ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა კონტემ სარეზერვო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე. უპირტესობას მაპინძლები ფლობდნენ და დაწინაურების კარგი შანსი ვერ გამოიყენეს, როდესაც პენალტიდან ძაკანის დარტყმული ბურთი კაპრილემ მოიგერია. თუმცა, შემდეგ კაპრილეს კარი ნოსლინმა თავურით დალაშქრა. 36-ე წუთზე ნერესს გატანა მეკარე მანდასმა არ დაანება, დამატებაზე მცველებს სიმეონემ დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა. „ნაპოლის“ სიხარული ხანმიკლე აღმოჩნდა, რამეთუ მალე ნოსლინმა დუბლი შეასრულა. პირველი ტაიმის დასასრულს სიმეონემ ნერესის გადაცემა მიიღო, ახლო მანძილიდან დაარტყა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა მანდასი.
მეორე ტაიმის დასაწყისში ნოსლინმა თავურით გაუტანა კაპრილეს და სტუმრები მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ. კონტემ 72-ე წუთზე შეცვლაზე დი ლორენცო, პოლიტანო და მაკტომინეი შეუშვა, 78-ეზე ლუკაკუ, 85-ეზე ლობოტკა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. კვარაცხელია კონტემ არ ათამაშა.
„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 8 დეკემბერს ჩაატარებს - სერია A-ს მეთხუთმეტე ტურში „ლაციოს“ მიიღებს.
რომი. „ოლიმპიკო“
ლაციო - ნაპოლი 3:1
გოლები: 1:0 ნოსლინი (32), 1:1 სიმეონე (36), 2:1 ნოსლინი (71), 2:0 ნოსლინი (50)
გამოუყენებელი პენალტი: ძაკანი (20, ლაციო)
კვარაცხელია ითამაშებს თუ ნერეში დაიწყებს? - სათასო მატჩი რომში