თქვენ ეს შეგიძლიათ? ხვიჩას კი შეუძლია...

AutoSharing Option
ბევრ ვარსკვლავს შეუძლია, მოწინააღმდეგისთვის სახიფათო მინდვრის ნებისმიერ წერტილში იყოს? - კვარაცხელიას კი შეუძლია;

თანამედროვეობის რამდენი დიდი ფეხბურთელი იქნება თანახმა, თამაშის წარმართვა მოედნის ნებისმიერი მონაკვეთიდან შეეძლოს, რა პოზიციაზეც არ უნდა დააყენონ და პროცესში ადგილი შეუცვალონ? - ხვიჩას ეს შეუძლია!..

ნამდვილად ყველა "სთარი" შეძლებს, მეტოქეები ამ სიხშირითა და ასეთ განსხვავებულ სიტუაციებში "გააყვითლოს"? - კვარას კი შეუძლია;

მაღალი კლასის ყველა შემტევი გამოირჩევა პასის ასეთი დახვეწილი კულტურით? - "ნაპოლის" 77-ე ნომერს ეს შეუძლია და ამ საქმეში გამორჩეულია;

ბევრი ვარსკვლავი გინახავთ, პასს აშკარად საჭირო დროს
რომ არ აძლევენ, თუმცა ამის გამო გუნდში გარემოს არ აფუჭებს და ყველასთან პოზიტიური დამოკიდებულება აქვს? - ქართველ გარემარბს ეს შეუძლია, დააკვირდით, როგორ გარემოს ქმნის, როცა ნაკრებშია;

Sportall.Ge

აქამდე ჩამოთვლილი უფრო ბოლო მატჩის ირგვლივაა, ხოლო რაც მანამდე იყო, ყველას არც ის შეგვიძლია. ხვიჩა კვარაცხელიაზე ყოველთვის დიდი წნეხია, რომ მან უნდა თქვას, სამოქალაქო პოზიცია დააფიქსიროს და ამ ამბავში მეორე ისაა, მის ნებისმიერ ნათქვამს ყველა საკუთარ ინტერპრეტაციას აძლევს, მაინც უკმაყოფილონი არიან, ზოგს მეტის მოსმენა სურს, ზოგს - ნაკლების. გვახსოვს, ეს ამბები "კვარას" იტალიაში გადასვლისთანავე დაიწყო. ყველას არ შეუძლია, ასეთი რეჟიმის პირობებში არ დაიძაბოს, ისევ ლაღი იყოს,
ამ ბიჭს კი შეუძლია!..

ბევრ ქვეყანაში, ჟურნალისტებს ამა თუ იმ ვარსკვლავთან ურთიერთობა უჭირთ, ნაკლებად უყვართ, თავს არასასურველად გრძნობენ. კვარაცხელიასთან აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა, მისი წარმატება იმატებს, მაგრამ ის ისევ გულწრფელ და თავმდაბალ ბიჭად რჩება, მას ეს შეუძლია, მან ჩვენი ქვეყნისა და ფეხბურთის ცნობადობა სულ სხვა დონეზე აიყვანა!..

არა მარტო სპორტში, ყველა სფეროში, ბევრს არ შეუძლია საკუთარ თავზე ასე იმუშაოს, სხვისი თვალით და კრიტიკილად შეხედოს, როგორაც ეს ხვიჩას შეუძლია. მისი განვლილი გზაზე და თუნდაც მხოლოდ თერთმეტმეტრიანის შესრულებასთან დაკავშირებული ამბავი კარგი მაგალითია;

თქვენ შეგიძლიათ, ირგვლივ ამდენი გაქებდეთ, ბევრიც გაკრიტიკებდეთ, მაგრამ თქვენი საქმე ისე გააგრძელოთ, თითქოს გარემოებები არც არსებობდნენო - "კვარას" ეს შეუძლია!..

განა ყველას შეუძლია, "ნაპოლის"  კალიბრის გუნდში ამდენი ხანი დაჰყოს, ისევ საუკეთესო იყოს და მასზე ამხელა სატრანსფერო თუ მედია ინტერესი არსებობდეს? "კვარადონას" ეს შეუძლია;

დაბოლოს, რომ არ ვიყოთ დარწმუნებულები, ხვიჩა კვარაცხელიაზე ქება უარყოფითად არ იმოქმედებს, წერილებში მისი თამაშის ობიექტურად გაანალიზებას რომ არ ვცდილობდეთ და "კვარას" მხრიდან სრულყოფისკენ მიმართულ ნაბიჯებში დარწმუნებულები რომ არ ვიყოთ, სხვანაირად მოვიქცეოდით - ხვიჩას ეს შეუძლია!..

altკვარაცხელია ახალ წელს ლიდერად შეხვდება? - ყველაფერი, რასაც დეკემბერში ვნახავთ

alt"ხვიჩა ჩემი ძმაა, საფრანგეთში გადმოსვლა მისთვის კარგი იქნება" - განაცხადა დავითაშვილმა Le Parisien-თან ინტერვიუში

მკითხველის კომენტარები / 40 /
ქართველობაზე და არამარტო პრობლემა იმათ აქვთ ვისაც თავისი წინაპრების და წარსული ისტორიის რეპუტაციის რცხვენია! ღმერთის დახმარების და რწმენის გარეშე აქამდე ნამდვილად ვერ მოვაღწევდით !! ასე რომ,თუ ვინმეს ქართველობა გეთაკილებათ ეგ თქვენი პრობლემაა !!!
ზაზა
04 დეკემბერი 2024 17:33
0
ქართველს და დანარჩენ სუფრის თამადებს.

რატო ფანტაზიორობთ ასე დაუღალავად ამდენი ხანი და რატომ აპელირებთ ქრისტიანობით? ყველა ერი თავის ქვეყანას თვლის განსხვავებულს და ზოგი ქრისტიანი, ზოგიც სხვა სარწმუნოების. ქრისტიანობა და არც სხვა სარწმუნოება, ასევე ზოგადად ღმერთი ჯერ არასოდეს არცერთ ერს თავისუფლებისათვის არ დახმარებია. ვერც იესი ქრისტე და ვერც მოჰამედი მფარველობას პირდაპირი გაგებით ვერავის გაუწევენ და ამ აბსტრაქციულ სადღეგრძელოებს მოეშვით. ამ ეტაპზე სანამ დემოკრატიული არაა რუსეთი და არც მგონია მომავალი 50 წ ეს მოხდეს, სულ ჩვენი და სხვა თავის მეზობელი ქვეყნების გაქრობა მიტაცებას შეეცდება. ჩვენი ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ ეცროკავშირში და ნატოშია. მინდა მოგაგონოთ საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი სადაც ჩვენი ქრისტიანული სიწმინდეებია და ეს ქვეყნები ევროკავშირში არიან. ნუ გადავამეტებ ნურავის ჩვენი სადღეგრძელოებით რომ ჩვენ ღმერთს ყველაზე ძალიან ძალიან უყვარვართ ქართველები და ამიტომ ყველასგან ცალკე უნდა ვიცხოვროთ და თურმე ღმერთი ყველასგან დაგვიცავს. ეს ჯერ არასდროს არ მომხადა ჩვენს ისტორიაში და ყოველთვის სისხლის ფასად გვიწევდა ბრძოლა. ასე რომ ძალიან გთხოვთ ნუ გაქვთ განდიდების მანია რომ ქართველები განუმეორებული ვართ. რაც ვართ ახლა ჩანს როგორ სასტიკად უსწორდებიან ვითომ სამართალდამცავები (ქრისტიანები)დაკავების შემდეგა ავტობუსებში ხალხს.
G.LA
04 დეკემბერი 2024 13:49
11
პირველ რიგში მინდა გითხრა რომ ამ ბოლო წლებში საზოგადოების ნაწილს წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირს. პრინციპში შენი კომენტარიდან გამომდინარე კითხვა ისედაც არ უნდა იყოს შენი ძლიერი მხარე. მე არსად მითქვამს ქართველების განსაკუთრებოლობაზე მხოლოდ ჩვენი ერის უნიკალურობას გავუსვი ხაზი და იქვე აღვნიშნე რომ მიუხედავად უნიკალურობისა ნებისმიერი სხვა ქვეყნის თანასწორი უნდა ვიყოთ არც მეტი და არც ნაკლები. რაც შეეხება თამადობას და სადღეგრძელოებს არც ამ სფეროში უნდა იყო მაინცდამაინც გამოცდილი თორემ სადღეგრძელოს და უბრალო კომენტარს კი უნდა არჩევდეს შენი ასაკის ადამიანი. თუ რაიმე ვერ გაიგე მოიწერე არ დაგეზაროს დანარჩენი კიდევ კი მოგწერა თედომ პასუხად.
ქართველი G.LA-ს
05 დეკემბერი 2024 20:44
0
GLA არა . ბლა-ბლა დაგამშვენებდა მაგ კომენტარში .
თედო
04 დეკემბერი 2024 14:14
1
ვის ძულს საკუთარი ქვეყანა შე ჭკუასუსტო ,ჩვენ მშვიდობა,რომ გვინდა ,თუ შენ და შენნაირებს გასაპიდარასტებლად და რუსული ბომბებისთვის ,რომ გემეტებათ? ჩვენ გვძულს საკუთარი ქვეყანა მისი ტრადიციების და ისტორიის დაცვა და პატივისცემა,რომ გვინდა თუ თქვენ, იმ დასავლეთს,რომ ეტენებით უკანალში,რომელმაც პასპორტიდან მამის სახელი და ეროვნება, ამოგვიშალა?
გიას
04 დეკემბერი 2024 00:40
20
ყველა ქართველი ვისაც საქართველო რომელიმე კავშირის, რომელიმე სხვა ქვეყნის წევრად წარმოუდგენია არის შეცდომაში შეყვანილი. საქართველო და ქართველები არიან უნიკალური, ყველასგან განსხვავებული და აქვთ ღმერთისგან მინიჭებული სრული უფლება იყვნენ მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან დამოუკიდებელი და მათთან თანასწორი, არც მეტი და არც ნაკლები. რაც შეეხება ხვიჩას ის პატარა, მინიატურული საქართველოა და ჩემი, როგორც ქართველის მხარდაჭერა მას როგორც წარუმატებლობის ასევე წარმატების დროს. გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ, თავისუფალ, ამაყ საქართველოს, მრავალჟამიერ!
ქართველი
03 დეკემბერი 2024 21:55
14
ნიკა,
გეოპოლიტიკაში რომ ერკვეოდე , თუნდაც გეოგრაფიაში , მაგ ბანალურ სიბრიყვეს არ დააბრეხვებდი აქ . აღარაფერს ვამბობ მონსტრი ქვეყნების ( მაგ. რუსეთი , ამერიკა )პოლიტიკურ მადასა და ამბიციებზე . შეიძლება ადამიანი ვერ ერკვეოდეს პოლიტიკაში , გეოპოლიტიკაში , ისტორიულ ნიუანსებში და ა.შ. მაგრამ ეს არაა პრობლემა . პრობლემაა , როცა საკუთარი ქვეყნის ბოლო 30 წლის განმავლობაში განვლილ პერიოდს ვერ აანალიზებ , ვერ აღიქვამ და დასკვნებს აკეთებ . პოლიტიკაში არ არსებობს მეგობრები , არც მუდმივი , არც დროებითი . მხოლოდ ინტერესები არსებობს და დღეს რომ მტერია , ხვალ შესაძლებელია ყველაზე საიმედო პარტნიორედ მოგევლინოს . მსოფლიო ისტორიის მაგალითები შორს წამიყვანს და აქვე , ჩვენს სამეზობლოს გაგახსენებ : თურქეთი , ირანი და თუნდაც საბერძნეთი . დღეს ისინი , ჩვენი ყველაზე ახლო სავაჭრო პარტნიორები არიან , მაგრამ ჰგონია ვინმეს , რომ შანსი თუ მიეცემათ ძველებურად არ წამოყოფენ თავს ? ასე რომ , დიპლომატი და პოლიტიკოსი მაშინ ხარ , როცა გაითვასლისწინებ არსებულ სტატუსქვოს და იმოქმედებ შესაბამისად . არა გვაქვს იმის ფუფუნება , რომ თუნდაც ამერიკა , რუსეთი , თურქეთი და ზოგადად , ნებისმიერი მუდმივ პარტნიორად , მით უმეტეს მეგობრად ჩავთვალოთ და კონსტიტუციაში სისულელეები ჩავწეროთ . ახლა , რასაც აქ ვწერ , ფორმატიდან გამომდინარე ზღვა არგუმენტებს არ ვთვლი ( თუნდაც , ეკონომიკურს ) , მაგრამ საჭიროების შემთხვევაში არ გამიჭირდება . ამიტომ , კი ნუ ვცერცეტობთ და ლოზუნგებს გავჰკივით , ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ქვეყნის ბედ-იღბალს !
silovan DZGERIA
04 დეკემბერი 2024 14:12
1
შენ ეტყობა ძაან ერკვევი გეოპოლიტიკაში, მაგრამ მაინც გაგიბედავ, საქართველო იმყოფება ისტორიული ბოროტების მონსტრის - რუსეთის იმპერიის საზღვარზე, ქართველების მისწრაფება ოდითგანვე არის თავისუფლება, განვითარება, პროგრესი, ხელოვნება, კულტურა, ჰუმანიზმი, ქრისტიანობა ეს ყველაფერი წარმოადგენს ევროპული კულტურის განუყოფელ ნაწილს, რის განვითარებას თავისი ჯოჯოხეთის საზღვრებთან არ დაუშვებს რუსეთი და ყოველთვის ეცდება საქართველო მიიერთოს თავის ჭაობში, ჩვენ 3.5 მილიონიან ქვეყანას არ გვაქ რესურსები პირდაპირი წინააღმდეგობა გავუწიოთ, ამიტომაა აუცილებელი გამოვძებნოთ მოკავშირეები, ისინი ვინც უპირისპირდებიან ჩვენს მტერს, შესაბამისად მოცემულ ეტაპზე სწორედ კავშირებია ჩვენი ერთადერთი გამოსავალი.
ნიკა
04 დეკემბერი 2024 00:34
6
სრულ უმცირესობაში მყოფ რუსეთის მომხრე ეგრეთ წოდებულო "ქართველებო" არც ხვიჩა, არც ჩაკვე, არც ილია თოფურია, არც დვალიშვილი, არც მამარდა და არც სხვა მრავალი წარმატებული ქართველი სპორტსმენი არ იზიარებს თქვენს მოღალატეობრივ იდეებს, თქვენი უბედურება ისაა რომ გუშინ ხვიჩათი აღფრთოვანებულები იყავით, დღეს მისი ერთი განცხადების გამო შეიძულეთ. მაგრამ რაა გასაკვირი თქვენ საკუთარი ქვეყანა გძულთ, მხოლოდ ბოღმა და სიძულვილი გამოძრავებთ, ამავედროს თქვენს ლიდერებსაც არ ანაღვლებთ და ფეხებზე კიდიხართ, მაგრამ თქვენ მონობას აგრძელებთ.
გია
03 დეკემბერი 2024 21:21
18
თუ გესმის მაინც რა დაწერე. ვინ შეიძულა, რა გელანდება, და , რა შუაშია აქ და ვინაა რუსეთის მოყვარული, რა რუსეთს მიაკვეხებთ ხოლმე ყველა თემას
...
04 დეკემბერი 2024 00:53
7
სიძულვილი ლიბერასტებში მოიკითხე. უკვე ბავშვებს რომ აქეზებთ თქვე უჯიშოებო.
გიო
03 დეკემბერი 2024 23:19
10
გაიხარეთ, ძალიან ზუსტი სტატიაა რომელიც პირველ რიგში ასახავს კვარას დიდ ადამიანობას, ის არის დიდი ადამიანი და ფეხბურთელი. სხვანაირად ამ ვარსკვლავურ წნეხს და ინტრიგებს, ცდუნებებს რომლებიც მრავლადაა, ვერ გაუმკლავდებოდა კაცი. მან მსოფლიოს დაუმტკიცა რომ დიდი ფეხბურთელია, ჩავიდა დინამო ბათუმიდან სერია A-ში, გახდა სეია A-ს ჩემპიონი, გახდა სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი. სერია A-ს საუკეთესო გოლის ავტორი. ყველაზე მეტი საგოლე პასის ავტორი. მან აღაფრთოვანა მსოფლიო, მასზე საუბრობდნენ ფეხბურთის დიდი მცოდნე გენიოსები, როგორებიცაა არიგო საკი, ფაბიო კაპელო და სხვები. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ თუ რამხელა მოვლენასთან გვაქვს საქმე, წლები დაჭირდება რომ ეს ბედნიერების შოკი გავიაროთ და ბოლომდე გავიაზროთ და კიდე უფრო გავიხაროთ და დავტკბეთ ამ დიდი მოვლენით. გენაცვალე ხვიჩა! წარმატებები! უფალი გფარავდ!
ირაკლი
03 დეკემბერი 2024 17:36
7
ფეხბურთელი ხვიჩა უძლიერესია მაგრამ დიდი ალბათობით ნაცია და ამას კარგად მალავს ,გარდა ამისა აფსოლუტური კრიმინალი და ბანდიტი აგენტი ყავს ჯუღელის სახით ,რომელსაც კარგი კავშირები აქვს ოცნების ზოგიერთ წარმომადგენელთან , ცხოვრება მარტივი არაა და სიმართლე არასდროს არის ლამაზი და სასიამოვნო მაგრამ სიმართლე აუცილებელია .
დევკალიონი
03 დეკემბერი 2024 17:35
39
დევკალიონს.საუკუნეზე მეტია,რაც ვაჟა ფშაველამ დაგვიტოვა ასეთი სტრიქონები:"სუყველა მართალს ამბობენ,განა ვინაცა ჰფიციან?!"ნაცების მეთაური,ეკლესიებს რომ ანგრევდა,პატრიარქს რომ უვარდებოდა და მისი ხალხი,შეურაცხყოფას აყენებდა,ეს მისი პარტიის მომხრეებისათვის უცნობია?ანაკლიაში ბავშვებს რომ მოუწოდებდა,აგერ ბუჩქები და მიდით,დრო გაატარეთო,უცნობია?დღესაც ათასნაირ სიბილწეს რომ აბრალებენ,უცნობია?ან ამდენ აგრესიას რომ ანთხევენ და უკვე მერამდენედ,გააფთრებული სიძულვილით ცდილობენ სახელმწიფო გადატრიალებას,უცნობია?რასაც მათი მმართველობის წლებში სჩადიოდნენ,უცნობია?თვითონ ხვიჩას რა ბულინგი დაატეხეს თავს,იმის გამო,რომ ჯერ რუსეთში თამაშობდა და მერე პირჯვარს იწერდა,ბოლოს კი,პატრიარქთან სტუმრობის გამო დაატეხეს ღვარძლის ახალი ტალღა და არც ტაძარში ჯვრისწერის გამო დააკლეს,ლანძღვა გინება,ეს ყველაფერი უცნობია?თუ ეს ყველაფერი იციან და მაინც მათ მხარეზე არიან,რა ქრისტიანობაზე მელაპარაკებით?აგერ,ახლაც ცდილობენ,ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა გაიყვანონ ქუჩაში და მათი ხელით გამაგრძონ ძალადობა.მაგას ქრისტიანი და წესიერი კაცი იკადრებს?ან ის,ვინც ცისარტყელა დროშების ფრიალით იხვეჭს დასავლეთის დაფინანსებას,ან მათ გვერდით დგას,როგორ შეიძლება ქრისტიანი იყოს?პირველივე დღიდან სიცრუესა და ძალადობაზე იყო დამყარებული ნაცმოძრაობა და დღესაც ასეა.ვინც მათ მხარს უჭერს,ისინი კი,ან უცოდინარები არიან,ან უჭკუოები და სხვის ენას აყოლილები,ან კიდევ დაინტერესებულები და სულგაყიდულები.შესაძლებელია არ მოგწონდეს ოცნება,მეც მათ რიცხვში ვარ,მაგრამ უცხოურ ფულს გამოკიდებული, სამშობლოს განადგურებას ცდილობდე,უკვე დანაშაულია.ფეხბურთელებიც ჩვეულებრივი ქართველი მოქალაქეები არიან და მათაც თავისი შეხედულება ექნებათ,ეგ ბუნებრივია და ამისი უფლებაც აქვთ,მაგრამ აზრი ერთია და ქვეყნის დანგრევა მეორე.მაგათზეც ბულინგი მიდის,გამოდით ამ მთავრობის წინააღმდეგო ! ისე საშინელ ფორმებს იღებს,რომ იძულებულნი ხდებიან,რაღაცა დაწერონ.აზრთა სხვადასხვაობა ადამიანების დაპირისპირებამდე არ უნდა მივიყვანოთ,თორემ მაშინ მართლა ჩამოგვექცევა ეს ქვეყანა და სწორედ მაგას ცდილობენ,ამ გამოსვლების ორგანიზატორები.როცა ხედავ,რომ რაღაცა არ გესმის,განზე უნდა გადგე და შორიდან დააკვირდე,გაიგო რა რისთვის ხდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტო,რა გააკეთო.ბავშვებს სწორედ იმიტომ ეძახიან,რომ მათ გაცილებით იოლად მოატყუებ და აიყოლიებ.ახლა უკვე იმასაც ლაპარაკობენ,თუ ვიღაცა არ მოკვდა,რევოლუციას(გადატრიალებას) ვერ მოვახდენთ,რადგან ხალხი არ მოგვდევსო.ასეთი რამე ადრეც გაუკეთებიათ და კვლავაც გააკეთებენ.სწორედ ამიტომ ვამბობ,რომ ნამდვილი მორწმუნე,ნაცი ვერ იქნება.
სოსო
04 დეკემბერი 2024 01:13
5
ანუ ბატონო სოსო თქვენი აზრით არ შეიძლება იყო მორწმუნე და ამავდროულად ნაცი? ამაში ვერ დაგეთანხმებით,ბევრია მორწმუნე და მაცი ,სამწუხაროდ ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ და ჭორებს არ ვეყრდნობი არამედ შიდა წრიდან გამოსული ინფორმაცია მაქვს,ასევე ეროვნულ ნაკრებში არის ორ ბანაკად დაყოფილი ფეხბურთელები გარკვეული ნიშნით ,ესეც ალბათ თქვენთვის წარმოუდგენელია მაგრამ ფაქტია მეგობარო,კვარა , დავითაშვილი წიტა და სხვა ერთი მხარეა მოერე კაშია, მამარდაშვილის, კაკაბა და სხვები ,მთელი ქვეყანაა დაყოფილი მეგობარო და მზად არიან ერთმანეთს გამოუსვან დანა ყელში ,გინებაზე და ფურთხებაზე არაფერს ვამბობ,ეს დაპირისპირება მიგვიყვანს განადგურებამდე ეს ელემენტარულია ბატონო სოსო .ამიტომ ყველამ დროზე სიმართლეს უნდა გაუსწოროს თვალი და გონივრულად მოიქცეს ასევე თავის საქციელზე აგოს პასუხი.
დევკალიონი
03 დეკემბერი 2024 22:07
5
ყველა გამოხმაურება
ხვიჩა არაჩვეულებრივი, მისაბაძი, ღვთისნიერი და საამაუო ქართველია, მადლობა სტატიის ავტორს, დამნახავიც არანაკლებ სეირდება ჩვენს ვარსკვლავ ვაჟკაცს. პიროვნული თვისებებით, ცოტა თუ შეედრება... ნაკრებში კარგი ბიჭები არიან, მაგრამ თამაშის პროცესში როცა ეგოიზმს გატყობს გულშემატკივარი, წარმოდგენა გეცვლება. ხვიჩა კი, მაინც ალალ, გულმოყვას ბიჭად რჩება და ოღონდ გუნდმა გაიმარჯვოს, იმ ეგოისტებსაც ხელს უწყობს. გფარავდეს ყველაწმიდა!
ბელა
03 დეკემბერი 2024 16:35
5
დდდ-ის, სურიკ222-ის, იასონას, კორბეტას ვინაობები არავინ იცით?
თითოში 100 ლარს ვიხდი.
სურამელი
03 დეკემბერი 2024 16:09
10
რომ აბულინგოთ მერე? ესაა თქვენი ხელწერა.
Რერო
03 დეკემბერი 2024 17:38
3
კარგი სტატიაა.
გიორგი
03 დეკემბერი 2024 16:02
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული