ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ქართველების უსიამოვნო კომენტარები კვარაცხელიას ტრავმაზე და რას იზამს "ნაპოლი" ხვიჩას გარეშე...

ქართველების უსიამოვნო კომენტარები კვარაცხელიას ტრავმაზე და რას იზამს "ნაპოლი" ხვიჩას გარეშე...

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია და ამ მდგომარეობით, იტალიის ჩემპიონატში ორი ტურის გამოტოვება უნდა მოუწიოს. "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელს სერიოზული მისია აქვს - "კვარას" ჩანაცვლება - რაც თავისთავად უკვე შეუსრულებელ ამოცანას ჰგავს. უახლოესი შეხვედრები "უდინეზესა" და "ჯენოასთანაა".

ასე ეუხეშებიან ხვიჩას...

კვარაცხელიას მიმართ განსაკუთრებულ უხეშობას ვხედავთ, რაც ამ დონის ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელთან მიმართებაში თითქოს ბუნებრივიც კია. ამის მიუხედავად, ხვიჩა მაქსიმალურად ახერხებს, დაზიანებები აირიდოს, ის ტრავმებისადმი მიდრეკილი ნამდვილად არაა. სამწუხაროდ, ახლა ასე არ გამოვიდა. კარგი ისაა, საქმე მძიმე სიტუაციასთან არ გვაქვს.

ვისით ჩაანაცვლებს ქართველს ანტონიო კონტე? შესაძლოა, მწვრთნელს ტაქტიკური ცვლილებები დასჭირდეს და გადაწყვეტილებაც ამის მიხედვით მიიღებს. თუკი გუნდი სეზონის სტარტის 3-მცველიან სტრატეგიას დაუბრუნდება და გარემარბების გარეშე ითამაშებს, მაშინ შესაძლებელია, ჯაკომო რასპადორი ვიხილოთ. მას ანტონიო საერთოდ არ ენდობა და ტრანსფერის ალბათობაც მაღალია. ჯაკომო მწვრთნელს უფრო ლუკაკუს შემცვლელად წარმოუდგენია და ამ საქმეში უპირატესობას სიმეონეს ანიჭებს. 24 წლის ფეხბურთელის სათამაშო დრო იტალიის ნაკრებშიც შემცირდა, მას ფაქტობრივად აღარც კი ახსოვს, მინდორზე 90 წუთი ბოლოს როდის გაატარა, ცოტა ხნის წინ თასზე კი საკმაოდ დიდი დრო მიეცა. ამ ფონზე მისი ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა

რამდენად შესაძლებელია, რთული სათქმელია.

"ნაპოლი" "კვარას" შემცვლელის ფიქრშია...

სოციალური ქსელებიდან ასე ჩანს, ხვიჩას სირილ ნგონგესთან ახლო ურთიერთობა აქვს. 24 წლის ბელგიელი გასულ სეზონში რამდენჯერმე მოგვეწონა. ის ეროვნული გუნდის წევრიც გახდა, თუმცა კონტე მას გუნდში ადგილს ვერ უძებნის. ნგონგემ აგვისტოში თასზე სწორედ კვარაცხელიას პოზიციაზე ითამაშა და "პალერმოს" დუბლი შეუსრულა. ზაფხულის მოსამზადებელ ეტაპზე ის მშვენიერი იყო და მეტის მოლოდონი არსებობდა. თავიდან ისე ჩანდა, 77-ე ნომრის ალტერნატივად მწვრთნელი სწორედ სირილს მიიჩნევდა, რაც ასე არ მოხდა.

კიდევ უფრო მძიმედაა საქმე ალესიო ძერბინის შემთხვევაში. მას დიდი დრო არასდროს მისცემია და გასული სეზონის მეორე ნახევარში "მონცაშიც" გაანათხოვრეს. ალესიოს რამდენიმე დასამახსოვრებებელი შეხვედრა გვახსოვს, რომლის შემდეგ ქართველებიც და იტალიელებიც კვარაცხელიას რეალური კონკურენტის გამოჩენასა და მისთვის სასტარტოში მოხვედრის გართულებაზე რომ ალაპარაკდებიან, საბოლოოდ კი ეს მოსაზრება სასაცილო უფრო ხდება.

ახლა "კვარას" ჩანაცვლების ყველაზე დიდი შანსი მაინც დავიდ ნერეშს აქვს. 27 წლის შემტევს "ნაპოლის" თავკაცი მხოლოდ მარჯვნივ განიხილავდა და პოლიტანოს ნაცვლად მოედანზე შესული ბრაზილიელიც შედეგიანი იყო. ამის შემდეგ კონტემ რატომღაც გადაწყვიტა, ნერეში კვარაცხელიას კონკურენტად ჩამოყალიბებულიყო. ისე გამოჩნდა, დავიდი ამ მისიამ უფრო დაძაბა და ნაკლებად აქტიური გახდა. პორტუგალიაში ის შედეგიანი პასებით გამოირჩეოდა და ეს მაჩვენებელი აქ უკვე სამი აქვს. თუკი ნეაპოლელები კვლავ 4-მცველიანი ტაქტიკით იასპარეზებენ, ბრაზილიელი მარცხენა გარემარბი იქნება და ვნახოთ, თავს როგორ წარმოაჩენს.

კადრი ბოლო მატჩიდან

ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლა "ნაპოლის" კი არა, ნებისმიერ გრანდს გაუჭირდება. აქ საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ ჩვენებურს მინდორზე ლამაზი ეპიზოდების შექმნა შეუძლია. ქართველის როლი უდიდესია, მოწინააღმდეგეები დაცვით სტრატეგიებს სწორედ მასზე აწყობენ, რაც გუნდს მეტ თავისუფლებას აძლევს; "კვარადონას" მხრიდან გამწვავებას მეტოქეები სახიფათო ზონაში თამაშის წესის დარღვევით ხშირად პასუხობენ, რა დროსაც გუნდი ბურთისა და რიტმის გაკონტროლებას ახერხებს; 77-ე ნომერი დაცვაშიც მუშაობს და შეტევებს ეფექტურად იწყებს. ჩვენ ზოგიერთ მკითხველს კი მიაჩნია, ხვიჩა ისეთი არაა, როგორიც იტალიურ სტარტზე და ქება რა საჭირაოა, მაგრამ უნდა გავარჩიოთ ის დამოკიდებულებები, რაც "უცნობ" კვარაცხელიასა და დღევანდელის მიმართაა, როცა 2-3 ფეხბურთელი მას გაუთავებლად "დასდევს"; უნდა განვასხავოთ გუნდი მაშინ და ახლა (განსაკუთრებით, წინა სეზონში), მწვრთნელების ტაქტიკა და ხედვა, სათამაშო სტილი... რა თქმა უნდა, "კვარამ" სრულფასოვნებასა და ახალ ელემენტებზე მუდმივად უნდა იმუშაოს, სხვანაირად ვარსკვლავად ვერ დარჩები.

აქვე ვთქვათ, რომ ქართულ "ფეისბუქპოსტებსა" და კომენტარებში ხვიჩას ტრავმას რა გამოხმაურებაც მოჰყვა(ჩვენ საიტს არ ვგულისხმობთ), საკმაოდ დიდი ნაწილი უბრალოდ ჯანსაღი არაა, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე "ღლიცინი". იუმორიც გვესმის, ბოროტ ადამიანებსაც "ვშიფრავთ" და სხვისი გავლენის ქვეშ მოქცეულსაც, მაგრამ სამწუხაროა, ყველაფერ ამას სხვა ახსნა აქვს, რაზეც ახლა საუბარი საჭირო არაა. ალბერტ კამიუმ "სარჩული და პირი" 22 წლის ასაკში დაწერა. ავტორი (რენე შარის მიხედვით) არც მზეს უარყოფს და არც ჩრდილს. იცის, მზე ზოგჯერ ბნელია!..

• ქართველი

შე უბედურ დღეზე გაჩენილო იმ ხალხის გვერდზე დგეხარ ვინც "დანოსებს" წერს და ითხოვს შეუჩერეთ ვიზალიბერიზაცია და დაასანქცირეთ ქართველი ხალხიო და გამოდიხარ აქ და სხვას აბოლებ ამ იდიოტური ნაჯღაბნით.რავა ყველა ერთი "მზით" ნაკეთებები ხართ ეს ნაწყლსექტანტები. ნაწყლობა ტეხავს.

• ქართველი

ნაწყლსექტანტების მეტს რუსულ საქმეს ამ ქვეყანაში არავინ აკეთებს. სულ გაყიდული უწიგნური მონათა მასა ხართ. ნაწყლობა ტეხავს.

• ცირა

ხვიჩა ჩვენი ოქრო ბიჭია

• ბებო

ყველამ თავისი საქმე რომ აკეთოს და ერთმანეთი არ ლანძღოს არც ასეთი სიტუაცია იქნებოდა ქვეყანაში რა ყველას პოლიტიკაში რევთ როგორ შეიძლება მაში ხომ არ ჯობია პოლიტიკოსებმა ფეხბურთი ითამაშეთ ფეხბურთელებმა პოლიტიკა მაინც თამაშია ყველაფერი ამ ქვეყანაში

• კოტე

ყველაზე მეტად რუსებს აწყობთ აქ ქაოსი და დიდი არეულობა.შესაბამისად,რუსის საქმის მსახურები ხართ თქვენ.ბრილიანტა კეზერაშვილს გაფიცებთ,არ დაიწყოთ ტლინკების ყრა,ასე არ არისო.ნაცობა ტეხავს!!!

