გამოცემის ჟურნალისტი კარლო ლანდონი წერს, რომ ქართველი თანამშრომლობის გახანგრძლივების სანაცვლოდ წლიურ გასამრჯელოდ მთლიანობაში 6 მილიონ ევროს მიიღებს, კლუბი კი ძალიან მომგებიან ვითარებაში აღმოჩნდება, რამეთუ მომავალში გაყიდვის შემთხვევაში, დიდი თანხის მიღება ექნება გარანტირებული, ვინაიდან მიუხედავად ხელშეკრულების გაგრძელებისა, ხვიჩა გრანდების (მანჩესტერი, პსჟ და ბარსელონა) კონკრეტულ სამიზნედ რჩება, რომლებიც გაცილებით მაღალ სეზონურ ანაზღაურებას (9-10 მილიონი) სთავაზობენ.
და რაც მთავარია: ყველაზე რთული მოლაპარაკებების საკითხში გამოსასყიდი ფასი იყო, „კვარას“ მხარე 60
მილიონის დაფიქსირებას ითხოვდა, კლუბი მინიმუმ 100 მილიონს, ხოლო საბოლოოდ კომპრომისულ ვარიანტზე, 80 მილიონზე შეჯერდებიან. ერთი სიტყვით, ეს გაწელილი ისტორია დასასრულს უახლოვდება? ვნახოთ...
დიახ, აფხაზეთი საქართველოა!
საქართველო ევროპაა!
თუ დარჩენას აპირებდა ნაპოლიში აქამდე უნდა გაეხანგრძლივებინა ხვიჩას მხარეს, რაცაა ესაა, წარმატება კვარას