ხვიჩასა და ზურიკოს მატჩების დღე - ფეხბურთი გართობაზე მაღლა! - სად ლიდერობისთვის, სად შოკიდან გამოსასვლელად...

AutoSharing Option
სპორტს დიდი ძალა აქვს, მხოლოდ გართობის საშუალება არაა. ქვეყანაში არსებული ვითარებისა თუ პირადი პრობლემების დროს ის შესაძლებლობას გვაძლევს, განწყობა სულსა და გონებაში შევცვალოთ. ასე გაიხარებდნენ წუხელ გიორგი მიქაუტაძის გოლით, ასე ელოდებიან დღეს "კვარას" მორიგ მატჩს...

კარლო ანჩელოტის "ნაპოლიმ" იტალიის თასი რომ მოიპოვა, გუნდმა ასე იშვიათი ტიტული იზეიმა. სკუდეტოს შემდეგ აქ სხვა განწყობა და ვითარებაა, მაგრამ უკვე ზედიზედ ოთხი წელია, ნეაპოლელები "კოპა იტალიას" მერვედფინალს თითქოს შეგნებულად თმობენ - შემადგენლობა ამაზე მიუთითებს. ლუჩანო სპალეტის დროს საქმე ორ ფრონტზე ბრძოლას ეხებოდა, დიდი დოზით
როტაცია გასულ სეზონში გასაკვირი უფრო იყო, ახლა კი ანტონიო კონტესაც განსაკუთრებული მიზნები აქვს.

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს სერია "ა"-ს მე-15 ტურს ლიდერის რანგში კი შეხვდა, თუმცა რადგან "ატალანტამ" "მილანი" დაამარცხა, კონტეს ფეხბურთელებს პირველობის დაბრუნება სჭირდებათ. "ნაპოლი" "ლაციოს" "დიეგო მარადონაზე" (54 726) დაუპირისპირდება - დღეს, 8 დეკემბერს, ჩვენი დროით 23:45 საათზე.

რთულია იმის თქმა, მწვრთნელებმა იმ სათასო შეხვედრიდან რა დასკვნები უნდა გამოიტანონ, სადაც გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდნენ. განვლილ დაპირისპირებაში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება რომაელთა ნახევარმცველ ნიკოლო როველას ჰქონდა, რომელიც ახლა დისკვალიფიკაციის (5 გაფრთხილება სეზონში) გამო ვერ ითამაშებს. "ლაციოს" პორტუგალიელი ნუნუ ტავარეში, რომელსაც კარგი სეზონი აქვს, ტრავმირებული ჰყავს, ისევე როგორც დია და ვესინო; ნეაპოლელთა ტრავმირებულთა სიაში მხოლოდ მაცოკია.

ნიდერლანდელ ტიჯანი ნოლსინს, ვინც თასზე ჰეთ-თრიკი შეასრულა, ჩემპიონატში სულ ორი შედეგიანი დარტყმა აქვს. რომაელი მატია ძაკანი განსაკუთრებით მობილიზებული იქნება, რადგანაც ხუთშაბათის მატჩში პენალტის ნიშნულიდან ვერ გაიტანა.

Sportall.Ge

მთავარი ინტერესი, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართაა, რომელსაც დასვენების საშუალება მთლიანად მიეცა. თასის წინა გათამაშებებში ის ბოლოს, თამაშის გადასარჩენად მაინც შემოჰყავდათ. როცა ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, "კვარას" უბრალოდ ხასიათი უფუჭდებოდა. გუნდის წარუმატებლობით ქართველი გაბრაზებული იქნება, მის მიმართ კი ისევ განსაკუთრებულ მეურვეობას ველით. შეგახსენებთ, სეზონში ხვიჩას ანგარიშზე 5 გოლი, 3 შედეგიანი პასია (ერთი გაფრთხილება აქვს).

ამ შეხვედრის პარალელურად, ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენი" ერთ-ერთ ლიდერ "მარსელს" უმასპინძლებს. იმედია, გუნდი წინა ტურში განცდილი შოკიდან (რენთან 0:5) გამოსვლას მოახერხებს, ეს კი მათ ჩვენებურის შედეგიანობის გარეშე გაუჭირდებათ. რაც შეეხება იტალიას, დღეს საბა გოგლიჩიძის "ემპოლი" უფრო ადრე (18:00 სთ) ითამაშებს და "ვერონას" ესტუმრება; ამის პარალელურად, სერია ბ"-ში ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზე" "რეჯიანას" დაუხვდება.

alt"კვარას" გარეშე. "ნაპოლი" თასიდან "ლაციომ" გამოაგდო - ორ დღეში "მატჩ-რევანშია" [VIDEO]

altკვარაცხელია ითამაშებს თუ ნერეში დაიწყებს? - სათასო მატჩი რომში

მკითხველის კომენტარები / 40 /
ყველა პოლიტიკური კომენტარი უნდა დაიბლოკოს სპორტულ საიტზე. კრემლებოტების სიცრუე რომ არ ვრცელდებოდეს აქ, მაშინ ნორმალურ ქართველებს არ მოუწევდათ კრემლებოტების სიცრუის შესახებ სიმართლის დაწერა.
"კახელ"-ს
08 დეკემბერი 2024 23:44
4
ადმინებო დაბლოკეთ ეს საქონელი ნაჩალნიკია თუ მონაა @ ეს პოლიტიუკური გვერდია თუ ნაცების ბაზარია ? @@@
კახელი
08 დეკემბერი 2024 21:33
2
ორივე თამაში ერთდოულად იწყება @@
zura222
08 დეკემბერი 2024 21:31
2
უნივერსალური ჭეშმარიტება
რუსეთი მტერია. შენი მტერია, ჩემი მტერია, სამყარიოს მტერია და საკუთარი თავის მტერია.
ეს საქართველოში ყველა ქართველს ესმის დღეს, და ათი ან ოცი კრემლებოტი ქართველების აზრზს ვერ შეცვლის.
ცხადია, რომ გამოკვეთილი დაუფარავი მტრების გარდა, საქართველოს ცრუ მეგობარიც ბევრი ჰყავს. მაგრამ რუსეთი ცრუ მეგობრის როლსაც ვერ შეასრულებს. რუსეთი მტერია.
უფროსი ნაჩალნიკი
08 დეკემბერი 2024 13:59
22
surik222!
შენი აზრები არავის აინტერესებს. შენ თვითონ არ გაინტერესებს შენი აზრები. რაშიც გიხდის ფულს ბელადი, იმას წერ.
უფროსი ნაჩალნიკი
08 დეკემბერი 2024 23:29
2
კრემლებოტო!
1. ჯერ ყურადღებით წაიკითხე, კარგად დაფიქრდი და მერე მიპასუხე.
2. შენი მტერიც არის რუსეთი, კრემლებოტო. თუ რუსეთში ცხოვრობ, მაშინ უფრო დიდი მტერია შენი.
3. მე თანახმა ვარ, რომ ყველა პოლიტიკური კომენტარი დაიბლოკოს: თქვენიც და ჩემიც. თქვენ რომ არ წერდეთ აქ სიცრუეს, მაშინ ნორმალური ქართველები აქ მხოლოდ სპორტის შესახებ ვისაუბრებდით.
უფროსი ნაჩალნიკი
08 დეკემბერი 2024 23:25
5
ყველა გამოხმაურება
კვარამ და ჩვენმა ბიჭებმა ჯერ უნდა მიხედდონ თავის კარიერას და გაგვახაროს ქომაგი და მერე უნდა გააკეთონ სწორი ანალიზი რაც ხდება ჩვენში. არნახული შეტევა და დეზიმფორმაციული კამპანია ხორციელდება ჩვენს ქვეყანაზე, ცეცხლზე ნავთი არ უნდა დაასხა. მოძალადეებს უნდატ მოირგონ მშვიდობის მტრედის მანტია და თავი უნდათ უცოდველ კრავად წარმოგვიდგინონ. ფრთხილად ქართველნო! კარგად აფინანსებენ და წვრთნიან ახალგაზდებს ამის გამო.
Რერო
08 დეკემბერი 2024 13:44
8