ქოცრუსტროლები იქნებოდნენ! ყველანაირად ცდილობენ შუღლი ჩამოაგდონ! არ აყვეთ ამ ორკებს!

• კახელი

იქნება კვარა ეხლა მაინც მიხვდეს რომპოლიტიკა არაა მისი საქმე და სანამ დააბრეხვებს რაღაცას ტვინს ძალა დაატანოს და იფიქროს რა შედეგებიმოყვება იმას ! რა იყოის მისი განცხადება რითაც ფაქტიურად მხარი დაუჭირა რუსთაველზე შეკრებილბ რბოს ? # ან ის არ ახსოვდა რა დღეში ყავდათ ნაცებს ? მაგას თუ არაფერი ესმის მამამისი და მისი ახლობელიასაკიანი ხალხი ხომ არიან უკვე ჭკუადამჯდარი ხალხი და არ უქრით თავში ? რატომ არ ჩაუკაკუნეს თავში და არ უთხრეს--შვილო რას შვრები რას ეჩრები იქ რაც შენი საქმე არააო ! რა თქმა უნდა გაფრენილ სიტყვებს ვეღარ დააბრუნებდნენ უკან მაგრამუნდა გამოსულიყო და ეთქვა ის მაინც რომ ძალადობა ორივე მხრიდან დავგმეო მაგრამ ეგეც არ გააკეთა ანის ეთქვა ვინ ურეკავდა და ემუქრებიდა და ვინებმა აიძულეს ის სუსულელე ეთქვა და აეც ეგ გააკეთა ხოდა ეხლა ორივე მხრიდან რომაბულინგებენ დაჯდეს და უყუროს # ეს სიტყვები აგრეთცე ეკუთვნით იმათ ყველას ვინც გამოხტა და "დაგმო ძალადობა" ყველა უნდა გამოვიდეს და თქვას სათქმელი ! ეს რა თქმა უნდა არ ეხებათ 1-2 მწარე მამანაცოვიჩს რომლებიც ასე აღზარდეს ყოველივე ქართულის ზიზღით და ვეღარ გამოასწორებს ვერაფერი მაგათ #

მაგ არაჯანსაღი კომენტარების 99% ფეხბურთის გაგებაში არ არის ფაქტია, მაგრამ რატომ უნდა წერდე ასეთ იდიოტობას ადამიანი ... იმიტომ რომ სოც. ქსელმა მისცა გასაქანი ყველა უვიცს, უზრდელს, ბოროტს, დაბოღმილს, მშიშარას, თვითშეფასების დაბალი დონის მქონეს რომ თავისუფლად ანთხიოს ბოღმა და საკუთარი არასრულფასოვნების განცდა ამით დროებით მაინც შეივსოს.

• ნოდო

ესეც ოცნების წევრი გახდა? ის ხალხი ვინც ლაშას და გენოს ლანძღავს იგივე ხალხია უბრალოდ მიზეზი თავიანთი ჭკუით ჰგონიათ რომ მიეცათ თუ ეს ცალკე სასტავია გენოსი და ლაშასი ცალკე სასტავია აბა სადღა დარჩა კვარა გულშემატკივრები? ჰოდა დასკვნა ერთი სასტავია ლაშას და კვარას მაგინებლები ეჭვი მეპარება სხვადასხვა ხალხი იყოს

• რატო ბლოკავთ

კომენტარებს რატომ არ მიქვეყნებთ, კრიტიკას ვერ იღებთ ?

• სკ გარეჯი

რადგან დადება უნდა გააკეთოს ხვიჩამ რომ ოპოზიციას მოეწონოს ან ამ რადიკალებს. ცეცხლს მიკიდებ ქვას მესვრი პიროტექნიკას მესვრი ხოდა კეთილი ინებეთ და შეეგუე შედეგებსაც. იმევროპის დედაც რომელიც ვერ ხედავს ამ ყველაფერს. რუსეთის დედაც არ ვარ რუსეთუმე მევარ ქართველუმე. გაუმარჯოს საქართველოს თავისი ტრადიციებით

• ქუთაისელ-ს

შენ ხომ გჯერა, რომ სიმართლეს წერ კომენტარებში? ჰოდა, დაგლოცავ - მაგ სიმართლით იარე ცხოვრებაში, როგორ სიმართლესაც წერ. რაც შეეხება იმას, რომ კვარას ვეღარ, თუ აღარ ვუგულშემატკივრებო, გადავეცი ხვიჩას შენი კომენტარი და საპასუხოდ მკითხა - ,,ამ ჩემს ფეხებს", ერთად იწერება, თუ ცალ-ცალკეო?

ყველა დიდ ქართველს გაუმარჯოს კვარას თამადობით! ყველა ნამდვილ პატრიოტს ქვენა გრძნობებისა და ქვენა გეგმების გარეშე.

• ალექს

ანუ შენ რომელი სათვალით იმზირები, რომლიდანაც ჩანს რომ პოლიციამ ისროლა(თან პირველმა) მოლოტოვები, პეტარდები , ქვები , რკინა და ყველაფერი რაც ხელში მოხვდა, წაუკიდა ცეცხლი პარლამენტს, არასრულწლოვნები ჩართო პოლიტიკურ აქციებში და ა.შ. რომელი სათვალიდან ჩანს ესეთი რეალობა მინდა ვიყიდო რა და ძალიან გთხოვ მითხარი საიდან იწერ?

• Tete1234

კვარას შეეშვით მაგდენი სახელი დატოვეთ ევროპაში ნებისმიერმა ქართველმა ესე გაუთქვით სახელი საქართველოს და მერე ამოიღეთ ხმა. სირცხვილი თქვენ ვინც კვარას პატრიოტ კაცად არ მიიჩნევთ

• ქუთაისელი

ქოც-ფეხბურთელებს: გაინაღდეთ ევროპა და სხვები ფეხზე გკიდიათ ხო? ის რომ ამდენი ახალი სახე შეამჩნიეს ევროპაში, იმის დამსახურებაა რომ თავისუფლად წასვლა და სინჯებზე უფრო ხშირი ჩასვლა რომ შევძელით. უვიზოდ, ბიუჯეტური კოპმანიებით რომ შეიძლება ჩასვლა და სკაუტების ჩამოსვლა - ეს არის უდიდესი მიღწევა და ზრდის შანსებს რომ უფრო მეტად მოვიკიდოთ ევროპაში ფეხი. ახალგაზრდულის და ნაკრების წარმატებაში ვიზა-ლიბერალიზაციას თავისი დიდი წვლილი აქვს შეტანილი. და გარუსების დროს პირში წყლის ჩაგუბება არ არის ვაჟკაცობა. 1921 წელს დაგვაბრუნეს, და თუ დუმილს გავაგრძელებთ, 1937-შიც დავბრუნდებით. არ გვინდა "ჩერეზ" რუსეთი განვითარება. ჩვენი ევროპული გზა გვინდა რომ გვქონდეს. ვერ და არ გიგულშემატკივრებთ! თქვენ არ ხართ პატრიოტები, თქვენ ხართ მედროვეები! არამკითხე მოამბეს: გელათის დამანგრეველი რომ ჩინური კუბოს დაწვაზე მელაპარაკები, თავად თვალები გაახილე, გირჩევნია.

• დურუ

ოპოზიცია ინკვიზიციის კოცონს დაანთებსო მალე, აი, რა ფერის სათვალეებით იმზირებით, ადგილი არ დარჩა იზოლატორებში და კიდევ ოპოზიციაა ინკვიზიტორი? არცერთ მხარეს არ ვდგავარ, ჩემი ხალხის ერთიანობა და ერთობით წინსვლა მინდა, მაგრამ თეთრი და შავი უკუღმა აღვიქვა, არ შემიძლია და რა გიყოთ?!

• დურუ

კარგი იქნებოდა, ამას პირველ რიგში მთავრობაზე იძახდე, ოპოზიცია ინკვიზიციის კოცონს ანთებსო, ამაზე დიდი სისულელე რა უნდა თქვა, როცა მთავრობას იზოლატორებში ადგილი არ დარჩა. რა თქმა უნდა, აზრის შეუწყნარებლობა ყველასი უნდა დაიგმოს, მაგრამ ჯერ ისენი უნდა დაგმო ვის ხელშიც ძალაუფლებაა.

• რაღა გვიჭირს

პარტიებიც ზედ მივაყოლოთ და ეგ არის!

• ქომაგი

თუ ასე ძალიან გინდა, შენ მოუსვი ჩრდილო კორეაში, ჩვენ ნორმალურ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. რასაც არ გინდა, არ უყურო, შენი ნებაა, მაგრამ ჯობია უყურო ყველაშ პოზიცია ასე გამოიმუშავო, ნადეჟდა ტვ-ს და პოს-ტვ-ს ვაკუუმიდან ნუ გვესაუბრები!

• მიშა

პუტინისტო ეგრედწოდებულო ქართველებო რამდენჯერ უნდა გითხრათ,დაახვიეთ,ნუ დებთ თქვენ დებილურ პოსტებს და "ნახუი რუსეთში"

• მიშა

პუტინისტო ეგრედწოდებულო ქართველებო რამდენჯერ უნდა გითხრათ,დაახვიეთ,ნუ დებთ თქვენ დებილურ პოსტებს და "ნახუი რუსეთში"

• ეგ ერთი და ხვა მრავალი!

საქართველოს ვულოცავთ! მთავარი (უფრო უკანასკნელი არხი) არხის დახურვას! მიყვეს ტვ პირველი, როენა მამიდაა ინგას თამადობით და ფორმულაც!

• ვაი ქართველს,

რაო, გამოშტერებულო! ნაცების გვერდით დადგეს და იმ გამოსირებულ ვითომ "გულანთებულ ახალგაზრდებთან"? ნორმალური ადამიანი ახლოსაც არ გაეკარება მკვლელ ნაცებს და მათ მიერ მართულ იმ ლაწირაკებს, რომლებმაც წაბილწეს რუსთაველის გამზირი! ღმერთი, აუცილებლად დასჯის ყველა იმ ვიგინდარას ვინც ამ დღეში ჩააგდო დედაქალაქი და ჩვენი პოლიცია!

• ე.წ. ქართველს

ბარემ ტექსტიც დაუწერე რა თქვას, რომ შენ და შენისთანებს მოგეწონოთ.

• ჯუანშერი

ესენი მალე ინკვიზიციის ცეცხლს დაანთებენ რუსთაველზე და ყველას ვისაც საღი აზრი შეგვრჩენია და მათ პრიმიტიულ პროპაგანდას: "არ მინდა ჩელიაბინსკში გავიღვიძო" -ს არ ვიზიარებთ, ცეცხლზე დაგვწვავენ. რა ლიბერალური და ევროპული ფასეულობები, რა განსხვავებული აზრის შემწყნარებლობა და ტოლერანტობა. ტიპები ძალიან საშიში, დაუნდობელი რეგვნები არიან.

• დაბრმავებულ ქუთაისელს!

დაბრმავებაც ამას ქვია რა??? თქვე ახვრებო, პოლიცია დაგეტაკათ პირველი? თქვენ არ წამოიწყეთ პოლიციის მისამართით 'ცეცხლოვანი შტურმი'? რას არ ესროდით, როგორ აგინებდით და კიდევ პოლიციაა დამნაშავე? არა რა? უკვე მეტისმეტია! კიდევ კარგად გითმინათ ძალოვნებმა! ჯერ რას დაამსგავსეთ რუსთაველის გამზირი, მერე უკვე გადახვედით სატანისტურ რიტუალებზე, თანაც რა ფორმით, შეეხეთ იესო ქრისტეს გამოსახულებას! ფუი თქვენი ყველასი! თქვენ რა დასანდობები ხართ? ყველა ერთად უნდა მოგხვეტოთ და სანაგვეში უნდა მოგისროლოთ, რო ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს საქართველომ! სოლიდარობა პოლიციას და სპეცებს!

ნუ იცით ეს დამადლება. ვინც მიზერულ ხელფასს აგროვებდა და ჩადიოდა ნეაპოლში, ჩადიოდა რომ ქართველი ვარსკვლავის თამაშით ეამაყა. ფბ -ზე და ინსტაგრამზეც სურათები დაედო სტადიონიდან. კვარას რაც შეეხება, მე ძალიან არ მომწონს ის, რომ საქართველოსთვის ძალიან დაძაბულ მომენტში პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, თუმცა მაინც ვერ მოიპოვა მათი მხრიდან სიყვარული, ცოცხლად რომ იმეტებენ დასაწვავად სამართალდამცავებს და რუსთაველი გადასაბუგად რომ ემეტებათ. სასახლის და ქრისტეს დამწველები ვერასდროს ვერ აპატიებენ კვარას პატრიარქთან დასალოცად მისვლას. და ზოგადად არაა მათი ესთეთიკის. თავისი აღზრდიდან და ქართველობიდან გამომდინარე , ვთვლი რომ ვერ გაუძლო ბულინგს ბარბაროსების მხრიდან და ამიტომ დაწერა. არ ვამართლებ , მაგრამ მჯერა, რომ აქვს ადამიანური რესურსი გაიაზროს , რომ ასეთი პოსტები სამშობლოს არ წაადგება. დუმილი საუკეთესო გამოსავალია, აქედან ხომ არავინ სთხოვს, დადოს სთორი ,თუმცა ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის. მიუხედავად ამისა, კვარა არის კვარა, საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი და კარგი ქართველი. მინდა რომ ყველაფერი კარიერაშიც და ცხოვრებაშიც კარგად ჰქონდეს. ზოგიერთებს კი საკუთარი ბოღმა დაახრჩობს. მიკვირს, ასეთი ზიზღი როგორ შეგიძლიათ.

• ქართველი

ხვიჩა, გვიანი არასდროს არ არის პოზიციის დაფიქსირება და აზრის გამოთქმა იმ ყველაფერზე რაც ხდება საქართველოში. დღეს დუმილით ბიძინას და კალაძის თანამზრახველი გამოდიხარ.

• ბადრი

აბა ბუჯო, სპეცრაზმი კვარაცხელიას ჭკუაზე ივლის აი.

• ჟორა-ს

ჰო და კიდევ ლუბა გოლოვინას მიებაროს ბატუტზე ხტომაში, სულ ფრენა-ფრენით მივა მოწინააღმდეგის კარებამდე. ცერული არა კისრული და შუაკაური კიდევ, ბიჭს სამი კაცი დასდევს და ზოგჯერ ერთდროულად ორნი ეუხეშებიან. ბურთს უყუროს თუ მაგათ ოთხ ან ექვს ფეხს, ზურგზეც რო თვალები ქონდეს ისიც არ უშველის. )))

• ემიგრანტი

კავარას აკოცონ კულოზე რა ბოღმიან ადამიანებს რა დალევს კვარა უნდა გამოსულიყო და ეყვირა გადადექი გადადექიო ეგ უნდათ მარა ამათმა ვერ შეიგნეს რომ ასე არ ხდება არა

• ალექს

რომელი სპეცრაზმელისთვის- 2008ში რუსებისგან რომ გიცავდა და ახლაც წინა ხაზზე რომ დადგება საჭიროების შემთხვევაში(ზოგი შარვალჩახდილი და გაქცეული თქვენიანისგან განსხვავებით), რომელიც ახლა ერთ შენობას იცავდა და საერთოდ არავის არაფერს უზღუდავდა და თქვენ მოლოტოვები, პეტარდები, ქვები, რკინა, ბოთლები და ათასი რამე რომ ესროლეთ, ამ სპეცრაზმელებზე ამბობ? ევროპა-ამერიკაში ცოცხალი ვერ გადარჩებოდა ბევრი თქვენგანი მსგავსის მერე და სრულიად დამსახურებულად. მაგ ბიჭების საშვილიშვილო ცოდვა დაიდეთ და ჯობია ამ მარხვაში მაინც შეინანოთ.. მაგრამ სად თქვენ სად სინანული, ან საერთოდ უფალი. ღადარინელი ეშმაკეულები ხართ ჩვეულებრივი.

• კევინი

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჩვენი თანამენამულე, საკუთარი წარუმატებელი ცხოვრებისგან შვებას იმაში პოულობს, რომ სხვა დააბულინგოს. ყველამ ვიცით ასეთი ადამიანების ფსიქიკა. მათ აღარაფერი ეშველებათ და არც აქვს აზრი რაიმეს ახსნას. ,,გველივე ჰშთება გველად".

• Pepelu

წადი რა კბილები გაიხეხე :)))))))))))))

• ჟორა

ქართველებს გვაქვს ქართული ჭიდაობა სადაც ცერულებზე აგებული უამრავი შეტევა-დაცვის ვარიანტებია, არ იქნებოდა ურიგო ფეხბურთელებს კვირაში ერთი დღე ცერულებზე ემუშავათ, ამით ბევრ ფეხის გამოკვრას აიცილებდენ.

• ქუთაისელი

არ ვგულშემატკივრობ კვარას ძველი შემართებით. როცა ჩვენი გულშემატკივრობა სჭირდებოდა, ხალხი მიზერულ ხელფასს აგროვებდა რომ ნეაპოლში ჩასულიყო და იქაც ეგრძნო ქართველების გვერდით დგომა. მაგრამ ახლა როცა საქართველოს სჭირდება გულშემატკივრობა, ერთი პოსტი მოგვიგდო და დაგვიკიდა. ცუდს რა თქამ უნდა არ ვუსურვებ, მის გზაზე გაუმარჯოს. მაგრამ, მის განცხადებას ერთი-ორი სპეცრაზმელისთვის რომ აეხილა თვალები, ეს უკვე გალახვას გადარჩენილი რამდენიმე კაცი იქნებოდა.

რეგრესი მოიკითხეთ რუსთაველზე, 1000კაცი თუ გროვდებოდა, ახლა 200 დასეირნობს. და მხოლოდ ბრიყვი ვერ ხვდება ხვიჩას სტატუსს ფეხბურთში. ხვიჩას კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. და აქედან ვეტყვი - ქართველ ხალხს გვიყვარხარ.

• იასონას უდარი

არ ვიცი,ვინ შეგნებულად ან შეუგნებლად ეუხეშება,თუმცა იტალიაში მაგარი მურტალი მცველები არიან. ტრავმა ეს ჩვეულებრივი მოვლენაა თანამედროვე ფეხბურთში,იმდენს თამაშობენ და ვარჯიშობენ,შეიძლება არც გეუხეშონ და მაინც გაიტრავმო. ერთი კი არის,ჩვენში ასე ამბობდნენ,თუ არ გინდა უხეშად მოგექცნენ,მაშინ ბალეტზე იარეო,ხოდა შეშვით ამ უაზრო ისტერიას. ფეხბურთია,კონტაქტური სპორტია,2-3 დღეში თამაშობენ და ორ კვირიანი ტრავმა არაფერია. ეს უფრო სიფრთხილეს გავს,გამიზეზება რო თავიდან აირიდონ. აგერ ალისონს 9 კვირიანი ტრავმა ქონდა,მაგასაც ეუხეშებიან? არაფრის მომცემი საუბრებია ეგ,ფეხბურთში ხან ფეხში მოგხვდება და ხან თავში,გვიკვირის საქართველოში ეგეთები? ზოგი ჭირი მარგებელიაო და ახლა გამოჩნდება კვარაზე უკეთესი თუ ვინმე ყავთ. ორი კვირა უქმობა ცუდია,თუმცა არა კატასტროფა,დაისვენებს პაწას და აქციებსაც შეურთდება ევროპულ "მომავალს" ხო არ დათმობს. არადა იყო დრო,როცა მაგისთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა,მაშინაც ვიცავდი ამ გიჟებისგან და ახლაც დავიცავ რო რამე,თუმცა მე მისკენ ვარ და ის ეშმაკებისკენ. დარწმუნებული ვარ რო ემოციაზე დაწერილი პოსტი იყო ის,თუმცა გიჟებმა პროპაგანდისთვის გამოიყენეს.ისე უაზრო ემოციებიც იწვევს ტრავმებს,ხოდა ეგ ჭირს აშკარად.

• ILO

კი ბატონო კვარას და მისი სტილის ფეხბურთელებს მჭიდროდ, ჯარიმის ზღვარზე კი ეთამაშებიან, მაგრამ განზრახ უხეშად, რომ ეთამაშად მის წინააღმდეგ ისე რომ თამაში ვეღარ გაეგრძელებინა და მოწინააღმდეგეს წითელი ბარათი მიეღოს რაღაც არ მახსენდება მის იტალიურ კარიერაში, თანაც ვარის პირობებში, განზრახ უხეშად თამაში ძნელად წარმოსადგენია. ხისტი თამაში ფეხბურთის ნაწილია და ვერც ერთმანეთის გინებით და შეურაცმყოფით შეცვლით-თამაშისას, მომენტში ყველა- ყველას წინააღმდეგ უხეშობს, მათ შორის კვარაც, ამიტომაც არიგებენ მსაჯები პაჭკობით ყვითელ ბარათებს.ლაციოსთან ბოლო თამაშზეც, გაიხსენეთ, კვარამ ოთხი ფოლი მიიღო,რადგანაც დაცვაშიც უწევდა აქტიური თამაში.....ხო, კიდევ..გუშინ მბამპემაც, შეჯახებისას მიიღო ტრამვა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.. და მერე რააა!!!..

• ამაშია საქმე

კი მაგრამ ნაპოლში რომ თამაში დაიწყო ხვიჩამ ხომ ნიჭის და ულამაზესი თამაშის ხარჯზე შეგვაყვარა თავი.მერე პირად ცხოვრებას მეტი ყურადღება დაუთმო/ეს ჩემი აზრია/ რის გამოც დაუკლო,მაგრამ ახლა აშკარად მომატებული აქვს.ყველა გვერდში დაუდგეთ ეს ნიჭი ხომ ისევ მასშია და მის გაფლანგვას ღმერთი არ აპატიებს.დიდი შრომით მას შეუძლია ფეხბურთის ისტორიაში მსოფლიო ვარსკვლავად შევიდეს.

• რატის

შე საცოდავო ნაცო! ყველაფერს და ყველას რუსს, რო ეძახით მეცოდებით. პირადად შენ რითი ხარ რუსებზე მეტი?

• Footbol

რა ვიცი იმდენი ყავდათ კვარაზე უკეთესი, თითქმის ყოველი მეორე ფეხბურთელი. თან არ ვარგაო იძახიან და თან 150 მილიონად უნდათ გასხვისება,

• რატი

,,რუსკი კარაბლ, იდი ნა ***"!!!

• ნოდიკო

კვარას სრულყოფილად მანდ ვერავინ შეცვლის.სხვა რაღაცაებია მანდ შესაცვლელი.ოსიმენი უნდა დაბრუნდეს.ლუკაკოსთან ერთად შესაცვლელია პირველ რიგში პოლიტანო.აქ ნერეში უკეთესი მგონია.კვარა ოსიმენი და ნერეში იქნება უძლიერესი შეტევის ხაზი.ანგისა დალობოტკაც ამუხრუჭებენ შეტევებს.ვიღა დარჩა ფაქტიურად აქ არის კვარა ,ბორჯორნო ,ნერეში და არაუშავს დილორენცოს და მაკტონომეის.დანარჩენი უსუსტესები არიან.კვარა რაც მალე დააღწევს თავს მანდაურობას მით უკეთესი მისთვის. წარმატებები კვარას....

• ვა რა დონეა

ზოგიერთი ბეცის აზრით ხვიჩას წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის 2-3 მცველი ყვითელ ბარათს რომ იკიდებს განსაკუთრებული არ ყოფილა.აბა რას ჰქვია განსაკუთრებული,საკაცით რომ გაიტანენ? იქნებ "ბოდიშიც" მოუხადოთ?

• SOSO-ს

შეიძლება სულ სისულელეებს წერდეთ? თან თითქოს ავტორს აკნინებდეთ. ალბათ იმ საიტის მოყვარული ან თანამშრომელი ხართ, ახლა რომ პროტესტი აქვს სპორტზე. არადა,ავტორს გარკვევით უწერია, ამ ტიპის ფეხბურთელებს ხვდება ფეხებშიო, სად ამოიკითხეთ ეგ უაზრობა, რაც დაწერეთ მერე წერია აქ რა როლიც აქვს კვარას და გამართლება თქვენ გჭირდებათ ხელმოცარულ ცხოვრებაზე

• SOSO

აქაც მორიგი სიბეცე და თვალთმაქცობა,არავინ არ ეუხეშება კვარას განსაკუთრებულად ,ფეხბურთი კონტაქტური სპორტია და კოჭებში რომ არ მოგხცდეს გამორიცხულია,მითუმეტეს კვარას სტილის ფეხბურთელს. ტრამვებს კვარა კი არა სუპერვასკვლავები იღებენ და იძულებულნი ხდებიან გამოტოვონ თამაშები, აგერ ბატონო სულ ახლახან ვინიც,ჰალანდიც,მბაპე,კეინი,ლეაო და სხვებიც ტრამილებულები იყვნენ და ქვეყანა არავის შეუყრია, ,არიქა განძრახ მიაყენეს დაზიანებაო. თუ ასე გინდათ, ირიბად გაამართლოთ მისი სათამაშო რეგრესი- აი ეუხეშებიან და რა ქნასოო-სრული სიბრიყვეა და მეტი არაფერი.

• მირო

ეხლა კიდევ ერთხელ გამოჩნდება,რომ ნაპოლი კვარაცხელიას გარეშე არაფერს არ წარმოადგენს.ეხლანდელი ნერესი ძალუან სუსტია და კვარას სრულფასოვან შეცვლას ის ვერაფრით შეძლებს,ვერც ვერავინ შეძლებს.ნაპოლი ლაურენტისმა გაავსო დაბალფასიანი საშუალო დონის ფეხბურთელებით და იმათგან უნდა სასწაულის მოხდენა.კვარას გარეშე მათი თამაშის ყურება არც კი ღირს.

სპალეტის ზღაპრული ანაზღაურება შესთავაზეს და შეიძლება რონალდოს გუნდის მწვრთნელი გახდეს

"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს

გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში

"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში

20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე

[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა

"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა

[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა

"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს

"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება

შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა

კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს

"მეფე აქ არის" - "ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიმატა

ასეთი შეხვედრა მოუწყვეს "კვარას" და პსჟ-ს აშშ-ში - ლუის ენრიკე პარიზში გამარჯვებული დაბრუნებას აპირებს

ზურიკოს შეძენის სურვილი კიდევ ერთმა ფრანგულმა კლუბმა გამოთქვა

სპალეტის ზღაპრული ანაზღაურება შესთავაზეს და შეიძლება რონალდოს გუნდის მწვრთნელი გახდეს

"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო

პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს

კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა

მოლაპარაკებები დაწყებულია - ნიკო უილიამსი "ბაიერნს" უახლოვდება

[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები

"გავყიდდი თუ არა "ნაპოლის" 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?" - აურელიო დე ლაურენტისი

[VIDEO] ასე უყვარს კვარაცხელიას მწვრთნელს პსჟ - ინტერნეტში დასასვენებლად მყოფი ლუის ენრიკეს კადრები ვრცელდება

საბოლოო უარი - ოსიმენი კვლავ ამჟამინდელ კლუბში რჩება?

Breaking: ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს

კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს

[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები

ასე შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი პსჟ-ში - გუნდის პრეზიდენტმა ახსნა, როგორ არჩევენ პარიზელები ფეხბურთელებს და ვინ წყვეტს საბოლოოდ მათ ყიდვას

შეთანხმება მიღწეულია - დე ბრუინი ხვალ "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება

"კვარაცხელიამ "ინტერთან" ფინალამდე 2 დღით ადრე ტრავმა მიიღო, მოედანი თავის ფეხით ვერ დატოვა და შემდეგ ეს გააკეთა" - პსჟ-ის პრეზიდენტმა ქართველზე უცნობი ისტორია მოჰყვა

ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება

პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი

"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა