მამარდაშვილი ტრავმას გადაურჩა, "ვალენსია" წაგებას - ვერა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეთექვსმეტე ტურში „ვალენსია“ სახლში „რაიო ვალეკანოსთან“ 0:1 დამარცხდა.

დებიუტში სტუმრები ახლო მანძილიდან თავურით პატე სისმა დააწინაურა. იმ მომენტში მამარდაშვილი უძლური იყო. 28-ე წუთზე მას მარჯვენა ბარძაყის კუნთი დაეჭიმა, თუმცა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და თამაში გააგრძელა. მიუხედავად დიდი უპირატესობისა მასპინძლებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს და მარცხი განიცადეს.

მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore. 6.5, whoscored 5.8, flashscore 5.8.

„ვალენსიას“ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 10 ქულით მეცხრამეტე ადგილზეა და 14 დეკემბერს გასვლაზე „ვალიადოლიდს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“
ვალენსია - რაიო ვალეკანო
0:1

გოლი: სისი (7)

altმამარდაშვილს "ლივერპულში" ერთით ნაკლები კონკურენტი დახვდება - გუნდის ერთ-ერთმა მეკარემ წასვლა გადაწყვიტა

მკითხველის კომენტარები / 3 /
მამარდამ არ უღალატა თავს და ბურთს თვალი კიდევ გააყოლა რეაქციის გარეშე
ადამიანი
13:05 08-12-2024
5
შევეკითხე მაგის თაობაზე და პრეს-ცენტრს მიმართეო.
მიმართე პრეს-ცენტრს
03:00 08-12-2024
1

სიახლეები პოპულარული