"ემპოლიმ" სტუმრად მოიგო - გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა

AutoSharing Option
სერია A-ს მეთხუთმეტე ტურში „ემპოლიმ“ გასვლაზე წვიმიან ამინდში „ვერონა“ 4:1 დაამარცხა.

„ემპოლი“, რომლის თავდამსხმელმა პელეგრიმ დებიუტში ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა, უკეთ თამაშობდა, მათმა შემტევებმა ფაქტიურად კარში დარტყმული ყველა ბურთი გაიტანეს და პირველი ტაიმი 4:1 მოიგეს. შესვენების შემდეგ ანგარიში არ შეიცვალა და დ’ავერსას გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

სტუმართა მცველმა საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად და რაც მთავარია უშეცდომოდ ითამაშა. შეფასებები: sofascore 6.8, flashscore 6.7, whoscored 6.6.

„ემპოლი“ 19 ქულით მეცხრე ადგილზეა და 13 დეკემბერს „ტორინოს“ მიიღებს.

ვერონა. „მარკ ანტონიო ბენდეგოტი“
ვერონა -
ემპოლი 1:4

გოლები: 0:1 ესპოზიტო (16), 0:2 ესპოზიტო (19), 0:3 კაკაჩე (32), 1:3 ტენგსტედტი (35), 1:4 კოლომბო (42)

altგოგლიჩიძის გარეშე - "ემპოლი" იტალიის თასის 1/4-ფინალში გავიდა

მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი ბიჭია, წარმატებები იმედია ახალგაზრდულს ძლიან წაადგება ევროპაზე. გაგვაგებინეთ რა ხდება საზონოვთან დაკავშირებით, გოგორ მიდის გამოჯანმრთელების პროცესი რა დროისთვის იქნება მზად, სავარაუდოდ რა თქმა უნდა.
buxo
12:57 09-12-2024
0
ეს ბიჭი მშვენივრად გამოიყურება, მაგრამ ძალიან მიკვირს რატომ აძლევენ შედარებით ნაკლებ შეფასებას სულ 6,7 ან 6,8.... როცა სხვა მცველებს ყოველთვის 7 ზე მეტი აქვთ? არადა გოლის დროს მარცხენა მცველი შეცდა და ვერც მეორე ცენტრალურმა მცველმა დააზღვია, მაგრამ ორივეს უკეთესი შეფასება დაუწერეს, საოცარია ეს პირველად არ ხდება თან...
Givi
23:36 08-12-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული