ზივზივაზეს გოლი არ ჩაუთვალეს - "კარლსრუე" "კაიზერსლაუტერნთან" დამარცხდა

AutoSharing Option
მეორე ბუნდესლიგის მეთხუთმეტე ტურში „კარლსრუე“ გასვლაზე „კაიზერსლაუტერნთან“ 1:3 დამარცხდა.

თავიდან მასპინძლები პენალტით დაწინაურდნენ. სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ 45-ე წუთზე თავურით გაიტანა, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. მეორე ტაიმში „კაიზესრლაუტერნმა“ ორწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანა, ბოლოს მარვინ ვანიტცეკმა საჯარიმოდან ანგარიში შეამცირა და მატჩი 3:1 დასრულდა.

ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: sofascore 6.4, whoscored 6.2, flashscore 6.0.

„კარლსრუე“ 23 ქულით მეექვსე ადგილზეა და 13 დეკემბერს „რეგენსბურგს“ უმასპინძლებს.

კაიზერსლაუტერნი. „ფრიც ვალტერი“. 48 567 მაყურებელი
კაიზერსლაუტერნი - კარლსრუე 3:1
გოლები: 1:0 ტომიაკი
(12, პენ), 2:0 რედონდო (73), 3:0 ჰოიერი (75), 3:1 ვანიტცეკი (88)

altზივზივაძის ორი საგოლე პასი და დრამა "BBBank ვიდპარკზე" - "კარლსრუე" თასზე ბუნდესლიგის გუნდთან პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯერ სადა ხარ ბუდუ! წერეთ და წერეთ, არა ობიექტური განცხადებები და წააქეზეთ ისედაც ტვინ გადატრიალებული ლაწირაკები?? რაც ხდება ეხლა რუსთაველზე თქვენზე მოდის ლომის წილი!არც ოთავრობის ბრალია და არც პოლიციის! ვანდალიზმის გარეშეც შეიძლებოდა აქციების ჩატარება მშვიდობიანად, რა დაუშალა ვინმემ არ ჩაატაროთო? რას გავს რუსთაველი აოხრებული, გავერანებული. პოლიციას ისე ებრძვიან ეს ვანდალები, თითქოს საქართველოს მტრები იყვნენ, სირცხვილი თქვენი, მართლაც შავო ლაქებო! ნაცებს შეეკარით და გეამაყებათ? დაივიწყეთ მაგათი შავი ბნელი წარსული არა? კიდევ ეგ მწვალებლები გინდათ? ეხლა ჩვენ უმრავლესობასაც გვკითხეთ გვინდიან? ღმერთმა დაგვიფაროს!
ბუდუს.
19:00 07-12-2024
27
ბუდუ აჯანყდი.
უთხარი, რომ " მტკივნეული საყურებელია " როგორ არ გითვლის მსაჯი გოლს.
" მტკივნეული საყურებელია "მოდაშია, მაგრად ჭირს.
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული