"კვარასთან" დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, რაც შეეხება ოსიმენს..." - რა თქვა "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა

AutoSharing Option
"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ Mediaset-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.

მანას თქმით, ამ მომენტისთვის ქართველსა და ნეაპოლურ კლუბს შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეწყვეტილია და მხარეები საუბარს სეზონის დასრულების შემდეგ გააგრძელებენ, რაც შეეხება ოსიმენს, არ არის გამორიცხული, რომ "გალათასარაიში" იჯარით მყოფი ფორვარდი "პარტენოპეიმ" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე სხვა კლუბში გაყიდოს.

"კვარას" წარმომადგენლებთან ვისაუბრეთ და ამ ეტაპზე ყველაფერი ნათელია, სეზონის მიმდინარეობისას ახალ ხელშეკრულებაზე აღარ ვისაუბრებთ და მოლაპარაკებებს სეზონის
დასრულების შემდეგ გავაგრძელებთ. ქართველს კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს და გვსურს, რომ მოედანზე მაქსიმალურად დაიხარჯოს. ნამდვილად გვსურს, რომ კვარაცხელია დავაჯილდოოთ, ამ მხრივ სანერვიულო არაფერია.

შეგვიძლია თუ არა ოსიმენი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "პარი სენ ჟერმენში" გავყიდოთ? დიახ, ეს ტექნიკურად შესაძლებელია, თუმცა პარიზელებს ჩვენთვის არ მოუმართავთ", - განაცხადა მანამ.

შეგახსენებთ, იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩას მენეჯერი მამუკა ჯუღელი ახალ ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხის, 80 მილიონი ევროს ჩაწერას ითხოვს, რაზეც ჯერჯერობით მხარეები ვერ თანხმდებიან.

altგუნდის წაგებით გაბრაზებული ხვიჩა და განსაკუთრებული მეურვეობის მოლოდინი - "ნაპოლის" ზედიზედ მეოთხე მარცხი...

alt"კვარას" გარეშე. "ნაპოლი" თასიდან "ლაციომ" გამოაგდო - ორ დღეში "მატჩ-რევანშია" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
დიდი ალბათობით ეს კვარას ნაპოლიდან წასვლას ნიშნავს
toti
11:15 06-12-2024
2
აუუფ "დავაჯილდოვოთო"აეწვათ ერთი ადგილი მაგრა რომ დაუდგა კვარას მხარე და "მოლბნენ" ეს ნა... არ იყო რომ იძახდა --არაფერი გვაქვს სანერვიულო კვარას კონტრაქტი აქვს და პატივიუნდა სცესო ! DD აქაც რომ ეთანხმებოდნენ "მცოდნეები" დათანხმდეს თორემ დასჯიანო ! როგორ დასჯიდნენ კუთხეში დააყენებდნენ??
zura222
13:51 06-12-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული