მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ Tuttosport-ი წერდა, რომ ქართველი ფორვარდის გადაბირებით "იუვენტუსი" ინტერესდებოდა. მიუხედავად ამისა ფრანგულ კლუბს 23 წლის ფორვარდთან განშორება არ სურს.
"მიქაუტაძემ რამდენიმე ევროპული გრანდის ყურადღება მიიქცია. "იუვენტუსს" გიორგის დამატება იჯარით და შემდგომ 20 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულებით სურს, თავდამსხმელი "ვესთ ჰემის" ინტერესთა სფეროშიც მოექცა.
"ლიონის" პოზიცია უცვლელია, კლუბი მიქაუტაძის გაშვებას არ აპირებს. მეტიც, პიერ საჟი სეზონის დარჩენილ ნაწილში მის უფრო აქტიურად გამოყენებას გეგმავს", - წერს
შეგახსენებთ, 13 ტურის შემდეგ "ლიონი" ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 22 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. პიერ საჟის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 7 დეკემბერს, "ანჟერის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
პირველ დეკემბერს საფრანგეთში მიქაუტაძესთან ერთად კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის სახლი გაძარცვეს
ლაკაზეტის ჰეთ-თრიკი და მიქაუტაძე შეცვლაზე - "ლიონმა" "ნიცას" მოუგო
კიდევ ერთი ფორვარდი - ვინ შეიძლება შეცვალოს მიქაუტაძეს გარდა ვლაჰოვიჩი "იუვენტუსში"