"კვარასთან" დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, რაც შეეხება ოსიმენს..." - რა თქვა "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა

AutoSharing Option
"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ Mediaset-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.

მანას თქმით, ამ მომენტისთვის ქართველსა და ნეაპოლურ კლუბს შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეწყვეტილია და მხარეები საუბარს სეზონის დასრულების შემდეგ გააგრძელებენ, რაც შეეხება ოსიმენს, არ არის გამორიცხული, რომ "გალათასარაიში" იჯარით მყოფი ფორვარდი "პარტენოპეიმ" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე სხვა კლუბში გაყიდოს.

"კვარას" წარმომადგენლებთან ვისაუბრეთ და ამ ეტაპზე ყველაფერი ნათელია, სეზონის მიმდინარეობისას ახალ ხელშეკრულებაზე აღარ ვისაუბრებთ და მოლაპარაკებებს სეზონის
დასრულების შემდეგ გავაგრძელებთ. ქართველს კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს და გვსურს, რომ მოედანზე მაქსიმალურად დაიხარჯოს. ნამდვილად გვსურს, რომ კვარაცხელია დავაჯილდოოთ, ამ მხრივ სანერვიულო არაფერია.

შეგვიძლია თუ არა ოსიმენი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "პარი სენ ჟერმენში" გავყიდოთ? დიახ, ეს ტექნიკურად შესაძლებელია, თუმცა პარიზელებს ჩვენთვის არ მოუმართავთ", - განაცხადა მანამ.

შეგახსენებთ, იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩას მენეჯერი მამუკა ჯუღელი ახალ ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხის, 80 მილიონი ევროს ჩაწერას ითხოვს, რაზეც ჯერჯერობით მხარეები ვერ თანხმდებიან.

altგუნდის წაგებით გაბრაზებული ხვიჩა და განსაკუთრებული მეურვეობის მოლოდინი - "ნაპოლის" ზედიზედ მეოთხე მარცხი...

alt"კვარას" გარეშე. "ნაპოლი" თასიდან "ლაციომ" გამოაგდო - ორ დღეში "მატჩ-რევანშია" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
ეჰ, კვარას ფეხბურთის წასვლისას, ქოცები აღარ იქნებიან კაი ხანია უკვე :( და კვარას კი მიაძახებენ მაშინაც, არ გქონდა პრინციპებიო
asea es
07 დეკემბერი 2024 03:37
13
ძალიან ძნელია ბოლომდე დაიხარჯო გუნდისთვის,რომელიც დამლაგებლის ხელფასს გიხდის.მადლობები უნდა უხადონ ხვიჩას,რომ მონდომებას არ აკლებს და არა აკრიტიკონ,რასაც ზოგჯერ აკეთებენ.კონტრაქტის ბოლომდე ერთი წლით ადრე აქეთ შეეხვეწებიან,რომ საერთოდ მშრალზე არ დარჩნენ.ლაურენტისს პირიქით უნდა,რომ თვითონ განაგოს ხვიჩას ბედი,რომ მას ეხვეწონ გამიშვიო.ასეთი ტრიუკი გაუკეთა ოსიმენს და ვნახეთ რაც უქნა.ხვიჩასთან ეს არ გამოუვიდა და ჯიბრზე უდგას,ხელფასს არ უმატებს.
მირო
06 დეკემბერი 2024 20:27
3
ჯობია სეზონის ბოლომდე იყოს მაგ ხელფასით და ახალ კონტაქტს ხელი არ მოაწეროს, მაშინ იძულებული გახდებიან გაყიდონ, თავისუფალ აგენტამდე არ მიიყვანენ.მითქვია და ვიტყვი, რომ ნაპოლი სოფლის გუმდია, მერე რა რომ იქ ერთ დროს მარადონა თამაშობდა, ერთ დროს რივალდოც თამაშობდა მახაჭკალაში არვიცი გროზნოში.
ავთო
09 დეკემბერი 2024 11:01
0
აუუფ "დავაჯილდოვოთო"აეწვათ ერთი ადგილი მაგრა რომ დაუდგა კვარას მხარე და "მოლბნენ" ეს ნა... არ იყო რომ იძახდა --არაფერი გვაქვს სანერვიულო კვარას კონტრაქტი აქვს და პატივიუნდა სცესო ! DD აქაც რომ ეთანხმებოდნენ "მცოდნეები" დათანხმდეს თორემ დასჯიანო ! როგორ დასჯიდნენ კუთხეში დააყენებდნენ??
zura222
06 დეკემბერი 2024 13:51
5
ცნობისთვის რუდი გარსიამ რა თქმა უნდა ლაუტენტისის დავალებით კვარას დასმა რომ მოინდომა სკამზე მთელი ნეაპოლი ლანძღავდა ! ასევე იყო ოსიმენის შემთხვევაშიც და ლაურა თავის გადაფურთხებულს ხომ არ ალოკავდა და ადგა და გაანათხოვრა სხვა გუნდში და კვარასაც ამ "ურჩობისთვის" რაც ელის მაქსიმუმ სხვა გუნდში განათხოვრებაა და ეს უკეთესიც იქნება მისთვის--ნებისმიერი ტოპ გუნდი სიხარულით წაიყვანს 1 წლიანი იჯარით ! მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე ლაურას ეხაზება--1 წლის გასვლის მერე ანუ 2026 წლის ზაფხულში ერთი წელიღა იქნება კონტრაქტის ამოწურვამდე და უცბად დავარდება კვარას ფასი სადღაც 30-40 მილიონამდე იმიტომრომ 1 წელში სულუფასოდ შეეძლება წასვლა ! ასე რომ ფეხებსაც ვერ მოსჭამენ კვარას იმის გამო რომ არ აწერს ახალ კონტრაქტს ხელს !
zura222
07 დეკემბერი 2024 01:26
0
ისე, უბრალოდ ცოდნისათვის :
როგორ დასჯიან და "ზაპასში" დასვანენ და ხანდახან მცირე დროით, მატჩის ბოლოს და ა.შ.,
ან საერთოდ არ ათამაშენენ...
----------
პ.ს. როგორც იტყვიან, "რაც გინდა ის დაარქვი", გინდა დასჯა და გინდა
იგნორირება, მაგრამ
დათო ყიფიანის საერთოდ არ გამიძახება და გამოძახებულის უთამაშებლობა შეძლეს სსრკ -ნაკრების ყველაზე ცნობილმა მწვრთნელებმა : ბესკოვმა და ლიბანოვსკიმ .
მატჩის ბოლოს შემოყვანის მცდელობა და დთოს გაბრაზებული უარი შესვლაზე - ცნობილი ამბავია ...
თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთში სხვაც უამრავი მსგაცსი შემთხვევაა, თუნდაც იმავე "ნაპოლიში" ოსიმენს სართოდ აღარ ათამაშევდნენ, განაცხადშიც კი აღარ სვამდნენ ბოლოს.
------
პ.ს. ამ ავტორის ბოლომდე გააზრებული კომენტარი ჯერ არ წამიკითხავს ...
არა და, უკვე უამრავი "ლაიქი" აქვს !
:))))
არა და
07 დეკემბერი 2024 01:04
3
არ უნდა დათანმხდეთ არავითარ მაგათ წინადადებას, თუ თქვენს პირობებს არ დათანმხდებიან, ხვიჩამ როგორმე გაძლოს კონტრაქტის ბოლომდე და თავისუფალი აგენტის სტატუსით უნდა დატოვოს ნაპოლი.
უფალს ვთხოვ ჯანმრთელად იყოს, კიდევ უფო მოუმატოს და მაგ ზარალს უფრო მეტად აინაზღაურებ.
buxo
06 დეკემბერი 2024 12:23
1
დააჯილდოვო არ ხახვი
Footbol
06 დეკემბერი 2024 11:31
2
ლაურენტისს უნდა ისეთ მარყუჟში შეაყოფინოს ხვიჩას თავი,საიდანაც თავის დაღწევა მხოლოდ ლაურენტისის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული,რაც ოსიმენს გაუკეთა.ხვიჩა არ ჭამს მაგას.მომავალ სეზონში, თუ არ გაიყიდა,აქეთ შეეხვეწებიან,რომ საერთოდ უფასოდ არ მოუწიოთ გაშვება.ოსიმენი დღემდე ნანობს ასიანი კონტრაქტის გახანგრძლივებას.
მირო
06 დეკემბერი 2024 21:49
1
დიდი ალბათობით ეს კვარას ნაპოლიდან წასვლას ნიშნავს
toti
06 დეკემბერი 2024 11:15
2
მესამე წელი იგივე კონტრაქტზე ნამდვილად ნიშნავს რომ კვარა არ აწერს ხელს ახალ კონტრაქტს, რაც მნიშნავს რომ ზაფხულში გუნდს დატოვებს 80 მილიონად)
dato
06 დეკემბერი 2024 14:40
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული