აღნიშნული წყაროს ცნობით, "ქალაქელები" მზად არიან, უახლოეს პერიოდში ფეხბურთელის შესაძენად ოფიციალური შეთავაზებაც გააკეთონ.
TBR Sports წერს იმასაც, რომ ქართველით დაინტერესებული "ლივერპულიცაა", თუმცა "მერსისაიდულ" გრანდთან მოჰამედ სალაჰი სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგლძრივებს, რის გამოც ჩვენებურის "ენფილდზე" გადასვლა გამორიცხულია.
პარარელურად, teamtalk 2025 წლის ზაფხულში გვარდიოლას სატრანსფერო სამიზნეებს ასახელებს და აღნიშნავს, რომ "პეპის" სიაში ხვიჩა კვარაცხელიაცაა, რომელიც ჯეკ გრილიშის პოზიციაზე მოისაზრება. ინგლისელი არასტაბილურობით გამოირჩევა და გვარდიოლაც მის ჩამნაცვლებელზე ფიქრობს.
შეგახსენებთ,
გვარდიოლა არის მწვრთნელი, რომელიც თავისი ფეხბურთელებისაგან ყოველ გარბენზე ითხოვს, რომ უფრო ნაკლები ენერგია დახარჯონ, ვიდრე წინა გარბენზე, იგივე მანძილის დაფარვის დროს.
ამის შესწავლის შემდეგ კვარა თავის პოტენციალს კიდევ უფრო ადვილად და მრავალფეროვნად წარმოაჩენს.
ამიტომ მიმაჩნია, რომ მისი შემდგომი განვითარება ყველაზე სწრაფად „მანჩესტერ სიტი“-ში მოხდება.
დროა კვარას თამაშის სანახავად ისევ დამატებითი ავიარეისების დანიშვნა გახდეს საჭირო!