"ლიონმა" მიქაუტაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
"ლიონი" გიორგი მიქაუტაძეს არც გაანათხოვრებს და არც გაყიდის, ამის შესახებ ინფორმაციას Lyon Foot-ი ავრცელებს.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ Tuttosport-ი წერდა, რომ ქართველი ფორვარდის გადაბირებით "იუვენტუსი" ინტერესდებოდა. მიუხედავად ამისა ფრანგულ კლუბს 23 წლის ფორვარდთან განშორება არ სურს.

"მიქაუტაძემ რამდენიმე ევროპული გრანდის ყურადღება მიიქცია. "იუვენტუსს" გიორგის დამატება იჯარით და შემდგომ 20 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულებით სურს, თავდამსხმელი "ვესთ ჰემის" ინტერესთა სფეროშიც მოექცა.

"ლიონის" პოზიცია უცვლელია, კლუბი მიქაუტაძის გაშვებას არ აპირებს. მეტიც, პიერ საჟი სეზონის დარჩენილ ნაწილში მის უფრო აქტიურად გამოყენებას გეგმავს", - წერს
გამოცემა.

შეგახსენებთ, 13 ტურის შემდეგ "ლიონი" ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 22 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. პიერ საჟის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 7 დეკემბერს, "ანჟერის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

altპირველ დეკემბერს საფრანგეთში მიქაუტაძესთან ერთად კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის სახლი გაძარცვეს

altლაკაზეტის ჰეთ-თრიკი და მიქაუტაძე შეცვლაზე - "ლიონმა" "ნიცას" მოუგო

altკიდევ ერთი ფორვარდი - ვინ შეიძლება შეცვალოს მიქაუტაძეს გარდა ვლაჰოვიჩი "იუვენტუსში"

მკითხველის კომენტარები / 3 /
გენაცვალე გიო! იბრძოლა ამ მაგარმა ბიჭმა და დაუმტკიცა ყველას რომ იმსახურებს ამ დიდ გუნდში თამაშს, გუნდში რომელში თამაშსაც ბავშვობიდან ოცნებობდა! წარმატებები!
ირაკლი
15:05 05-12-2024
1
პროფესორების ბუმია ქვეყანაში....
ავჭალიდან
00:01 06-12-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული