კარლო ანჩელოტის "ნაპოლიმ" იტალიის თასი რომ მოიპოვა, გუნდმა ასე იშვიათი ტიტული იზეიმა. სკუდეტოს შემდეგ აქ სხვა განწყობა და ვითარებაა, მაგრამ უკვე ზედიზედ ოთხი წელია, ნეაპოლელები "კოპა იტალიას" მერვედფინალს თითქოს შეგნებულად თმობენ - შემადგენლობა ამაზე მიუთითებს. ლუჩანო სპალეტის დროს საქმე ორ ფრონტზე ბრძოლას ეხებოდა, დიდი დოზით
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს სერია "ა"-ს მე-15 ტურს ლიდერის რანგში კი შეხვდა, თუმცა რადგან "ატალანტამ" "მილანი" დაამარცხა, კონტეს ფეხბურთელებს პირველობის დაბრუნება სჭირდებათ. "ნაპოლი" "ლაციოს" "დიეგო მარადონაზე" (54 726) დაუპირისპირდება - დღეს, 8 დეკემბერს, ჩვენი დროით 23:45 საათზე.
რთულია იმის თქმა, მწვრთნელებმა იმ სათასო შეხვედრიდან რა დასკვნები უნდა გამოიტანონ, სადაც გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდნენ. განვლილ დაპირისპირებაში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება რომაელთა ნახევარმცველ ნიკოლო როველას ჰქონდა, რომელიც ახლა დისკვალიფიკაციის (5 გაფრთხილება სეზონში) გამო ვერ ითამაშებს. "ლაციოს" პორტუგალიელი ნუნუ ტავარეში, რომელსაც კარგი სეზონი აქვს, ტრავმირებული ჰყავს, ისევე როგორც დია და ვესინო; ნეაპოლელთა ტრავმირებულთა სიაში მხოლოდ მაცოკია.
ნიდერლანდელ ტიჯანი ნოლსინს, ვინც თასზე ჰეთ-თრიკი შეასრულა, ჩემპიონატში სულ ორი შედეგიანი დარტყმა აქვს. რომაელი მატია ძაკანი განსაკუთრებით მობილიზებული იქნება, რადგანაც ხუთშაბათის მატჩში პენალტის ნიშნულიდან ვერ გაიტანა.
მთავარი ინტერესი, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართაა, რომელსაც დასვენების საშუალება მთლიანად მიეცა. თასის წინა გათამაშებებში ის ბოლოს, თამაშის გადასარჩენად მაინც შემოჰყავდათ. როცა ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, "კვარას" უბრალოდ ხასიათი უფუჭდებოდა. გუნდის წარუმატებლობით ქართველი გაბრაზებული იქნება, მის მიმართ კი ისევ განსაკუთრებულ მეურვეობას ველით. შეგახსენებთ, სეზონში ხვიჩას ანგარიშზე 5 გოლი, 3 შედეგიანი პასია (ერთი გაფრთხილება აქვს).
ამ შეხვედრის პარალელურად, ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენი" ერთ-ერთ ლიდერ "მარსელს" უმასპინძლებს. იმედია, გუნდი წინა ტურში განცდილი შოკიდან (რენთან 0:5) გამოსვლას მოახერხებს, ეს კი მათ ჩვენებურის შედეგიანობის გარეშე გაუჭირდებათ. რაც შეეხება იტალიას, დღეს საბა გოგლიჩიძის "ემპოლი" უფრო ადრე (18:00 სთ) ითამაშებს და "ვერონას" ესტუმრება; ამის პარალელურად, სერია ბ"-ში ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზე" "რეჯიანას" დაუხვდება.
"კვარას" გარეშე. "ნაპოლი" თასიდან "ლაციომ" გამოაგდო - ორ დღეში "მატჩ-რევანშია" [VIDEO]
კვარაცხელია ითამაშებს თუ ნერეში დაიწყებს? - სათასო მატჩი რომში