ბუდუს დუბლი და გამოუყენებელი პენალტი - "კარლსრუემ" გაიმარჯვა და მეოთხე ადგილზე გადავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეორე ბუნდესლიგის მეთექვსმეტე ტურში „კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი „რეგენსბურგი“ 4:2 დაამარცხა.

სტუმრები პენალტით დაწინაურდნენ, კომპენსირებულ დროში კი ბუდუ ზივზივაძემ თავურით ანგარიში გაათანაბრა.


მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველმა თავის მიერვე მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა - ბურთი კარგად ვერ დაარტყა და მეკარე მაქს ვეისი დაეუფლა. სწრაფი კონტრშეტევისას „რეგენსბურგმა“ ისევ მოახერხა წინ გასვლა, თუმცა დროებით. მალე მარვინ ვანიტცეკმა თერთმეტმეტრიანით თანაფარდობა აღადგინა, შემდეგ კი ზივზივაძე მეურვეებს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და დუბლი შეასრულა. მერე მეტოქის კარი ფაბიან შლეიზენერმა დალაშქრა,
ბოლოს ბუდუს მესამეს გატანაც შეეძლო, მაგრამ მიზანს ვერ უწია შეხვედრა 4:2 დასრულდა.

ქართველმა სამმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა და 11 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია. ის 90-ე წუთზე შეცვალეს და ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: whoscored 8.5, flashscore 8.1, sofascore 8.0.


„კარლსრუე“ ამ მომენტისთვის 26 ქულით მეოთხე ადგილზეა და 21 დეკემბერს გასვლაზე „პადერბორნს“ დაუპირისპირდება.

კარლსრუე. „BBBank ვიდპარკი“. 24 158 მაყურებელი
კარლსრუე - რეგენსბურგი 4:2
გოლები: 0:1 კიულვეტერი (19), 1:1 ზივზივაძე (45+2), 1:2 ჰოფმანი (49), 2:2 ვანიტცეკი (56, პენ), 3:2 ზივზივაძე (62), 4:2 შლეიზენერი (86)
გამოუყენებელი პენალტი: ზივზივაძე (47, კარლსრუე)

altზივზივაზეს გოლი არ ჩაუთვალეს - "კარლსრუე" "კაიზერსლაუტერნთან" დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 5 /
ის პენალიც რო გაეტანა შემდეგსაც თვითონ დაარტყამდა და გაიტანდა და 4 გოლი გამოუვიდოდა, მაგრა გაასწორებდა, ვინღა იტანს ახლა 4 გოლს
გოგა
14 დეკემბერი 2024 16:36
2
რა გახდა ეს ტაბლო და დრო ამ მეორე ბუნდესლიგაში რომ დააწერონ ეკრანზე?!!
ირაკლი
14 დეკემბერი 2024 14:30
0
ბევრი გოლები გააქვთ,მაგრამ დაცვა თუ არ გააძლიერეს,ყველაფერი წყალში ჩაეყრებათ.აჰა,პლეი ოფში გავიდნენ,ბუნდესლიგის თუნდაც აუტსაიდერ კლუბებთან,ასეთი დაცვით,არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.ბუდუს მაგარი ფორმა აქვს აკრეფილი და ცოტა მეტი სისწრაფე რომ ჰქონდეს, უკვე დიდი ხანია,ბუნდესლიგის რომელიმე კლუბში ითამაშებდა.
სოსო
14 დეკემბერი 2024 10:39
0
ამ სტატიას ვინც მინუსი დაუწერა...
!!!
14 დეკემბერი 2024 02:59
2
ბუდუ ჯიგარი ხარ
Solo
14 დეკემბერი 2024 00:26
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული