფეხბურთი ასეთი სწრაფი არაა, არც ხარისხია უკეთესი, თუმცა წინაამდეგობები დავძლიე. ახლა მესმის, აქ როგორ თამაშობენ. რამდენი კილომეტრის გარბენაა საჭირო, ყველაფერი ვიცი.

როგორ გადავედი 2022 წელს „ბორდოში“? ადმარ ლოპესი (ჟირონდისტების სპორტული დირექტორი) და დიეგო ლოპეზი (კლუბის ყოფილი მენეჯერი, რომელიც ამჟამად ლანსში მუშაობს) ჩემს აგენტს დაუკავშირდნენ. მაშინვე დავთანხმდი. ადმარ ლოპესმა დამირეკა, კლუბზე მესაუბრა, აქაურ ცხოვრებაზე... ჩამოსვლისას ის ყველაფერში მეხმარებოდა და წარმატების მიღწევაში ხელი შემიწყო. როდესაც „სენტ-ეტიენისგან“ შეთავაზება მივიღე, ამ გუნდის შესახებ ყველაფერი ვიცოდი, რადგან მათ წინააღმდეგ ადრე ვითამაშე. საქმის კურსში ვიყავი, რომ ძალიან კარგი ატმოსფეროა, სტადიონი, პირობები... ფეხბურთის მაღალ დონეზე სათამაშოდ ყველაფერი აუცილებელი გაგაჩნია.

„ბორდოს“ მეოთხე დივიზიონში დაქვეითებამ გული ძალიან მატკინა. ეს ჩემთვის და ყველასთვის სამწუხაროა. მოულოდნელად მოხდა და ცხადია, რთულია. დარწმუნებული ვარ, პროფესიონალურ დონეზე მალე დაბრუნდებიან. მინდა „ბორდოს“ გულშემატკივრებს ორი წლის მანძილზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო, ვინაიდან შესანიშნავები არიან. სტადიონზე ლიგა 2-ის ყოველ მატჩზე 30 ათას ადამიანზე მეტი მოდიოდა. ისინი ასეთ ვითარებაში ყოფნას არ იმსახურებენ და იმედი მაქვს, ყველაფერი სწრაფად გამოსწორდება.

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში? ის ჩემი ახლო მეგობარია, ჩემი ძმაა (რედაქტორის შენიშვნა - თბილისის დინამოს ახალგაზრდულ გუნდში ერთად თამაშობდნენ, კვარაცხელია დავითაშვილის შვილის ნათლიაა, რომელიც 2024 წლის მარტში დაიბადა). თუმცა, მისი მომავლის შესახებ არ გვილაპარაკია. ამაზე არაფერი უკითხავს. დიდი ფეხბურთელია და საუკეთესო კლუბში თამაშს იმსახურებს: „რეალი“, „მანჩესტერი“, „ლივერპული“, პსჟ... ვნახოთ მომავალ ზაფხულში რა მოხდება, მაგრამ ვფიქრობ, ლიგა 1-ში გადმოსვლა მისთვის ძალიან კარგი იქნება, რამეთუ აქ უფრო ღია, შემტევი ფეხბურთია, ბევრია ორთაბრძოლები, იერიშებისას მეტი სივრცეა. ერთი ერთზე მასთან მცველებს შანსი არ აქვთ“.

altდავითაშვილის 66 წუთი - კაცნაკლული "სენტ-ეტიენი" "რენთან" განადგურდა

მკითხველის კომენტარები / 3 /
ოქრო ბიჭები გვყავს.მადლიანი ვაჟკაცები. შეგეწიოთ ღვთისმშობელი. წარმატებები როგორც პირადში ისე წამატებები ჩვენი ქვენის გამარჯვებებში...
ჯიმა
22:33 02-12-2024
0
მანდ რომ იპარავენ?!:-)
ლაშა
22:18 02-12-2024
3

სიახლეები პოპულარული