ეს მოძალადე "პატალა ბრბო" რომლებიც მართულნი არიან ნაცებისგან (რომლებიც ვითომ არ სჩანან) არბევენ ყველაფერს რაც კი ხვდებათ, წვავენ და აქეთ პოლიციაზე იძახიან მოძალადეები არიანო? ესვრიან პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებს და ამის შედეგად 150-თი პოლიციელი საავადმყოფოში წევს. ნუ შედიხართ პირველი პოლიციასთან და სპეცებთან კონფლიკტში და არავინ დაგარბევთ, მითუმეტეს ეს კანონით მინიჭებული ვალდებულება აქვთ. ეს ლაწირაკი გოგოები მიდიან უკანასკნელი სიტყვებით აგინებენ და იფურთხებიან (ფუი ასეთ ქალებს) და კიდევ პოლიციელებს ამტყუნებთ თქვე მართლა ბრმებო? ღმერთმა გამძლეობა მისცეს ჩვენს გმირ პოლიციელებს! მტყუანს და მართალს ისტორია განსჯის! ერთი ის კი ვიცი, რო ეს ყველაფერი მზადდებოდა არჩევნებამდე კარგა ხნით, გადატრიალებია მიზნით, ამ ყველაფრის მოთავეები რასაკვირველია არიან: ნაცები, სალომე ზურაბიშვილი, ევრო ნაც ლობისტი პარლამენტარები და აქაური "წითელი ინტილიგენცია"! ასე მზადდებოდა ზვიადის წინააღმდეგაც შეთქმულება, ერთი-ერთში.
უსამართლობის, ზეიმი თბილისში!
08 დეკემბერი 2024 12:21
13
ჰა ნაჩალნიკო! პასუხს ველით, თორე რიგები დგას ნაც აგენტების!
ნაცალნიკს!
08 დეკემბერი 2024 17:40
2
წაიკითხეთ რუსული ბოტოფერმის მიერ დაქირავებული ბოტების კომენტარები და მიპასუხეთ, რა დაავალა პატარა ბინძურა-ბელადმა ბოტოფერმას.
უფროსი ნაჩალნიკი
08 დეკემბერი 2024 12:09
22
კრემლში, გიწვევთ ნაჩალნიკის პოსტზე! ხელფასს დაგინიშნავთ, როგორც ჩვენს აგენტს ელენე ხოშტარიას მსგავს.
ამხანაგო ნაჩალნიკო!.
08 დეკემბერი 2024 16:23
3
მადლობა და მართლა ვერ გავიგე ზოგიერთი საიტის, სპორტზე არ დავწერთო, ზოგი კომენტატორს ასვენებს(თითქოს კოტე და ეროსი ჰყავდეთ). თავი დავანებოთ პოლიტიკას, ხვიჩას თამაშზე არ დაწერთ და ჩვენ სხვაგან ვეძებოთ, ეს ნორმალურია? უფალო, გადმოგვხედე!
ზვიადი
08 დეკემბერი 2024 11:29
1
მოგესალმებით სპორტალის მომხმარებლებო. იყო დრო, როდესაც სპორტალზე განსხვავებული აზრის დაწერას უამრავი სალანძღავი სიტყვა და გინების კორიანტელი მოყვებოდა. მაშინ მეც და სხვა ბევრმა ჭკუადამჯდარმა ხალხმა ხმა ავიმაღლეთ ამის წინააღმდეგ. ვასაბუთებდით, რომ ამ საიტზე ბევრი ბავშვი და ქალი შემოდიოდა, ეცნობოდა მასალებს და უხერხული იყო იმ ბილწსიტყვაობის მოსმენა. ცოტა ხნის შემდეგ ჩვენი საიტი, ლამის, ყველაზე სუფთა და ბილწსიტყვაობისაგან თავისუფალი საიტი გახდა, სხვა ელექტრონულ რესურსებთან შედარებით. უფრო მეტიც, ის უფრო კომპეტენრური და კვალიფიციური გახდა, ვიდრე თვით სპორტის სამინისტრო და ფედერაციები. ისეთი ტაქტიკური ანალიზები და თამაშის გარჩევები იწერებოდა, ლამის ფერგიუსონს, რინუს მიხელს, ანჩელოტის, გვარდიოლას და საფეხბურთო აზროვნების გენიოსებს შეშვენდებოდა. ჩამოვთვლი - სოსო, დავით 67, ზურა 222, ქართველი, იასონას უგარი, GLA და ბევრი, მაპატიეთ თუ ყველა მოაზროვნე და ღირსეულ პიროვნებას ვერ ჩამოვთვლი. უფრო მეტიც, ვთვლი, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ბოლო წარმატებები, კერძოდ კონტრშეტევის სტილის ათვისება, აქაური ანალიტიკოსების დამსახურებაა და მოვუწოდებ ყველა დამწყებ და მოქმედ მწვრთნელს, ფეხბურთელს და სპეციალისტს ხშირად ეწვიოს სპორტალს და გაეცნოს კომენტარებს, სხვათა ნააზრევებს. მერწმუნეთ ის დიდად დაგეხმარებათ, სპორტული და აზრობრივი განვითარების კუთხით.
სამწუხაროდ დღეს სხვა უკიდურესობა გვიდგას, სპორტული საიტი გახდა სხვადასხვა პოლიტიკური შეფასებების, ლამის ლანძღვა-გინების, შეურაცხყოფების ადგილი. მე ვერავის დავუშლი საკუთარი აზრის გამოთქმას, თუგინდ პოლიტიკური გემოვნების გამოვლენის კუთხით, მაგრამ როცა კორექტულობას ვერ ვიცავთ, ხომ არ ჯობია, ამისათვის სხვა პლათფორმა გამოვიყენოთ. არსებობს სხვა საიტები, სადაც პოლიტიკური სტატიები იბეჭდება და იქ ვაფრქვიოთ ჩვენი კატეგორიული და შეუმწყნარებელი მიდგომები, ხოლო სპორტალი ჯერჯერობით სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ხალხს ქართული სპორტის გულშემატკივრობით გვაერთიანებს და მოდით შევინარჩუნოთ ქართველთა გამაერთიანებელი ლამის ეს ერთადერთი პლატფორმა.
გთხოვთ გამოთქვათ თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.
თენგაბი
07 დეკემბერი 2024 11:44
3
დებენ ფეხბურთელის მოწოდებას , რომელიც ცხოვრობს ევროპაში და ჩვენ გვიხსნის აქ რა ხდება. არადა შეიძლება ადამიანი გაგიჟდეს , ვინც უყურებს რა ხდება ქვეყნის მთავარ პროსპექტზე 28 ნოემბრიდან.ცალმხრივობას ჰქვია ქოსობა. დღეს პირველი დღეა , რაც მშვიდობიანად დგანან. თუ ფეხბურთელი რასაც უნდა ილაპარაკებს ?
ფეხბურთელები იმ დროშის სახელით გამოდიან , რომელსაც იცავენ მათგან გაწირული ბიჭები საზღვარზე.
ისე, ქოჩორას შედევრი ახალი პოსტი არ დადეს,თორემ მერე გენახათ კომენტარები.
-
08 დეკემბერი 2024 23:06
0
სანიოლს თურმე სპორტალის კომენტარებით აუწყვია ტაქტიკაც და შემადგენლობაც!!
Katenachio
07 დეკემბერი 2024 23:31
1
ზაფხულიდან მოყოლებული ყოველ თვის ბოლოს ამბობენ რომ ეხლა გაწყდება კონტრაქტის საკითხიო და არა და არ დაადგა საშველი. ამ შემთხვევაში ჯუღელია გასაკიცხი და არა ნაპოლის პრეზიდენტი. აბა რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ნაპოლი--კვარაცხელია 10-0.ასეთი ანგარიშით იგებს ნაპოლი. თუ ვერაფერს ვერ შვება აგენტი გამოდი და თქვი. ხვიჩა ითამაშებს 2027 წლამდე და მერე როგორც თავისუფალი აგენტი გადავა სხვა გუნდში. ერთი წლის მერე შეიძლება მართლაც დაუნიშნოს აურელიომ 8მლნ და კონტრაქტშიც ჩაუწეროს 80მლნ,მაგრამ რაღა აზრი აქვს? ამდენ გაცდენილ დროს ვინ დაუკომპენსირებს? სწორედ ამას ემსახურება ეს გაწელვა. ამდენს ვერ უნდა მიხვდეს აგენტი?
დავით 67
06 დეკემბერი 2024 20:36
7
gel-100 - რას გიხდიან ამდენს თავი რომ გაინადგურე და ადამიანს აღარ გავხარ? ცოტა საკუთარ თავს სხვა კუთხიდანაც შეხედე. რამე ღირს იმ უბედურებად, რაც შენს თავზე ტრიალებს? დაფიქრდი კიდევ ერთხელ.
ვარლამი
07 დეკემბერი 2024 17:16
1
ვერ ერვევით. 2025-ში დატოვებს ნაპოლის, რადგანაც 3 წელი ე.წ. "დაცული პერიოდი" გადის და საფუძვლიანი მიზეზით, შეუძლია წამოსვლა.
ნუგზარი
07 დეკემბერი 2024 16:31
2
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული