პირველ დეკემბერს საფრანგეთში მიქაუტაძესთან ერთად კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის სახლი გაძარცვეს

AutoSharing Option
Le Parisien-ის ცნობით, პირველ დეკემბერს საფრანგეთში გიორგი მიქაუტაძის გარდა კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის, პსჟ-ის ყოფილი შემტევის ეზეკიელ ლავეცის სახლი გაძარცვეს.

ნეილი-სურ-სენში მდებარე სახლიდან ძვირადღირებული ნივთები მოიპარეს, ზარალის ზუსტი ოდენობა კი ჯერჯერობით უცნობია. არგენტინელი ფეხბურთელი, რომელმაც ბუცები ლურსმანზე 2019 წელს ჩამოჰკიდა, ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა.

რაც შეეხება მიქაუტაძეს, შეხსენებისთვის, ის "ნიცასთან" მატჩის შემდეგ სახლში დაბრუნდა, სადაც მას ორი მძარცველი ელოდებოდა და იარაღის მუქარით ქართველის სახლში შევიდნენ.

Le progres-ის ინფორმაციით, მიქაუტაძის სახლიდან დაახლოებით 250 000 ევროდ შეფასებული ნივთები მოიპარეს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ამიტომაა ნაკლებად უნდა გამოაჩინო თუ რა ქონებას ფლობ სახლში, ყვრლამ ვნახეთ და გაგვიხარდა ფარეხში ლამბორგინი რო ყავს, მაგრამ საშიში ყოფილა ამის გაკეთება, მითყმეტეს ამდენი კრიმინალი არაბის ქალაქში როგორიცაა ლიონი
Emre
18:27 03-12-2024
2
აი ესეც თქვენი "მოწინავე და მშვიდი ევროპა" ასეთ ცნობილ ფეხბურთელებს ასე რომ ძარცვავენ წამდაუწუმ წარმომიდგენია უბრალო ხალხს რეებს უკეთებენ ! და ასეთი ევროპისკენ მიისწრაფიით ???
zura222
19:43 03-12-2024
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული