This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე 67-ე წუთზე შევიდა შეცვაზე, როდესაც ანგარიში 0:2 იყო. ჯერ მის მიერ თავით დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა, შემდეგ კი მეურვეებს გაექცა და მეტოქის კარი დალაშქრა. ეს მიმდინარე ჩემპიონატზე მისი მესამე გოლია.
ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 7.8, whoscored 7.6, sofascore 7.3.
„ლიონმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, 25 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 13 დეკემბერს, ევროპა ლიგაზე ფრანკფურტში „აინტრახტთან“ ჩაატარებს.
ანჟე. „რაიმონ კოპა“
ანჟე - ლიონი 0:3
გოლები: 0:1 ტალიაფიკო (26), 0:2 შერკი (55), 0:3 მიქაუტაძე (88)