"ნაპოლისთვის" კარგია, რომ ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშებს" - პრანდელი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში "პარტენოპეის" შესახებ ისაუბრა. "რომას" ყოფილმა თავკაცმა კომენტარი ტრავმირებულ კვარაცხელიაზეც გააკეთა.

გამოცდილი სპეციალისტის თქმით, ქართველის მოედანზე არყოფნა "ნაპოლის" უფრო არაპროგნოზირებადს გახდის.

"უდავოა, რომ კონტემ შემტევების გაუმჯობესებაზე უნდა იმუშაოს, რადგან დაცვითი ხაზი შედარებით საიმედოდ თამაშობს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ანტონიო ამ ასპექტზე ყურადღებას გაამახვილებს.

კვარაცხელიას არყოფნა? რა თქმა უნდა, მძიმეა. მაგრამ "ნაპოლის" ღრმა შემადგენლობა ჰყავს. პარადოქსულია, მაგრამ ქართველის გარეშე "პარტენოპეი" უფრო არაპროგნოზირებადი გახდება", - განაცხადა პრანდელიმ.

შეგახსენებთ, იტალიელი სპეციალისტი ბოლოს "ფიორენტინას" წვრთნიდა.

alt

"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს

altქართველების უსიამოვნო კომენტარები კვარაცხელიას ტრავმაზე და რას იზამს "ნაპოლი" ხვიჩას გარეშე...

alt"როგორც მე შემატყობინეს, კვარაცხელია ამ პერიოდს გამოტოვებს" - ფედელემ და Gazzetta Dello Sport-მა ხვიჩას ტრავმაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელეს
 

მკითხველის კომენტარები / 12 /
ხოო მართლა კარგია აწი ნახავთ რას ნიშნავს კვარა გუნდისთვის !
zura222
14 დეკემბერი 2024 01:32
0
ეს ადამიანი რასაც გულისხმობს სამწუხაროდ ბევრისთვის წარმოუდგენელია არადა სიმართლეს ამბობს ოღონდ არაპირდაპირი მნიშვლენობით ეს იგივეა ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თბილისში კვარას და მიქაუტაძის არ ყოფნამ შესაძლებელი გახადა უძლიერესი ჯგუფიდან პირველ ადგილზე გასვლა რამდენი ლანძღვა გინება აიტანა მაშვინ არადა გუნდს მისი არყოფნა ყველაზე მაგრად წაადგა ვფიქრობ უდინეზესთანაც ასე იქნება
გიორგი
13 დეკემბერი 2024 20:07
22
ხვიჩას გარეშე ნაპოლის არაპროგნოზირებადობაში ეს მზე ალბათ გამოყ…ს გულისხმობდა. ჰაჰაჰაჰაჰა
გიორგი
13 დეკემბერი 2024 19:35
4
ეგ არ უთქვამს პრანდელის, კარგად წაიკითხე ტექსტი და აზრი ისე გაამოიტანე, ნუ დაემსგავსები სტატტის ავტორს, რომელსაც ან წაკითხულის გააზრება უჭირს, ან ინტრიგნული სათაური სპეციალურად შემოაგდო, რომ სტატია წაკითხვადი იყოს.
ემიგრანტიs
13 დეკემბერი 2024 19:32
0
მწვრთნელმა როგორ უნდა თქვას ფეხბურთელზე ტრანვა კაიაო გინდ კაი გაგებით უდინეზესთან ნახავ კვარას გარეშე რა ფარჩაკია კონტეს გუნდი
ემიგრანტი
13 დეკემბერი 2024 15:39
9
კარგია ხო:) უყურონ ეხლა ანტი ფეხბურთს. მოენატრებათ ხვიჩა.
ჯიმა
13 დეკემბერი 2024 19:20
0
ესენი საშიშები არიან, ხვიჩას რამე არ დამართონ. კარგი იქნება თუ გაიხანგრძლივებს ტრამვირების პროცესს და გვიან ჩაერთვება თამაშებში. ღმერთი შენსკენ, კარგო ბიჭო.
%
13 დეკემბერი 2024 17:07
1
ყველა გამოხმაურება
პროგნოზირებადი გინდოდა გეთქვა,რომ ყველა მატჩს წააგებს კვარას გარეშე
სვანსკი
13 დეკემბერი 2024 14:53
2
არაპროგნოზირებადი იქნება აწი ყველა თამაშს რომ წააგებს, წადი ხვიჩა ამ უმადური იტალიიდან
გენიოსი
13 დეკემბერი 2024 14:39
3
ლაციოსთან გაშვებული გოლის შემდეგ ეს დაცვა თუ საიმედო გონია მაგარი სპეციალისტი ყოფილა.
ilo
13 დეკემბერი 2024 14:35
1
ნაპოლის სიღრმე არ გაიშვას!
შალვა
13 დეკემბერი 2024 13:59
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული