"მიზანმიმართულად ახდენენ ამ ძვირფასი ქართველის შეურაცხყოფას და საერთოდაც, ბოლოს რაღაც ტენდენციაა, ხელწერაა ამ ადამიანების, არც ვიცი ადამიანები თუ უნდა ვუწოდო. მათთვის არ არსებობს არანაირი წმინდა, ქართული, ყველაფერს აყენებენ შეურაცხყოფას.
ესენი იქნებიან ქართული სპორტის წარმომადგენლები ის ღირსეული ადამიანები, თუ ქართული ხელოვნების წარმომადგენლები. მე მინდა ამ ადამიანებს მივმართო, აი, ამ ძვირფას ადამიანებს, არ მიაქციონ მათ ყურადღება და ჩემი
ასევე ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ყოფილმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმაც გააკეთა კომენტარი.
"ყველა კარგად ვხედავთ, რამხელა ზიზღი, რამხელა შეურაცხყოფა და ბულინგი მოდის მათი მხრიდან. ეს, პირველ რიგში, მათ აყენებს ზიანს და მათთვის არის დამაზიანებელი, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვფიქრობ, ეს უკვე თითქოს ძალადობრივ მოქმედებაში გადაუვიდათ და ამას ყველა ხვდება და ყველა აცნობიერებს უკვე. ეს მხოლოდ და მხოლოდ მათ იმიჯს აზიანებს. ხვიჩას ვერაფერს დააკლებენ და დარწმუნებული ვარ, სულ მალე იგი ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება", - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
წყარო: Ambebi.ge
თქვენ კიდე დამატებითი იარაღი ხართ საზოგადოებაში განხეთქილების გასაღვივებლად... სხვა ახსნა უბრალოდ არ აქვს, ან სად ნახეთ ახალი ტალღა ზიზღიანი კომენტარების, რაც აქამდე არ ყოფილა და აქამდეც კანტიკუნტად ვიღაც სულელები ისედაც იყვნენ და ეხლა პოლიტიკური სარჩული ჩაუფინეს ამ ყველაფერს... მენანებოდით მეგობრებო, მაგრამ აღარც მენანებით, ასე სულ გაყიდული, რეჟიმის რუპორებად ქცევაში რო გაცვალეთ ხალხის სიყვარული... განა რა გიჭირდათ ასეთი ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონებს???
და მერე ისინი ბედნიერი და ზენიტში მყოფნი ხარბად დაეწაფებიან ბუზივინ ნეხვს და შემდგომ გამაძღარნი ნეხვის სუნით დაიარებიან ამ დუნიაზე.
მხოლოდ ჩვენთან ასდის ოლიმპიურ მედალს ნეხვსი სუნი!