"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა

AutoSharing Option
"კრაკოვიასა" და საქართველოს ნაკრების მცველ ოთარ კაკაბაძეს პოლონეთში გამართულ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ ჰკითხეს.

29 წლის უკანახაზელმა თქვა, რომ ამჟამად მის ქვეყანაში ქაოსია და იმედია, ყველაფერი მალე დამთავრდება.

"საშობაო არდადეგების გატარებას სამშობლოში ვგეგმავ. ყველა ვხედავთ, რაც საქართველოში ხდება, ეს ქაოსია. ჩემი ქვეყნისთვის საუკეთესო მინდა. იმედი მაქვს, უახლოეს დღეებსა თუ კვირებში ყველაფერი ნორმალურ ვითარებაში დაბრუნდება", - თქვა კაკაბაძემ.

კაკაბაძის ამ განცხადებას "ფორმულას" ეთერში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილი დირექტორი გია ჭანტურია გამოეხმაურა, რომელმაც თქვა:

"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ოთარ კაკაბაძემ
გააკეთა განცხადება, რომელიც იყო ამაზრზენი. მან თქვა, რომ ჩამოსვლა უნდა და იმედია, ეს ყველაფერი მალე დამთავრდებაო. ფაქტობრივად, მან მოუწოდა "ქართულ ოცნებას" რომ დროზე, ყველა დაიჭირეთ ვინც დასაჭერია, ცემეთ პატარა ბიჭები და გოგოები იმიტომ, რომ მე ჩამოსვლა მინდაო. მე მგონია, სირცხვილია, რომ "პასიც" მიიღოთ მაგათგან.

მივმართავ, საქართველოს ნაკრების წევრებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს დააფიქსირეს თავისი პოზიცია, ხანდახან დგება მომენტი, როდესაც შეიძლება შენი გადასაწყვეტი იყოს შენი ქვეყნის ბედი. ერთობლივად რომ დამდგარიყავით, ის, როგორც ჩვენ დავუდექით კაპიტან კაშიას ერთ მშვენიერ დღეს, რომელმაც, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დაივიწყა, ასე თქვენმა ერთად დადგომამ შეიძლება ეს ქვეყანა გადაარჩინოს", - თქვა ჭანტურიამ.
მკითხველის კომენტარები / 84 /
იმედია, კაკაბაძის ადგილს გ. ჭანტურია დაიკავებს და ის გააკეთებს საოლე პასებს... წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
09 დეკემბერი 2024 17:46
1
ასეთ სიუგნურეს ხომ მოფიქრება უნდა? ეს უგნურების ფსკერიც აღარაა.
ჟორა გაბრიჭიძე
08 დეკემბერი 2024 18:21
3
ემანუელ კანტს აქვს ნათქვამი. რევოლუცია არის მასების სიგიჟე ერთეულების კეთილდღეობისთვის. ამ ნაწილში რა თქმა უნდა ძნელია არ დაეთანხმო, მაგრამ რასაც დღეს მთავრობა აკეთებს ყველანაირ მორალურ ჩარჩოს სცდება. სულ ტყუილად ავრცელებს მთავრობა პროპაგანდას თითქოს ახალგაზრდებმა არ იციან არაფერი და ვითომ ვიღაც ოპოციონერებს არიან აყოლილი. ყველაფერი ძალიან კარგად იციან. ეს მთავრობა აუცილებლად წავა სანაგვეზე, მაგრამ არც ძველ ხელისუფლებაში მყოფი ხალხი არ უნდა მოვიდეს. ეს უბრალოდ ჩემი და ბევრი ადამიანის სურვილია.ამიტომ არის კოალიცია კარგი. ერთი კაცის ხუშტურებზე არავინ არ ივლის. არ ვიცი მოკლედ რა გამოიყვანს ასეთი კრიზისიდან ქვეყანას. ერთადერთი ერი დედამიწაზე, რომლის თითქმის თითოეულმა მოქალაქემ იცის პოლიტიკა და ფეხბურთი. თან ისე რომ მასზე კარგად არავინ იცის!
დავით 67
08 დეკემბერი 2024 17:58
14
100% გეთანხმები! კიდევ წინა მთავრობიდან და ამ მთავრობიდან 2-3 კაცი კიდე უნდა დაისაჯოს რო საკუთარი ხალხის მიმართ სუსასტიკე დამთავრდეს ამ ქვეყანაში და მიეცეეს ჩვენნაირ ხალხს იმის საშუალება რომ აკეთოს თავისი საქმე და ისიამოვნოს ფეხბურთით!
Ziz
08 დეკემბერი 2024 18:40
5
კაკაბა არც ნაცია და არც ქოცი, იმერელი ბუდისტია.
კუ-კლუქს-კლანი)))
08 დეკემბერი 2024 16:45
5
ბუდისტები, ბაპტისტები ( მართლმადიდებლების გარდა ყველა )და ა.შ . გუშინ იყვნენ რუსთაველზე. იქ მოიკითხე.
-
08 დეკემბერი 2024 18:08
13
ზუსტადაც , იმერულად გაწონასწორებული და პასუხისმგებლობით გაჯერებული პასუხი მისცა პოლონელებს. თანაც ახარ ჩე გევარობს, იცის რომ ფეხბურთელია. და ჩამოდის, რომ თავის ოჯახში შეხვდეს ახალ წელს და არა ბროლიასავით ქუჩაში (თუმცა ბროლია რევულუციას მაინც არ აწყობდა ).
-
08 დეკემბერი 2024 18:05
11
საქმე გია ჭანტურიაში არაა, მაგ კაცს არც მე ვცემ პატივს, მაგრამ ეხლა სხვა თემაა... კაკაბაძე ძალიან მომწონდა, მაგრამ დრეს სხვა თემაა... ნიკოლოზ ბარათაშვილი და გრიგოლ ორბელიანი უდიდესი პოეტები იყვნენ, მაგრამ ნახეთ ნიკოლოზის წერილი სადაც ის მარჯვენას უქებს ბიძამისს გურიის აჯანყების ჩახშობისთვის (1841 წელი)... ან გვექნება თავისუფალი ქვეყანა ან..დიდი პოეტი კაცს არ ნიშნავს დაპყრობილ ქვეყანაში! კაკაბაძე, კიტეიშვილი, გველესიანი და ლოჩოშვილი იქნებიან არაკაცები!
Ziz
08 დეკემბერი 2024 15:24
29
ჯერ ერთი დამოუკიდებელი ქვეყანა პირობითი მცნებაა და მეორე გაუდაბურებული მენახოს ის საქართველო სადაც გეიაღლუმები ტარდება.
ჟორა გაბრიჭიძე
08 დეკემბერი 2024 18:26
1
2018-წლიდან ფეხბურთის გარდა ტელევიზორი არ ჩამირთავს. არც არხები ვიცი, არც ჟურნალისტები. პოლიტიკოსებიც ვიცი მხოლოდ განცხადებებით. მე ყოველდღე დავდივარ მიტინგზე და ვიცი რაც ხდება. ომი არ მინდა! არც დაღესტნელებს უნდათ ომი, მაგრამ ომობენ-იმიტომ რომ თავისუფლებისთვის ბრძოლის ეშინიათ!
Ziz
08 დეკემბერი 2024 17:46
7
ყველა გამოხმაურება
ძმებო, კიდე გადავავლე თვალი ჭანტურიას "აზრს", ხოდა წარმოიდგინეთ მათი ხელისუფლებაში მოსვლა ტოლფასი იქნება ნაკრებიდან ამ ეტაპზე კიტესი, გველესიანის, კაკაბაძის, ლოჩოშვილის კაშოს, ჩაკვეს და ზოგადად შემდგომში ვინც მათ აზრს არ გაიზიარებს არ დაპოსტავს იმას რასაც ეტყვიან, ჩათვალეთ ნაკრებში მათთვის კარი იქნება დახურული, რის შემდგომაც გვეყოლება არა ეროვნული ნაკრები არამედ ნაცკრები.
QT
08 დეკემბერი 2024 14:57
23
კაკაბა ამას არ იტყოდა, და ბავშვების მიწაზე თრევას არ გაამართლებდა. არ მინდა რო დავიჯერო. და თუ მართალია რაც წერია მაშინ პასი კი არა, ნაკრებში გამოძახების ღირსიც არაა.
სიმეონე
08 დეკემბერი 2024 10:23
36
გურულო
08 დეკემბერი 2024 14:24
0
გია ჭანტურია 1992 წელს მოკლეს. ეს ვინ არის, ვითომ რატომ არ უნდა მიიღონ პასი?! როგორაა საქმე ბრიუსელის მონობა საამაყოა?!
aburjga
08 დეკემბერი 2024 10:07
19
ვის აინტერესებს ამ ნაგავის აზრი ,საიდან მოათრევთ ხოლმე ასეთ არარაოებს!!!
alexsis
08 დეკემბერი 2024 08:32
10
ა ბატონო,ვინ არის ეგ ჭანტურია
https://www.youtube.com/watch?v=i-k5QXIRFOQ&t=83s
ადამიანი
08 დეკემბერი 2024 02:08
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული