ესეც თუ ფეხბურთია - როგორი შეფასებები მიიღო კვარაცხელიამ "ლაციოსთან" მატჩში?

AutoSharing Option
სერია A-ს მეთხუთმეტე ტურში, "ლაციოსთან" სახლში წაგებულ მატჩში (0:1) "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ პარტნიორებმა მხარი ვერ აუბეს, განსაკუთრებით პასიური რომელუ ლუკაკუ გახლდათ. ხვიჩას ძალიან ეუხეშებოდნენ, თუმცა როგორც ეს იტალიაში უკვე წესადაა მიღებული, მსაჯი ამაზე არ რეაგირებდა.

საერთოდაც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, „კვარა“ სერია A-ში გამორჩეული ფეხბურთელია და მისდამი დაინტერესება განსაკუთრებულია. ამის დასტურად ერთ ფაქტს მოგიყვანთ - ფრანგულმა „ეკიპმა“ თავის სპორტულ გვერდზე მთავარ თემად არა ადგილობრივი ჩემპიონატის შეხვედრები, არამედ ნეაპოლელთა თამაში გაიტანა და რა
თქმა უნდა, ყურადღება ქართველზე გაამახვილა. ვფიქრობ, მიზეზს ახსნა არ სჭირდება.

კვარაცხელიას „ლაციოსთან“ ასპარეზობა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.4, flashscore 7.0, whoscored 6.7.

მკითხველის კომენტარები / 14 /
კონტე ნაპოლის არაფეხბურთს ათამაშებს, ანგისა და ლობოტა პასს მხოლოდ მარჯვნივ ან უკან აკეთებენ, თუ რომელიმე პასი წინ მოედნის შუაში ან საჯარიმოში მხოლოდ ლუკაკუზე (კუნძი) და ესაა კონტეს დიდებული სქემა, მასზე ათჯერ მეტი პასი კეთდება საჯარიმოსტან ვიდრე ყველა სხვაზე ის კი თითქმის ყოველთვის კარისკენ ზურდით დგას, რატომ მოიყვანა კონტემ არ ვიცი? ალბათ უბრალოდ ოციდან ერთი შანსი რომ გამოიყენოს.
რაც შეეხება მაკტომინეის, დარბის, დარბის და ერთ ფეხბურთელს საერთოდ არ იმჩნევს! მხოლოდ ლუკაკუს ხედავს ან ბურთს კარგავს. კვარა სტანდარტებისას საჯარიმოს გარეთ დააწებეს, ეს იმას ნიშნავს რომ დიდი ალბათობით შეიძლება მთელი სეზონი ისე გაილიოს რომ ბურთი მასთან საერთოდ არ გადმოვარდეს. ნაპოლი მხოლოდ თუ გაუმართლებს მაშინ იგებს.
მკ
10 დეკემბერი 2024 19:04
0
ყველა კომენტარი წავიკითხე მაგრამ მსაჯი ყველას გამოგრჩათ? ჩუმ-ჩუმად ნაპოლის საწინააღმდეგოდ იღებდა გადაწყვეტილებებს ხშირად.
ფოტოს დააკვირდით ტკივილისაგან გამწარებულ კვარას ხელს კრავს - ხაზს გარეთ გადიო!!!
ვაჟა მასწავლებელი
09 დეკემბერი 2024 21:56
1
ხვიჩა ძლიერ გუნდში ბევრად უკეთესად გაიბრწყინებს…..
ობლაკი
09 დეკემბერი 2024 15:58
4
აქამდე თავს ვიკავებდი, ახლა კი გეუბნები--ხვიჩა, წადი ამ გუნდიდან...
mamuka09ze
09 დეკემბერი 2024 12:40
1
ნაპოლის შეფასება ამ მსტჩში არის არარაობა,
თედორე
09 დეკემბერი 2024 12:25
1
დროზე უნდა გადახვიდე სხვა გუნდში,
როლანდი
09 დეკემბერი 2024 11:27
2
როგორც ამბობენ კონტე ვარჯიშებზე მაგარი მომთხოვნიაო რაც ხვიჩას აშკარად ეტყობა.ბოლო დროს მაგრად მოუმატა.ბურთს რომ მიიღებს მცველებთან დრიბლინგზე მიდის როგორც ადრე აკეთებდა.ასეთუ გააგრძელა ტოპ კლუბი არ აცდება.
ჩემი აზრით
09 დეკემბერი 2024 11:16
4
გუნდს კვარაცხელია ჰყავდეს,ოსიმენი ჰყავდეს, ვერც ერთი ვერ შეიმშვნიოს და ლუკაკუ მოიყვანოს?რა ჩემპიონობაზეა ლაპარაკი!უკვე მეოთხე თვეა გუნდშია და პარტნიორებთან ურთიერთგაგება ვერ დაამყარა.მესამე წუთზე,კვარამ თავისზე მიიზიდა რამდენიმე კაცი,მერე სწრაფი პასებით,მეორე ფლამგზე გადაიტანეს ბურთი და ჩაწოდებულზე,მაკტომინეიმ ძალიან სახიფათოდ დაარტყა.ალბათ ეს ერთდერთი მომენტი იყო,როცა ნაპოლიმ,ორი წლის წინანდელი ნაპოლი გამახსენა.ისევ მაკტომინეის იმედი მაქვს.მან და კვარამ თუ დაალაგეს კავშირი და ცოტათი პირადი ეგოც შეზღუდა,ძალიან ძლიერი დუეტი შეიქმნება,მარცხენა ფლანგზე.ორივეს შეუძლია საჯარიმოში შესვლა,მის გარედან ზუსტად დარტყმა, სივრცის ათვისება და კომბინირება,თუმცა საამისოდ,კონტემაც უნდა მისცეს ნება და თავისუფლება.წუხანდელ ნაპოლის,სათამაშო იდეები ძალიან ნაკლებად ჰქონდა.სეტანტაზე ვუყურე თამაშს,კომენტარების გარეშე აჩვენეს და დავისვენე ნერვიულად.რა ხარისხითაც ეს კომენტატორები მუშაობენ,მაგას ისევ ასე,კომენტარების გარეშე ყურება მირჩევნია.
სოსო
09 დეკემბერი 2024 11:07
2
არსებობს მეორე მოსაზრებაც რომ ორივე ერთ ფლანგზე ერთმანეთს სივრცეს უზღუდავენ
ბს
10 დეკემბერი 2024 16:34
0
Სეტანტაზე ე. Წ. Კომენტატორების გარეშე ფეხბურთის ყურება ნამდვილად სასიამოვნო იყო. Ყურებმა დაისვენა.
Ზაზა
09 დეკემბერი 2024 17:05
0
ყველა გამოხმაურება
არაა ნაპოლი საჩემპიონო გუნდი
მადლობა თქვას ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდეს.

ხოლო კვარაცხელია გაცილებით მეტს იმსახურებს
ნადმვილად დგას რელიას, ბარსას, ლივერპულის დონეზე.
იდიოტები იქნებიან ეს რო არ იყიდონ
las
09 დეკემბერი 2024 10:14
2
კონტე ანტიფეხბურთს ათამაშებს ნაპოლის, კვარა ძალიან დიდ დროს ატარებს დაცვაში, ფაქტიურად განაპირა მცველია, ლუკაკუს წლები წასულია და მაინც ჯიუტად ბოლომდე ათამაშებს ვერ ხვდება რომ დროზეა გასაყვანი, ერთი სიტყვით კვარა გადაიზარდა აშკარად ნაპოლისთვის და დროა უკვე რომელიმე გრანდში ვიხილოდ, იქ მერე უფრო დაიხვეწება და ბევრად მოუმატებს კიდევ...
Givi
09 დეკემბერი 2024 10:12
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული