ზივზივაძის ორი საგოლე პასი და დრამა "BBBank ვიდპარკზე" - "კარლსრუე" თასზე ბუნდესლიგის გუნდთან პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიის თასის 1/8-ფინალში „კარლსრუე“ საკუთარ მოედანზე ბუნდესლიგის „აუგსბურგთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მატჩი საინტერესოდ, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და მასპინძლებს კარგი შანსი მიეცათ, მაგრამ ვანიტცეკმა პენალტი უხეიროდ შეასრულა - ბურთი მეკარეს პირდაპირ ხელში მიაწოდა. დიახ, მიაწოდა, რადგან ამას დარტყმა ძნელია დაარქვა. სტუმრები კი მალე თავურით ესენდემ დააწინაურა.

54-ე წუთზე „კარლსრუემ“ ანგარიში მას შემდეგ გაათანაბრა, რაც ფლანგიდან ზივზივაძის ჩაწოდებულ ბურთს მცველმა მცირედით შეუცვალა მიმართულება და შლეიზენერმა გაიტანა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და ესქტრა ტაიმები დაინიშნა. 111-ე წუთზე ისევ ბუდუმ
იაქტიურა, მეკარეს გასცდა, მახვილი კუთხიდან ვანიტცეკს პასი გაუკეთა და მან თავისი გუნდი წინ გაიყვანა. თუმცა, 120+3-ე წუთზე ვარგამ თანაფარდობა აღადგინა - 2:2, ხოლო პენალტების სერიაში სტუმრებმა 5:4 იმარჯვეს.

ქართველმა ყვითელი ბარათი მიიღო, 120-ე წუთზე შეცვალეს და ორივე გუნდიდან ერთ-ერთი მაღალი შეფასებები მიიღო - sofascore 7.6, flashscore 7.3.

„კარლსრუე“ მომდევნო მატჩს 7 დეკემბერს ჩაატარებს - მეორე ბუნდესლიგის მეთხუთმეტე ტურში გასვლაზე „კაიზერსლაუტერნს“ დაუპირისპირდება.

კარლსრუე. „BBBank ვიდპარკი“. 28 422 მაყურებელი
კარლსრუე - აუგსბურგი 2:2 (ძირ. დრო 1:1, პენ 4:5)
გოლები: 0:1 ესენდე (40), 1:1 შლეიზენერი (54), 2:1 ვანიტცეკი (111), 2:2 ვარგა (120+3)
გამოუყენებელი პენალტი: ვანიტცეკი (37, კარლსრუე)

altბუდუს "კარლსრუემ" სახლში "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა

მკითხველის კომენტარები / 10 /
მეორე ტაიმში,თავისუფალ სივრცეში გადაუგდეს ბუდუს ბურთი.მთელი მეტოქის ნახევარი თავისუფალი იყო,მაგრამ ბუდუ გამქცევი ფეხბურთელი არ არის,მცველები წამოეწივნენ და შეტევა ჩაშალეს.რაც შეეხება პორტოს პოსტებს,რაღაც მისი სახელი,ამ დრომდე თვალში არ მომხვედრია,ამ საიტზე.არც გასაკვირია,რადგან ცხადია,ფეხბურთის გარტყმაში არ არის.აშკარაა,თავისი ჭკუით,ოცნებას ეხმარება,მაგრამ არსებითად ისიც იმ "შპანას"ნაწილია,ნაცისტების პოზიციიდან რომ ანთხევენ ზიზღს,ქართველ სპორტსმენებს.ცნობილი სახეები არიან,ფეხბურთელები,მაგრამ იმის იქით,ისინიც ჩვეულებრივი ბიჭები არიან და მეტწილად არც თუ საამაყო ზოგადი განათლების კუთხით.მათზე უზარმაზარი ზეწოლა მიდის და როცა რაღაცას წამოაცდენინებენ,ახლა ამის გამო მიდის ბულინგი.ასე რატომ თქვაო.გუშინ გმირი იყო და დღეს,ისეთი რამე რომ არ თქვა,რაც შენ მოგეწონებოდა,უეცრად მოღალატე გახდა?!რასაც ტელევიზიდან უყურებენ,ამის მიხედვით ლაპარაკობენ უყურებენ.არც დრო აქვთ და არც ცოდნა,ამისი ანალიზი გააკეთონ და სხვას რას ელით?აქ,საქართველოში არიან და ეს ახალგაზრდობა ამდენი დეზინფორმაციით,მაინც ჭკვიდან გადაიყვანეს,ბრბოდ აქციეს და რუსთაველს ანგრევინებენ!რა ისინიც,ყველანი მოღალატეები არიან?სისულელეა!!პასუხი იმათ მოსთხოვეთ,ვინც მათ ამ ინფორმაციებს აწვდის! ახალგაზრდებო,მოძებნეთ ინტერნეტში,რა გაუკეთეს ნაცებმა,2003 წელს,აჭარაში,კობა დავითაშვილს,მაშინ მათ გვერდით მდგომ,მრავალშვილიან მამას,რა გაუკეთეს აფრასიძეების ოჯახს,რა გაუკეთა მაშინდელმა პოლიციამ,2007 წელს,100 000-იან მსვლელობას,როგორ დახოცეს და კიოსკის სახურავებზე შემოყარეს,26 მაისის,პარლამენტის წინ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის დროს დაღუპულთა გვამები.ისიც გაიგეთ ამის ჩამდენებს,რამდენი ათასიანი პრემიები და რიგგარეშე წოდებები ჩამოურიგეს ნაცებმა,გაიგეთ,როგორ დახვრიტეს პატიმრები ციხეში,საკნებში,მყოფნი,იკითხეთ,რატომ იყო,ნაცისტების დროს,ცოლქმარი,საკუთარ საძინებელშიც კი რომ ვერ ლაპარაკობდა გაბედულად პოლიტიკაზე,მაშინდელ მთავრობაზე და მერე შეადარეთ,დღევანდელი პოლიციის ქმედებებს,ძალიან მკაცრი და დაუნდობელი რომ გეჩვენებათ.დღეს თქვენ აღარც კი გჯერათ,რა ხდებოდა მაშინდელ ციხეებში,რადგან უკვე წარმოუდგენლად მიგაჩნიათ,ეგ რეალობა ყოფილიყო.საქართველოს დამოუკიდებლობაო და ცალ ფეხზე დამდგარს რომ მოგვთხოვოს ევროპამ,უნდა შევასრულოთ,მათი სურვილიო,მაგას უძახით დამოუკიდებლობას??მათხოვრის სტატუსით უნდა მივიდეთ ევროპაში?ეგ არის ღირსება?!მათხოვარს ძაღლად არ აგდებენ და არც პატივს სცემენ.ეგ გვინდა?სადღაც რომ მიდიხარ,ისე უნდა მიხვიდე,თავს მათ თანასწორად გრძნობდე,მათხოვარი კი,წყალობის გადმომგდებთან ვერასოდეს იქნება თანასწორი.სხვათა შორის პირველი ეროვნული მთავრობა,ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით,სწორედ მას შემდეგ გადმოაგდეს,როცა საქართველოსაგან დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების სურვილი გამოითქვა.ამერკის პრეზიდენტმა განაცხადა ,საქართველო დინების აღმა მიცურავსო და ამით მწვანე შუქი აუნთო,მაშინ ძალიან დასუსტებულ რუსეთს,საქართველოში გადატრიალება მოეწყო და სამოქალაქო ომი გაეჩაღებინა.ბევრი მაშინდელი პოლიტიკოსიც კი,ვერ ხვდებოდა,რომ ასულელებდნენ,ბევრიც აღმოჩნდა,რომ მათი აგენტი იყო.დაღვარეს სისხლი და საქართველო 10 წლიან სიბნელეში ჩაძირეს.სხვათა შორის,როცა მაშინ გამსახურდიას მომხრეებმა ფოთი აიღეს,შევარდნაძეს რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების ერთობლივი ბრძანებით მიეხმარა სევასტოპოლის პორტიდან გამოსული სამხედრო გემები,იმ გემის წინამძღოლობით,უკრაინელებმა ცნობილ სამ ასოზე რომ გაუშვეს,ზღვის სიღრმეში.მაშინ,სევასტოპოლის ფლოტი,რუსეთის და უკრაინის საერთო საკუთრებაში დამართვაში იმყოფებოდა და სწორედ უკრაინის პრეზიდენტმა დაითანხმა რუსეთის პრეზიდენტი,ამ გემების გაგზავნაზე,შევარდნაძის დასახმარებლად და კანონიერი ხელისუფლების დასამარცხებლად.მაშინდელ დაბომბვებს ქართველი ჯარისკაცები შეეწირნენ.ამას,იმათ საყრადღებოდ ვამბობ,ვისაც ჰგონია რუსეთი მუდამ ჩვენი მტერი იყო,უკრაინა კი მეგობარი.ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს და შენ თუ გგონია,თავგანწირვას ვინმე დაგიფასებს,გამოდის,არაფრის გაგებაში არ ხარ!აგერ ისრაელს,მავანმა სახელმწიფოებმა,სანქციებიც კი დაუწესეს,გაერომ უამრავი დადგენილება მიიღო,მათი ქმედების დაგმობით,მაგრამ რაც მათ ინტერესებს და უსაფრთხოებას აზიანებს,ყურსაც კი არ უგდებენ.პოლიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები,არსებობს მხოლოდ მუდმივი ინტერესები.ამიტომ შენ ისე უნდა მოიქცე,რომ სხვისი ინტერესები გაითვალისწინო,ეცადო შენ სასარგებლოდ გამოიყენო,მაგრამ წინ მაინც საკუთარი ინტერესები დააყენო.
სოსო
13:11 05-12-2024
5
თავდამსხმელი იმიტომ ქვია გოლი უნდა გაიტანოს!!! თავდამსხმელს გოლი ვერ გააქვს ესეიგი ნოლია!!! იძახეთ ეხლა საგოლე პასიო:))))))) საგოლე პასი ნახევარმცველებმა უნდხა გააკეთონ!!! კიდევ გაგრძელდება პროტესტი და მაგათი შტერული განცხადებები და ვნახოთ ვინ რას და სად გაიტანს!! პუტინებიც ხართ, ავადმყოფებიც ხართ და მიშა სააკაშვილებიც :)))))))))))))))
Porto
10:53 05-12-2024
15

სიახლეები პოპულარული