სერიალი Rinnovo Kvara სრულდება - ცნობილი გახდა შეთანხმების პირობები

AutoSharing Option
Sport Mediaset-ი ირწმუნება, რომ „ნაპოლიმ“ და ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენელმა ფეხბურთელის კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

გამოცემის ჟურნალისტი კარლო ლანდონი წერს, რომ ქართველი თანამშრომლობის გახანგრძლივების სანაცვლოდ წლიურ გასამრჯელოდ მთლიანობაში 6 მილიონ ევროს მიიღებს, კლუბი კი ძალიან მომგებიან ვითარებაში აღმოჩნდება, რამეთუ მომავალში გაყიდვის შემთხვევაში, დიდი თანხის მიღება ექნება გარანტირებული, ვინაიდან მიუხედავად ხელშეკრულების გაგრძელებისა, ხვიჩა გრანდების (მანჩესტერი, პსჟ და ბარსელონა) კონკრეტულ სამიზნედ რჩება, რომლებიც გაცილებით მაღალ სეზონურ ანაზღაურებას (9-10 მილიონი) სთავაზობენ.

და რაც მთავარია: ყველაზე რთული მოლაპარაკებების საკითხში გამოსასყიდი ფასი იყო, „კვარას“ მხარე 60
მილიონის დაფიქსირებას ითხოვდა, კლუბი მინიმუმ 100 მილიონს, ხოლო საბოლოოდ კომპრომისულ ვარიანტზე, 80 მილიონზე შეჯერდებიან. ერთი სიტყვით, ეს გაწელილი ისტორია დასასრულს უახლოვდება? ვნახოთ...

მკითხველის კომენტარები / 17 /
ვაჟა მასწ, მგონი, გიცნობ. ))
დიახ, აფხაზეთი საქართველოა!
საქართველო ევროპაა!
ტიტე
14 დეკემბერი 2024 21:29
2
ფინანსური მოგების კუთხით ლავრენტა მოგებაში რჩება უფრო -ზაფხულში დაიწყო მოლაპარაკება და მაშინვე რომ განეახლებინათ კონტრაკტი, ხვიჩას სავარაუდო ხელფასზე, 7 თვეში მინიმუმ 30 მოლიონი უკვე დაზოგა)))
თუ დარჩენას აპირებდა ნაპოლიში აქამდე უნდა გაეხანგრძლივებინა ხვიჩას მხარეს, რაცაა ესაა, წარმატება კვარას
rable
14 დეკემბერი 2024 15:54
9
6 მილიონს წელიწადში აძკევს და არა თვეში ე.ი 2.5 მილიონი დაზოგა.
ნოდარი
15 დეკემბერი 2024 23:03
0
ლოგიკასმოკლებული კომენტარი დავდე, ვეთანხმები კრიტიკულ გამოხმაურობებს:)) -მწარედ ნუ გამაკრიტიკებთ)) ბოდიში თუ ვინმე უნებურად შეცდომაში შევიყვანე, ხდლფასი წლიურია და 30 საიდან დავწერე ეხლაც არ ვიცი)))
rable
15 დეკემბერი 2024 00:50
0
ყველა გამოხმაურება
ხვიჩა-კვარას გარშემო შექმნილი სიტუაცია მაძლევს უფლებას ვივარაუდო, რომ იტალიელებში ჯერ კიდევ დარჩენილია და ცოცხლობს ე.წ. "Fascismo" მენტალიტეტი ნაცისტური გადახრებით.
ახჩობთ შური და ბოღმა, რომ ხვიჩა-კვარა ქართველია და არა იტალიელი!!!
ასეა ეს და ვისაც არ ჯერავს, მოიძიოს და წაიკითხოს გიორგი გურჯიევის და მუსოლინის (დუჩეს) ნაწერები.
ვაჟა მასწავლებელი
14 დეკემბერი 2024 13:52
14
ტიტე - ს! - აფხაზეთი საქართველოა!!!
ვაჟა მასწავლებელი
14 დეკემბერი 2024 18:07
1
ვაჟა, შენ აფხაზეთიდან ხარ?
ტიტე
14 დეკემბერი 2024 17:11
2
ეს კარგი იმ შემთხვევაში იქნება თუ სეზონის ბოლოს გაყიდიან, დანარჩენ შემთხვევაში წამგებიანია. მე მბაპეს ვარიანტი უკეთესი მეჩვენება.
ჟორა
14 დეკემბერი 2024 11:21
7
ალბათ სიმართლე იქნება!დე ლაურენტისმა ბოლომდე მინიმალურ ხელფასზე ათამაშა,ბოლო კაპიკამდე გამოწურა და სავარაუდოდ ამ ზამთარშივე გაჰყიდის,80 მილიონად.კიდევ რომ გაეჭიანურებინა,ხვიჩა საერთოდ შეწყვეტდა მოლაპარაკებას.თუ არ გაიყიდა,დე ლაურენტისი არც მაშინ იქნება წაგებაში,რადგან ხვიჩა ნამდვილად იმსახურებს მაგ ხელფასს.თვითონ ხვიჩას მიზანი,მისაღები გამოსასყიდის ჩაწერა იყო და ეს კონტრაქტი მისთვის მისაღები უნდა იყოს.
სოსო
14 დეკემბერი 2024 11:14
4
ახლა მთავარია ხვიჩა ბეჯითად გაისარჯოს, დაიბრუნოს ძველი ფორმა.დარწმუნებული ვარ სეზონის ბოლოს რომელიმე ტოპ კლუბი აუცილებლად გადაიბირებს.პირადად ვისურვებდი ინგლისური კლუბი იყოს,რადგან იქ მსაჯობა შედარებით მკაცრია.ხვიჩა,ახლა ყველაფერი შენს ხელშია.შეგიძლია ისტორიაში შეხვიდე როგორც დიდი და უკვდავი,რისი ნიჭიც გაქვს ანდა გახდე საშუალო დონის როგორებიც ათასობით არიან.
ამაშია საქმე
14 დეკემბერი 2024 10:11
2
რატომ ზურას 222-ს ამდენი დისლაიქი?სრულ სიმართლეს ამბობს.რუბინის პრეზიდენტმა გასაყიდ ფასად 20 მილიონი რომ გამოცხადა და კაპიკი არ დააკლო,ხოლო საქართველოდან სიძულვილის საზიზღარი ტალღა დაატეხეს,ბიჭი დეპრესიაში ჩავარდა და მართლაც აჩრდილი იყო,დარჩენილი.დისლაიქებს რომ უწერენ,აქედანაც ჩანს,რომ არ იციან,ან არ სურთ გაიხსენონ,მაშინ რა ხდებოდა.არც ერთ შემთხვევაში,მართლები არ არიან,რადგან როცა არ იცი და მაინც აფასებ,არასწორია,ხოლო როცა იცი,მაგრამ მაინც არასწორად აფასებ,კიდევ უფრო არასწორი.მაშინდელი ბულინგი საიდან წამოვიდა,აღარ დავაკონკრეტებ,რადგან დღესაც იქიდან მოდის და ვისაც დანახვა უნდა,კარგად ხედავს. ამაშია საქმეს კი ვეტყვი,რომ ხვიჩა შესაძლოა ამ ზამთარშივე წაიყვანოს ვინმემ და თუ სწორად გამოიყენებენ,ძალიან მალე აღიდგენს ძველებურ ეფექტურობას.გააჩნია სად წავა და ენის ბარიერი რამდენად ექნება.ზამთარში თუ გადავიდა და ენაც არ იცის,რა თქმა უნდა ცოტა გაეწელება გუნდთან შეგუება.ინგლისურად კი,მე მგონია ლაპარაკობს და თანაგუნდელებთან აუცილებლად მინიმალურ ურთიერთობას მაინც,ახალ პარტნიორებთან სწრაფად მოაგვარებს.
სოსო
14 დეკემბერი 2024 16:36
2
რომც არ ითამაშოს მაინც წაიყვანენ ბობოლა გუნდები იმიტომ რომ იციან რა შესაძლებლობები აქვს ! რუბინში საერთოდ არ თამაშობდა უბრალოდ დაძუნნძულობდა მაგრამმაინც წაიყვანა ნაპოლიმ
zura222
14 დეკემბერი 2024 11:02
16
ლაურენტისის ცოლისდას უთქვია ეს ამბავი მკერამთან .... როგორ არ დაიღალეთ ამდენი ჭორებით მამაკაცების საიტი მაინც არ იყოს...
Data
14 დეკემბერი 2024 05:55
13
შენ გეტყობა არ კითხულობ
baggio
14 დეკემბერი 2024 10:36
2
ძალიან კარგიი ეხლავე მოაწეროს ამ პირობებს და ამ იანვრის ფანჯარაშივე წაიყვანს რომელიმე ბობოლა გუნდი !
zura222
14 დეკემბერი 2024 04:22
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული