კიტეიშვილის ლამაზი გოლი - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ლილთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „შტურმი“ საფრანგეთში „ლილთან“ 2:3 დამარცხდა.

თამაში გახსნილი და ლამაზი სანახავი გამოვიდა: მასპინძლები თავიდან 2:0 დაწინაურდნენ, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ანგარიში შეამცირა. შესვენების შემდეგ მიკა ბიერეტმა თანაფარდობა აღადგინა. თუმცა, 81-ე წუთზე „შტურმის“ კარი ჰაუკონ არნარ ჰარალდსონმა დალაშქრა და „ლილს“ გამარჯვება მოუპოვა.

კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა: whoscored 7.5, sofascore 7.2, flashscore 7.2.

გრაცულ გუნდს 3 ქულა აქვს და 21 იანვარს ბერგამოში „ატალანტას“ დაუპირისპირდება.

ლილი.
„პიერ მორუა“

ლილი - შტურმი 3:2
გოლები: 1:0 საჰრაუი (37), 2:0 ბაკერი (45+2), 2:1 კიტეიშვილი (45+4), 2:2 ბიერეტი (47), 3:2 ჰარალდსონი (81)


altკიტეიშვილის საგოლე გადაცემა - "შტურმმა" გაიმარჯვა

მკითხველის კომენტარები / 10 /
კიტე არის სული, გული და ღირსება საქართველოს ნაკრების, ასევე ავსტიული კლუბის.
2
ძაან სასაცილოები ხართ რბილად რომ ვთქვა აქ ვინც ბეხბურთელებს პოლიტიკური ნიშნით ანსხვავებთ ორივე მხრიდან.
სპორტი ყველას გიყვართ იმედია და ოლიმპიური სისტემა გსმენიათ... :)))
ხოდა წააგეთ ბიძიკოებო,წააგეთ არჩევნები და შეეგუეთ რომ სახლში წახვედით კიდე ერთხელ...
და ის 2000 კაცი საღამოობით,რომ სეირნობს რუსთაველზე ვერაფერს შეცვლის...
ასეა ეს და თქვენც კარგად იცით!
Lobotka
07:42 12-12-2024
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული