ჩაკვეტაძე ამ კვირაში არ ითამაშებს - "უოტფორდის" მატჩი გადაიდო

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდის" მატჩი ამ კვირაში აღარ გაიმართება. ქართველის გუნდი ინგლისის ჩემპიონშიპის მე-19 ტურის მატჩში დღეს გასვლაზე "კარდიფს" უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა მოსალოდნელი ქარიშხალის გამო, უელსის საფეხბურთო ასოციაციამ ქვეყნის მასშტაბით შეხვედრები გადადო.

ამ მიზეზის გამო გადაიდო ინგლისის ქვედა დივიზიონში კიდევ რამდენიმე მატჩი და ასევე პრემიერ ლიგაში ლივერპულული დერბი.

ამრიგად, ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონშიპში ჩატარებულ 18 შეხვედრაში 1 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ამ კვირაში დაისვენებს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ბოტების კომენტარებს ნუ აქვეყნებთ. ბოტები არ არიან ქართული საზოგადოების წევრები. ვინც ჩაურიცხავთ რუბლებს, იმის სიცრუეს გაავრცელებენ.
უფროსი ნაჩალნიკი
15:09 07-12-2024
5
ისე რა უცნაურია, ყველა ნაცს სახეც უშნო რო აქვთ? სიბოროტისგან ალბათ?
ლიზი
15:40 07-12-2024
11

სიახლეები პოპულარული