კვარაცხელია ტრავმირებულია - რამდენი ხანი მოუწევს უქმობა?

AutoSharing Option
"ნაპოლის" ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ "ლაციოსთან" მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო, Pineta Grande-ის კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარა და სარეაბილიტაციო პროცესის გავლა დაიწყო.

ნეაპოლური მედია წერს, რომ ასეთი დაზიანების შემდეგ ფეხბურთელს როგორც წესი ერთიდან ოთხ კვირამდე მკურნალობა სჭირდება. კვარაცხელიას მდგომარეობას ექიმები დააკვირდებიან და უფრო დეტალურ ცნობებს მოგვაწვდიან.

სავარაუდოდ, ხვიჩა წელს ვერ ითამაშებს. calciomercato-ს მტკიცებით, "კვარას" მინიმუმ ერთი თვე უქმობა და ხუთი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომაული გუნდის მცველები მას დაუნდობლად ეუხეშებოდნენ, რაც მსაჯმა რეაგირების გარეშე დატოვა. კვარაცხელია იმ დაპირისპირებაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და
მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ჟურნალისტები მაინც ყველაზე მეტად აკრიტიკებენ.

მკითხველის კომენტარები / 51 /
რა სულ პრანჭვა გრეხა აქვს ამას,გაუშვით ჭაბუკიანის პროფესიას დაეუფლოს,თან წერა კითხვას ისწავლის
გეგე
12:53 11-12-2024
12
აქ გამართულ პოლემიკას გამოვეხმაურები და ვიტყვი რომ ტრამვები ხშირია ფეხბურთში და მითუმეტეს კვარას სტილის ფეხბურთელებისთვის, და ეს უნებლიედ ხდება ხშირად, მაგრამ ეს არ გამორიცხავს რომ ბოროტი განზრახვაც შეიძლება იყოს გარკვეულ შემთხვევებში, მითუმეტეს იტალიაში. ამ განცდას ისიც ამძაფრებს რომ მსაჯი არ რეაგირებდა აშკარა დარღვევებზე და ეს გრძელდებოდა სანამ ტრამვით არ დასრულდა. ძნელია გარკვეული შეთქმულების ეჭვი არ გაგიჩნდეს მითუმეტეს იმის გათვალისწინებით რა დამოკიდებულებაა ჩვენი ხალხის მიმართ ევროპელების მხრიდან ბოლო დროს და რამდენს ნიშნავს ფეხბურთი ჩვენი ხალხისთვის, და რამდენს ნიშნავს კვარა ჩვენი ფეხბურთისთვის.
დათო
12:50 11-12-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული