"კვარაცხელია ტოპ ფეხბურთელი არ არის" - "მილანისა" და იტალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი

AutoSharing Option
"მილანისა", "ფიორენტინასა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რიკარდო მონტოლივომ Sky Sport-ის ეთერში "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

იტალიელის თქმით, "კვარა" ტოპ ფეხბურთელი არ არის.

"კვარაცხელიამ პირველ წელს ყველა გააოცა, რადგან მისი სახელი და გვარი ყველასთვის უცნობი იყო. მეტოქეები მას იმდენ ყურადღებას არ უთმობდნენ, როგორც ამას ახლა აკეთებენ.

ჩემი აზრით, ხვიჩა ტოპ ფეხბურთელი არ არის, ქართველმა უმაღლესი დონის სეზონი მხოლოდ სერია A-ში გადმოსვლიდან პირველ სეზონში შემოგვთავაზა", - განაცხადა მონტოლივომ.

altხვიჩა სხვაგანაა, გუნდი სხვაგან

- ასე ოთხეულიც გაჭირდება!..

altესეც თუ ფეხბურთია - როგორი შეფასებები მიიღო კვარაცხელიამ "ლაციოსთან" მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 26 /
მონტოლივოს კვარაცხელიას მიმართ კომენტარის გაკეთება დე ლაურენტისმა დაავალა რომ ხვიჩასთვის ხელფასის მომატებაზე არ შეედაონ? თუ რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ასეთი სულელური აზრი გამოეხატა ხვიჩას მისამართით, პირველ სეზონში ნაპოლი ჩემპიონი გახდა და ის შემტევ პოზიციაზე თამაშობდა, მწვრთნელი გამოცდილი სპალეტი ჰყავდა, მეორე სეზონი ნაპოლის მეპატრონემ მწვრთნელების ექსპერიმეტებს შეალია და მე_9 ადგილზე დარჩა, ცხადია ხვიჩას პირველ სეზონზე უკეთესი ვერ ექნებოდა რადგან ნაპოლიმ სეზონი ჩააგდო, რაც შეეხება ამ სეზონს კონტემ ის შემტევის ამპლუიდან ფლანგის მოიერიშე მცველად დასწია და აღარ ეძლევა რეგულარულად შეტევებში თამაში და სტატისტიკა აღარააქვს როგორ შემტევს მოეთხოვება.
ეს არის ცრუ პანიკა და სჯობს მსაჯებს მოუწოდონ რომ კვარაცხელიაზე გახშირებული გამიზნული უხეშობაა რომელსაც არ სჯიან მსაჯები რის გამოც ეხლა ტრამვირებულია.
ხვიჩამ ზაფხულში აუცილებლად უნდა დატოვოს ნაპოლი და სერია A
მისი შეძენით მანჩესტერ სიტის მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლაა სერიოზულად დაინტერესებული, ის ყველგან ლიდერი იქნება თავის ამპლუაში...
ნუგზარ ⚽️
03:49 11-12-2024
0
მილანს თუ ქომაგობდით და მონტოლივო არ გახსოვთ .... საქმეში ჩამსვრელ გატუზოს ბევრად ჯობდა.. სტაბილური ფეხბურთელი იყო.. და რომ ექო და ედიდებინა მერე უნდა გაჟღერებულიყო მისი აზრი?? ნუ გეწყინებათ და სადღაც რაღაცაში ვეთანხმები... ჩემი აზრით.კვარას კარიერული აღმასვლ დასრულებულია.
.....
07:13 10-12-2024
27
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული