გუნდები ერთმანეთს გასულ კვირას კოპა იტალიაზე დაუპირისპირდნენ, სადაც რომაელებმა მეტოქე 3:1 დაამარცხეს.
აღნიშნული შეხვედრა "პარტენოპეის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
Areanapoli-ს ცნობით, ამჯერად ქართველი ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს და მეტოქის საჯარიმოსთან ხიფათის შექმნას რომელუ ლუკაკუსთან და მატეო პოლიტანოსთან ერთად შეეცდება.
შეგახსენებთ, მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
მთავარი ინტერესი დასვენებული კვარაცხელიას მიმართ და ბრძოლა პირველობის დასაბრუნებლად!..