პრემიერლიგის გრანდების დიდი ინტერესი ხვიჩას მიმართ და ფედელეს კომენტარი

AutoSharing Option
HITC-ის ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი გრემ ბეილი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ პრემიერლიგის კლუბების სერიოზულ ინტერესზე იტყობინება, რომელთა შორის ქართველ ტალანტს ყველაზე მეტად „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“ აკვირდებიან, თუმცა „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ამჟამად მის დათმობას არ აპირებს, მომავალში კი თავის ძვირფას ფეხბურთელს 100 მილიონ ევროზე ნაკრებად ვერ შეელევა.

„მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა ყოველთვის არ ავლენდა თავის უნარებს, აშკარად კარგ სეზონს ატარებს. ხუთი გოლი გაიტანა და ამას გარდა, როდესაც ბურთს ფლობს, მუდამ არსებობს განცდა, რომ შეუძლია რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთოს. ნიჭიერი გარემარბი
შეტევისას მეტოქის წინააღმდეგობის დასაძლევად ძალიან კარგად მოქმედებს ერთი ერთზე თამაშისას“, - წერს Areanapoli.

საფეხბურთო მიმომხილველმა ენრიკო ფედელემ განაცხადა, რომ ნეაპოლურმა კლუბმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც საჩემპიონო სეზონის დასრულებისთანავე არ მოუმატა ხელფასი თუნდაც მინიმუმ ერთი მილიონით და მაშინვე არ შესთავაზა კონტრაქტის გაგრძელება, რაც არ გააკეთეს და ახლა სიტუაცია ძალიან ჩახლართულია.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ბექხემმა,რომელსაც ინტერ მაიამი ეკუთვნის თქვა მესი ვარჯიშზე სხვა მოთამაშეებზე ორი საათით ადრე მოდისო.ასევეა რონალდუ.არადა ორივემ 40 წელს მიუკაკუნეს.ხვიჩას ღმერთის ნაბოძები ნიჭის წყალობით შანსი აქვს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევიდეს როგორც უკვდავი ოღონდ მეტი დრო დაუთმოს ვარჯიშს.აჯობებს ზედმეტი ქების მაგივრად მეტი ვარჯიშისკენ მოვუწოდოთ.განსაკუთრებით ოჯახის წევრებს ეხება.
ჩემი აზრით
04 დეკემბერი 2024 20:29
8
რა იცი რომ არ ვარჯიშობს? თუ ფიზიკურად არ მოუმატებს ინგლისში არც უნდა გადავიდეს იქ არა მარტო ტემპია მაღალი არამედ თამაშების რაოდენობაც ბევრად მეტია
sss
04 დეკემბერი 2024 21:14
0
მაგარი ბიჭი გვყავს, ოღონდ ცოტა ინტენსივობას კიდევ მოუმატოს და 100 მილიონსაც მაშინვე გადაიხდიან!
რაფინია დაფრინავს, რაფინია არ დადის!
04 დეკემბერი 2024 22:11
1
სადაც არ უნდა წავიდეს ხვიჩა ყველგან ითამაშებს!!!! ბუნებრივ ნიჭთან ერთად ფეხებზე მყარად დგას მარტივად არ იქცევა სისწრაფეში ბურთის კონტროლი იდეალურად გამოსდის, ინტენსივობა აქვს მოსამატებელი რომ
ხშირად აკეთოს სისწრაფეში ბურთის წაღება!! ხვიჩა მსოფიოს ერთ-ერთის საუკეთესო ფეხბურთელია!! ცოტა ადრე რომ ეთამაშა კიდევ უფრო დიდი ფეხბურთელი იქნებოდა!!!
Pepelu
04 დეკემბერი 2024 22:54
2
ხვიჩას ლა ლიგა აინტერესებს!
ლაშა
04 დეკემბერი 2024 21:07
0
ხვიჩას რო გამჭრიახი აგენტი ყავდეს ლავრენტის დააშანტაჟებდა და 8-ას კი არა 10- მილიონს დაანიშნინებდა, ან მაგ 100 მილიონს დააკარგვინებდა, ამის შიშით ლავრენტი ყველაფერზე წავიდოდა.
ჟორა
05 დეკემბერი 2024 00:49
3
ხვიჩა არის მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო ვინგერი, აი ისეთი რო მსოფლიოს ნებისმიერ ნაკრებში ითამაშებდა (ძირითადში) არავინ იტყოდა უარს ჩვენს მარგალიტზე, ისე რა დადებითი კომენტარები წავიკითხე, დიზ-ლაიქებიც თითქმის არაა, სად არიან ნეტა ეს მლანძღველი და კრიტიკოსი ხალხი? მე კი ვიცი სადაც არიან მაგრამ ჰაა
გიო
05 დეკემბერი 2024 00:13
4
დრიბლინგასც და კარში დარტყმას მაშინ აქვს ეფექტი როცა სწრაფად თამაშობ...მაგას გადაეჩვია ნაპოლიში
გიო
05 დეკემბერი 2024 00:25
5
ადრე ნაკლებად ფიქრობდა და უკეთესადაც ვამოსდიოდა თამაში. ახლა აწონ-დაწონვას მიაჩვიეს და ეფექტი დაკარგა.
დალი
05 დეკემბერი 2024 10:41
0
ნიუანსებში ვერ ვერკვევი მაგრამ . იქნებ ვინმემ ახსნას, საერთოდ უარი რომ თქვას ხვიჩამ ნაპოლიზე, ჩაალაგოს ჩემოდანი და ჩამოვიდეს თბილისში, ძალით ხომ ვერ ჩაიყვანენ უკან იტალიაში. და გამოაცხადოს ა ბატონო თავისუფალი ვარ და ვისაც სურს მასთან ვითამაშებო. მესმის რომ რაღაც ჯარიმები იქნება, მაგრამ იქნებ ღირდეს.
ბადრი
05 დეკემბერი 2024 12:40
1
ნაპოლი იჩივლებს და მას დისკვალიფიკაციას მისცემენ,ჯარიმასთან ერთად,მის ამყვან კლუბს კი კონტრაქტის დადების უფლებას არ მისცემენ და ჯარიმასაც აჰკიდებენ.ზაფხული კონტრაქტის გადახედვის უფლება მიეცემა და ჯუღელის მარიფათი მაშინ გამოჩნდება.უფრო დაწვრილებით,არც მე ვიცი.
სოსო
05 დეკემბერი 2024 16:32
0
მას შეუძლია ხელშეკრულების გაწყვეტა, 3 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს პირგასამტეხლო ნაადრევად გაწყვეტისთვის და რამდენადაა ამისთვის მზად, ეგ არ ვიცი. მე მის ადგილზე მართლა ჩავალაგებდი ბარგს და წამოვიდოდი მაგ პედერასტი ლაურენტისისგან! მყიდველები ბლომად ჰყავს და მაგ პირგასამტეხლოსაც სიამოვნებით გადაუხდიან რა ფეხებია 3 მილიონი ევრო მანიუსთვის, ან სიტისთვის და გინდა ბარსა იყოს, კი აქვს ფინანსური სირთულეები, მაგრამ ვფიქრობ კვარამ რომ უთხრას მზად ვარ თქვენთან წამოვიდეო, დარწმუნებული ვარ იპოვიან თანხას. თქვა კიდეც კლუბის სპორტულმა დირიუგამ, თუ კვარა დააფიქსირებს ჩვენთან თამაშის სურვილს, დღესვე დავიწყებთ ტრანსფერზე მუშაობასო.
Guriec
06 დეკემბერი 2024 22:31
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული