გოგლიჩიძის გარეშე - "ემპოლი" იტალიის თასის 1/4-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
იტალიის თასის 1/8-ფინალში „ემპოლიმ“ გასვლაზე „ფიორენტინას“ პენალტების სერიაში მოუგო და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

„ემპოლი“ მეოთხედფინალში „კალიარისა“ და „იუვენტუსს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სტუმართა გუნდის მცველი საბა გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო. სავარაუდოდ ის მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ მიღებული ტრავმის შემდეგ დაასვენა.

მომდევნო შეხვედრას „ემპოლი“ 8 დეკემბერს ჩაატარებს - სერია A-ს მეთხუთმეტე ტურში გასვლაზე „ვერონას“ დაუპირისპირდება.

ფლორენცია. „არტემიო ფრანკი“
ფიორენტინა - ემპოლი 2:2 (პენ 3:4)
გოლები: 0:1 ეკონგი (4), 1:1 კინი (59), 2:1 სოტილი (70), 2:2 ესპოზიტო (75)

alt"ემპოლი" "მილანთან" დამარცხდა - გოგლიჩიძემ

71 წუთი ითამაშა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული