კიტეიშვილის საგოლე გადაცემა - "შტურმმა" გაიმარჯვა

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის მეთექვსმეტე ტურში „შტურმმა“ გასვლაზე „ტიროლი“ 3:0 დაამარცხა.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი პასით ბაკერი იატამ გაიტანა. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: sofascore 7.4, flashscore 7.0.

გრაცული გუნდი 36 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 11 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე საფრანგეთში „ლილთან“ გამართავს.

ინსბრუკი. „ტივოლი“
ტიროლი - შტურმი 0:3
გოლები: 0:1 ბიოვინგი (15), 0:2 იატა (80), 0:3 იალკუიე (83)
გაძევება: ჩუკვუანი (41, შტურმი), უსტუნგადი (73, ტიროლი)

alt"შტურმმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ხო, ხო ხო, რა დღეში არიან ეს ევროპათუმეები, უყურე რა DDDD
jei-jei-jei-jei Okocha
15:27 08-12-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული