კვარაცხელიას კარგი მატჩი - "ნაპოლი" "ლაციოსთან" ისევ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეთხუთმეტე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ლაციოსთან“ 0:1 დამარცხდა.

ორი დღის წინ „ნაპოლი“ დუბლებით თასზე რომში 1:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა, ამჯერად კი მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა კონტემ მოედანზე ძირითადი შემადგენლობა გაიყვანა და წვიმიან ამინდში თავიდანვე შეუტიეს. მაკტომინეის დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. მომენტი სტუმრებმაც შექმნეს, როდესაც ისაკსენს მეკარე მერეტმა არ გაატანინა. კვარაცხელია ძალიან მოტივირებული იყო, დიდ შავ სამუშაოს ასრულებდა, შორიდან სცადა გატანა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. ხვიჩას ზედიზედ ორჯერ ეუხეშნენ, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია და ქართველს დროებით მოედნის დატოვება
მოუწია. შემდეგ მისი გარღვევა გენდუზიმ წესების დარღვევით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო. საჯარიმო თავად „დაზარალებულმა“ შეასრულა და ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

შესვენების შემდეგ შანსი რომაელებს მიეცათ - დელე-ბაშირუს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. ნეპოლელებმა ისევ დაიწყეს მეტოქის კარზე იერიშების მიტანა, კვარაცხელიას კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ანგისა შესწვდა, მაგრამ ძელს გაარტყა. კონტემ შეტევის გასაძლიერებლად პოლიტანო ნერესით შეცვალა და... „ლაციო“ მალე დაწინაურდა: სწრაფი კონტრიერიშისას ისაკსენი ოლივეირას გაექცა და მერეტის კარი დალაშქრა. მერე საჯარიმოდან ხვიჩას ჩაწოდებული ბურთისას ძაკანისთან ბრძოლაში დი ლორენცო წაიქცა, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. ბოლოს „ნაპოლი“ ქაოტურ შტურმზე გადავიდა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო და დედაქალაქელებთან ისევ მარცხი განიცადეს.

„ნაპოლი“ 32 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ატალანტას“ 2 ქულით ჩამორჩება და 14 დეკემბერს გასვლაზე „უდინეზეს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ლაციო 0:1
გოლი: ისაკსენი (79)

altხვიჩასა და ზურიკოს მატჩების დღე - ფეხბურთი გართობაზე მაღლა! - სად ლიდერობისთვის, სად შოკიდან გამოსასვლელად...

მკითხველის კომენტარები / 23 /
Ხვიჩას რომ ტყუილად არბენიებენ, ამას ვერც მწვრთნელი და ვერც ბევრი გულშემატკივარი ვერ ხვდება, ნიშნავს რომ კარგად არ იციან, ხვიჩა რომ სხვანაირია
* დათო ს.
09 დეკემბერი 2024 14:32
1
ვინც საღ აზრზე კვარას თამაშს კარგს ეძახით....
რა ვიცი რა ვიცი....
ნუ მთლად ნოლი არ იყო მაგრამ...
Lobotka
09 დეკემბერი 2024 11:19
22
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ხვიჩას ადგილი პრემიერლიგის ტოპ გუმდშია/სიტი,ლივერპული,არსენალი/ ნაპოლიში ცოდოა,სუსტი პარტნიორები ყავს.ამჟამად აშკარად მომატებული აქვს.ეტყობა თავზე ბევრს მუშაობს.ორი წლის წინანდელ ფორმას თუ დაუბრუნდა მერე ნახეთ რამდენი მსურველი ეყოლება.
ამაშია საქმე
09 დეკემბერი 2024 11:04
5
გააჩნია კარგ თამაშში რას გულისხმობთ!, ის რომ შემტევი ფეხბურთელი, რომელისთვისაც,ვითომ ევროპის წამყვანი კლუბები ნაპოლის მეპატრონეს კალთებს ახევენ და მზად არიან თითქოს 100 მლ-ნი უპირობოდ გადაიხადონ,მთელი თამაშის განმავლობაში კარში ერთხელაც მაინც რომ ვერ დაარტყავს და ერთ გამოზომილ გამამწვავებელ პასს ვერ გააკეთებს, მხოლოდ უკან პასებით, ყველასათვის გაშიფრული ცერტრისკენ შემოსვლით და საჯარიმოში ბურთის ჩაგდებით,აგრეთვე კუთხურიდან შექმნილი მომენტით არ უნდა ყელყელაობდეს-როგორ კარგად ითამაშა თვითონვე კარგად ეტყობოდა სახეზე. მოტივირებული რომ მართლა იყო ისიც ფაქტია, ოთხი ჯარიმა მიიღო და აქედან ორ შემთხვევაში თავისუფლად შეეძლო მსაჯს გაეყვითლებინა-ამაზე აქ, სტატიაში რა თქმა უნდა არაფერია ნათქვამი, მის წინააღმდეგ მიღებული ფოლები მაქსიმალურად არის გაბუქებული. ხვიჩას, მთლიანობაში კარგი მატჩი რომ არ ჰქონდა ეს იტალიური გამოცემების შეფასებებიდანაც ჩანს, მას ლუკაკუსთან ერთად ამ სეზონში თითქმის ყველაზე დაბალი შეფასებები აქვს-5,0-5,5, სოფასკორესა და ფლეშსკორეს არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა....კიდევ კვარაზე უკვეთესი შეფასებები მიიღეს რაჰმანმა, პოლიტანომ, დი ლორენცომ, ლობოტკამ და იმ შოტლანდიელმა, მართალია ამათ ფონზე კვარა სულაც არ იყო ნაკლები, მაგრამ როდესაც კვარა ხარ, ასეთი ამბიციებით და პრეტენზიებით, შენს მიმართ მოთხოვნებიც მეტია და პრეტენზიებიც- ასეთ რთულ თამაშებში უნდა შექმნას განსხვავება ფეხბურთელმა და შედეგი დადოს თუ ვასკვლავი ხარ ან მისი პრეტენზია გაგაჩნია......
tENGO
09 დეკემბერი 2024 10:27
28
ნაპოლის ჩვენი ნაკრებივით ნელი დაცვა ჰყავს, გრძელი, სწრაფი პასის გაკეთებას ვერავინ ბედავს. ლაციოს მეკარეც კი ჯობდა ამაში მაგათ. აი ლუკაკუს კი რისთვის ათამაშებს ვერ გაიგებ კაცი. გუნდი პრაქტიკულად 10 კაცით თამაშობს, ერთი ნორმალური მომენტიც კი ვერ შექმნა. ნერეში დაცვაში ნოლია, მაგიტომაც ათამაშებს კონტე პოლიტანოს. ხვიჩა როგორც ყოველთვის საუკეთესო იყო. ოთხეულისთვის იბრძოლებს ნაპოლი. ხვიჩა კი რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეს უფრო ძლიერ გუნდში, სადაც პასს დროულად მაინც მიცემენ.
გიგო პაპა
09 დეკემბერი 2024 10:10
2
სეტანტამ, რომ კომენტირება გააჩერა რა გვეშველებაააა? სად ვნახავთ ამისთანა ,,პროფესიონალებს"? პირადად მე ბევრჯერ გადამიყვანია ინგლისურზე რათა ჩვენი კომენტატორების უაზრო ტიტყინი არ მომესმინა. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სეტანტამ რუსული კომენტირებაც გააჩერა, რაც ძალიან დაბალფასიანი ტრიუკია. რა რუსებიც გაიფიცნენ? უბრალოდ ამით დისკომფორტს უქმნიან საქართველოს მაყურებელს და უნდათ, რომ უკრაინული კომენტირება შეაჩეჩონ დაძაბონ სიტუაცია. იქნებ არ მინდა ბატონო ეს რევოლუცია! რა გამიჭირეთ საქმე. არჩევნების დროს პირდაპირ ეთერში იყო მოწოდებები ხმა მიეცათ ,,ცვლილებებისათვის". ვისაც აინტერესებს ნახონ არქივი. ფულს ვიხდი იმაში, რომ ვუყურო სპორტულ გადაცემებს და პოლიტიზირებას შეეშვით. და კიდევ, კვარას გაუმარჯოს!!!!!
sos
09 დეკემბერი 2024 10:09
3
აი იდიოტი ლაურას უაზრო პოლიტიკის კიდევ ერთი შედეგი @ ტიპს იტალიის თასი არ აინტერესებს დიდ მოგებას რომ არ მოუტაბს და იმიტომ და ვითომ ძალების დასაზოგად მარტო ჩემპიონატზეა გადართული და ლაციო ჩემპიონატშიც გამოდის თასზეც და ევროთასებზეც და ისე "გადაიღალა და გამოიფიტა" ზედიზედ ორჯერ მოუგო "დასვენებულ" ნაპოლის მარტო ნეაპოლის კი არა მთელი იტალიის მედია ლანძღავს იმ ბებერ მარაზმატიკს პირველ რიგში გუნდის საქმეებში ტაქტიკაში და შემადგენლობის დაყენებაში ჩარევაში მერე ოსიმენის მაგივრად იმ სქელუა და მოუქნელი ლუკაკუს მიყვანა რომლის მთავარი იარაღია კარისკენ ზურგით მდგომმა მიიღოს ბურთი და მერე ან თანაგუნდელს დაუბრუნოს ან უკეთეს შემთხვევაში მოტრიალდეს და მაქსიმუმ 5 მეტრით წაიწიოს წინ. ადრე ლაურამ ინტერვიუში ასეთი რაღაცა დააბრეხვა--ლუკაკუ ზორბაა და საჯარიმოში დიდი უპირატესობა ექნება მცველებთანო ! ხოდა რა უპირატესობაც აქვს აგერ ჩანს მოკლედ ოსიმენთან შედარებაც კი არ შეიძლება
zura222
09 დეკემბერი 2024 09:42
0
კვარა! აკეთეთ არაობექტიური განცხადებები და ეს ფაშისტები წაახალისეთ და უფრო "მოიგებთ".
იიფ?
09 დეკემბერი 2024 09:24
17
კვარაცხელია კარგი იყო.ზოგადად გუნდია ძალიან სუსტი.სწორხაზოვანი რობოტებით დაკომპლექტებული.ლაციომ უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა ორივე თამაშში.კარგად შეკრული და ორგანიზებული გუნდია.კონტესგან მეტს მოველოდი.ლაციოსთან მისმა ჩანაფიქრმა კრახი განიცადა,როდესაც პირველ თამაშში რეზერვი გაიყვანა,ამით მან გუნდი რიტმიდან ამოაგდო და მეორესაც ,რომ წააგებდნენ ამაში დარწმუნებული ვიყავი.საერთოდ ,როდესაც გუნდები მოკლე ინტერვალში ხვდებიან მეორედ ერთმანეთს,უმრავლეს შემთხვევაში დგება იგივე შედეგი ,რაც პირველ თამაშში.რაც შეეხება ნერეშს,ის ხვიჩას რათქმა უნდა ჩამოუვარდება, მაგრამ პოლიტანოზე ბევრად უკეთესია.გოლის დროს მან შეცდომა დაუშვა ,თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო,რამეთუ ფორსმაჟორის დროს შეყვანილი ფეხბურთელი,რომლისგანაც თამაშის გადარჩენას ითხოვ,სანამ სიტუაციას მოერგება და ალღოს აუღებს შეცდომებს უშვებს.კონტემ ძალიან დააგვიანა მისი და სიმეონეს შემოყვანა.უნდა აღინიშნოს ისიც,რომ ნერეში პირველ თამაშში ,ნეაპოლელთაგან საუკეთესო იყო და ეს თამაში სასტარტოშიც ,რომ დაეწყო დიდად გასაკვირი არ იქნებოდა,მეორე ტაიმი მაინც, აუცილებლად უნდა დაეწყო პოლიტანოს ნაცვლად .ერთი სიტყვით ,ჩემი აზრით,მთავარი დამნაშავე კონტეა.
საჩინო
09 დეკემბერი 2024 09:22
2
ვამბობდი კიდეც რომ1-0 მოგებები ნაპოლის საშუალო გუნდებთან არაფერს არ ნიშნავს მეთქი და შედეგი კონტეს მოღვაწეობის დადგა კიდეც. ინტერთან უბრალოდ გაუმართლათ.ყველაზე მონდომებული არის ხვიჩა ყველა მატჩში.ამიტომ მეცოდება კიდეც. ეს ტურისტი ლუკაკუ ( იტალიის ყველა გუნდები მოიარა) საერთოდ რისთვის იყიდეს? მისი მოვალეობა თუ კორპუსით ბურთის დაფარვაა კი ბატონო,მაგრამ ეს ფეხბურთი არაა. ოსიმენის ნახევარიც არაა. ვფიქრობ წელს ატალანტას ვერაფერი ვერ შეაჩერებს და სკუდეტოს მოიგებს. საუკეთესო ფეხბურთელად ლუკმანს დაასახელებენ. ეკუთვნის კიდეც. ნაპოლის მე-4 ადგილი კანონზომიერი იქნება.
დავით 67
09 დეკემბერი 2024 06:23
2
სოსო-ს! ეგრეა ყველაფერი,მაგრამ გუნდის ბირთვზე შეგეკამათები. ოსიმენის გაშვებამ ძალიან იმოქმედა გუნდზე. ასევე ზელინსკი, კიმი.
დავით 67
10 დეკემბერი 2024 05:54
0
ნაპოლი ორი წლის წინ,ევროპაში ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა და გუნდის ბირთვი,მას შემდეგ არ შეცვლილა.მოიყვანეს კონტე და დღეს ნაპოლი,ყველაზე საზიზღარ ფეხბურთს თამაშობს,თვითონ იტალიური მედიისავე სიტყვებით.შარშანდელი მწვრთნელთა ქაოსის შმდეგ,რა თქმა უნდა კონტემ სიტუაცია დაალაგა და მოტივაციაც გაზარდა,მაგრამ ლამაზი თამაშის გემო გაგებულ ფეხბურთელებს,შეუძლებელია მისი სათამაშო სტილი მიეღოთ და გაეთავისებინათ.კი,ასრულებენ მწვრთნელის მოთხოვნას,არც მონდომებას აკლებენ,მაგრამ ეს მათი არ არის,სიამოვნებას ვერ იღებენ და ასეთ დროს, დიდი მიზნების მიღწევა გამორიცხული მგონია.მით უფრო,რომ არც საკადრო რესურსია,დიდი.კონტეს მოსვლის შემდეგ ვფიქრობდი,რომ ოთხეულზე იბრძოლებდა გუნდი,აქამდე უკეთესადაც მიდიოდნენ,მაგრამ აღმაფრენის გარეშე,მხოლოდ ოთხეულისათვის ბრძოლა მგონია მათი მაქსიმუმი.მედალიც შეიძლება,მაგრამ ჩემპიონობა?-ძნელი წარმოსადგენია.საამისოდ,კონტემ რაღაცა უნდა შეცვალოს!
სოსო
09 დეკემბერი 2024 11:28
0

სიახლეები პოპულარული