"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს

AutoSharing Option
სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "ლი­ბე­რა­ლუ­რი ბაბ­ლის" წევ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წევ­რს ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­უ­რა­ცხყო­ფას მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აყე­ნე­ბენ და მათ­თვის "არა­ფე­რი წმინ­და არ არ­სე­ბობს".

"მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ახ­დე­ნენ ამ ძვირ­ფა­სი ქარ­თვე­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფას და სა­ერ­თო­დაც, ბო­ლოს რა­ღაც ტენ­დენ­ცი­აა, ხელ­წე­რაა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის, არც ვიცი ადა­მი­ა­ნე­ბი თუ უნდა ვუ­წო­დო. მათ­თვის არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი წმინ­და, ქარ­თუ­ლი, ყვე­ლა­ფერს აყე­ნე­ბენ შე­უ­რა­ცხყო­ფას.

ესე­ნი იქ­ნე­ბი­ან ქარ­თუ­ლი სპორ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ის ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, თუ ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მე მინ­და ამ ადა­მი­ა­ნებს მივ­მარ­თო, აი, ამ ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნებს, არ მი­აქ­ცი­ონ მათ ყუ­რა­დღე­ბა და ჩემი
დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა ამ ქარ­თვე­ლებს, ღირ­სე­ულ ხალ­ხს. ხვი­ჩას მინ­და მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა ვუ­სურ­ვო", - გა­ნა­ცხა­და გენო პეტ­რი­აშ­ვილ­მა, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ავ­რცე­ლებს.

ასე­ვე ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა, ყოფილმა ძიუდოისტმა ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მაც გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი.

"ყვე­ლა კარ­გად ვხე­დავთ, რამ­ხე­ლა ზი­ზღი, რამ­ხე­ლა შე­უ­რა­ცხყო­ფა და ბუ­ლინ­გი მო­დის მათი მხრი­დან. ეს, პირ­ველ რიგ­ში, მათ აყე­ნებს ზი­ანს და მათ­თვის არის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მე ვფიქ­რობ, ეს უკვე თით­ქოს ძა­ლა­დობ­რივ მოქ­მე­დე­ბა­ში გა­და­უ­ვი­დათ და ამას ყვე­ლა ხვდე­ბა და ყვე­ლა აც­ნო­ბი­ე­რებს უკვე. ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ მათ იმიჯს აზი­ა­ნებს. ხვი­ჩას ვე­რა­ფერს და­აკ­ლე­ბენ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სულ მალე იგი ჩვე­ულ ფორ­მას და­უბ­რუნ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა.

წყარო: Ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 68 /
ახალი მესიჯბოქსი “პარლამენტარ სპორტსმენ ქოცებს”უკვე მერამდენე პოსტი შემხვდა, თითიდან გამოწოვილი ბოდვა, ხვიჩა უნდა იყოს შეურაცხყოფილი პირველრიგში თქვენით პოლიტიკური ინტერესებისთვის რომ იყენებთ და არა გულშემატკივრებისთვის ვინც თუნდაც ჯანსაღად აკრიტიკებს და უფრო მეტს ითხოვს ხვიჩასგან ! თქვენ საქმეს კი ტროლობა ქვია მეტი არაფერი
გოგა
19:07 12-12-2024
4
არავის არ ააქ ხვიჩასთან პრეტენზია, ნუ წერთ თითიდან გამოწოვილ რაღაცეებს.
jeremo
18:30 12-12-2024
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული