რადიო Kiss Kiss Napoli-ს დირექტორმა ვალტერ დე მაჯიომ "ნაპოლის" რამდენიმე ფეხბურთელის, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.
მისი თქმით, ქართველის თამაში პროგნოზირებადი გახდა და მცველები მას ადვილად უმკლავდებიან.
"კვარაცხელია მეტოქეს მარტივად ვეღარ ატყუებს, მისი თამაში პროგნოზირებადი გახდა", - განაცხადა დე მაჯიომ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 17 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
"პარტენოპეი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 32 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "ატალანტას" ორი ქულით ჩამორჩება.
11:00 10-12-2024
"მეტოქეს მარტივად ვეღარ ატყუებს, პროგნოზირებადი გახდა" - Kiss Kiss Napoli-ს დირექტორმა ხვიჩა გააკრიტიკა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 20 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ეი ,,დირეხტორ,, რამდენს გიხდის ლაურა,პირველივე თამაშში გისურვებთ 0-3 წაგებას და ეგრეც იქნება
4
0
ფეხბურთი მარტო მოტყუებაა? მოწინააღმდეგის გუნდის ყურადღება სრულად რომ თავისზე გადააქვს და თავისუფალ სივცეში აძლევს შემდეგ პასს შეტევის განსავითარებლად, ეგ არაფერი? არ დაუდგება 2 კაცი და შედის საჯარიმოში თავისუფლად. კვარას გამამწვავებელი პასები, რომელსაც ვერ იყენებენ, ეგეც არ ითვლება? ანგისას 2 მეტრში პასები, შეტევის ნაცვლად უკან ბურთის წაღება და ბაჯბაჯი, ნერეშის ფლანგზე ფაფხური - აი ამათი მოსაწონი ფეხბურთი. კვარას კი ეტყობა რომ ფლანგიდან ცოტა ცენტრისკენ წამოვა დროთა განმავლობაში - მწვავე პასები, დრიბლინგით დაყენებუკი დარტყმით. ისეთ ესთეტიურ შემტევ ფეხბურთს ითამაშებს როგორსაც კაკა თამაშობდა და ამჟამად დე ბრუინი მხოლოდ.
16
4
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
160.00 k
200.00 k
სიახლეები
პოპულარული