
მისი თქმით, ქართველის თამაში პროგნოზირებადი გახდა და მცველები მას ადვილად უმკლავდებიან.
"კვარაცხელია მეტოქეს მარტივად ვეღარ ატყუებს, მისი თამაში პროგნოზირებადი გახდა", - განაცხადა დე მაჯიომ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 17 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
"პარტენოპეი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 32 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "ატალანტას" ორი ქულით ჩამორჩება.
ხვიჩამდე ბურთის მისვლისას, მოწინააღმდეგის დაცვა უკვე პოზიციურად გამაგრებულია კი არა, დაცვაში ლამის სურამის ციხეც აშენებულია უკვე მესამე ცდით (და ზურაბიც ჩააყოლეს ამასობაში).
შეუჩვეველს ნუ შეაჩვევო.
მოუნდატ ეხლა 11 კაცი ერთად მოატყუოს ყველა მატჩში.