
„ემპოლი“ მეოთხედფინალში „კალიარისა“ და „იუვენტუსს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.
სტუმართა გუნდის მცველი საბა გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო. სავარაუდოდ ის მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ მიღებული ტრავმის შემდეგ დაასვენა.
მომდევნო შეხვედრას „ემპოლი“ 8 დეკემბერს ჩაატარებს - სერია A-ს მეთხუთმეტე ტურში გასვლაზე „ვერონას“ დაუპირისპირდება.
ფლორენცია. „არტემიო ფრანკი“
ფიორენტინა - ემპოლი 2:2 (პენ 3:4)
გოლები: 0:1 ეკონგი (4), 1:1 კინი (59), 2:1 სოტილი (70), 2:2 ესპოზიტო (75)