მამარდაშვილს "ლივერპულში" ერთით ნაკლები კონკურენტი დახვდება - გუნდის ერთ-ერთმა მეკარემ წასვლა გადაწყვიტა

AutoSharing Option
ვეტერანმა ინგლისელმა მეკარე პოლ რობინსონმა Inside Track podcast-ში საუბრისას, განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "ლივერპულს" მეკარე კაომინ კელეჰერი დატოვებს.

მისი თქმით, ირლანდიელი მუდმივი მეორე ნომრობით დაიღალა, უკვე 26 წლისაა და ისეთ გუნდში სურს გადასვლა, სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება.

კელეჰერს აფრთხობს ის ფაქტიც, რომ ზაფხულში "ენფილდზე" გიორგი მამარდაშვილიც გადაბარგდება და კონკურენცია კიდევ უფრო მოიმატებს, რაც მას წასვლისკენ უბიძგებს.

თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდა და რობინსონის აზრი გამართლდა, ქართველის კონკურენტი ალისონი რჩება, თუმცა ბრიტანულ მედიაში ხშირად იწერება, რომ "ლივერპული" სეზონის ბოლოს
შესაძლოა, ბრაზილიელმაც დატოვოს და თავად გუნდის მწვრთნელი არნე სლოტი კი პირველ ნომრად სწორედ მამარდაშვილს განიხილავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მამარდამ ძან უკლო თამაშს და ასე თუ გაგრძელა, ძირითადში კი არა მესამე მეკარედ მოუწევს ყოფნა ლივრპულში, იმედი მაქვს დროებითი ჩავარდნა აქვს და მალე ჩადგება ფორმაში, ნაკრების თამაშებიდან დაწყებული დღემდე ვერ ვცნობ ამ ბიჭს, რა დაემართა
გოგა
22:59 07-12-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული