სერიალი Rinnovo Kvara სრულდება - ცნობილი გახდა შეთანხმების პირობები

AutoSharing Option
Sport Mediaset-ი ირწმუნება, რომ „ნაპოლიმ“ და ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენელმა ფეხბურთელის კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

გამოცემის ჟურნალისტი კარლო ლანდონი წერს, რომ ქართველი თანამშრომლობის გახანგრძლივების სანაცვლოდ წლიურ გასამრჯელოდ მთლიანობაში 6 მილიონ ევროს მიიღებს, კლუბი კი ძალიან მომგებიან ვითარებაში აღმოჩნდება, რამეთუ მომავალში გაყიდვის შემთხვევაში, დიდი თანხის მიღება ექნება გარანტირებული, ვინაიდან მიუხედავად ხელშეკრულების გაგრძელებისა, ხვიჩა გრანდების (მანჩესტერი, პსჟ და ბარსელონა) კონკრეტულ სამიზნედ რჩება, რომლებიც გაცილებით მაღალ სეზონურ ანაზღაურებას (9-10 მილიონი) სთავაზობენ.

და რაც მთავარია: ყველაზე რთული მოლაპარაკებების საკითხში გამოსასყიდი ფასი იყო, „კვარას“ მხარე 60
მილიონის დაფიქსირებას ითხოვდა, კლუბი მინიმუმ 100 მილიონს, ხოლო საბოლოოდ კომპრომისულ ვარიანტზე, 80 მილიონზე შეჯერდებიან. ერთი სიტყვით, ეს გაწელილი ისტორია დასასრულს უახლოვდება? ვნახოთ...

მკითხველის კომენტარები / 16 /
ვაჟა მასწ, მგონი, გიცნობ. ))
დიახ, აფხაზეთი საქართველოა!
საქართველო ევროპაა!
ტიტე
21:29 14-12-2024
1
ფინანსური მოგების კუთხით ლავრენტა მოგებაში რჩება უფრო -ზაფხულში დაიწყო მოლაპარაკება და მაშინვე რომ განეახლებინათ კონტრაკტი, ხვიჩას სავარაუდო ხელფასზე, 7 თვეში მინიმუმ 30 მოლიონი უკვე დაზოგა)))
თუ დარჩენას აპირებდა ნაპოლიში აქამდე უნდა გაეხანგრძლივებინა ხვიჩას მხარეს, რაცაა ესაა, წარმატება კვარას
rable
15:54 14-12-2024
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული