ხვიჩას გარეშე - "ნაპოლიმ" "უდინეზეს" თამაში შემოუტრიალა

AutoSharing Option
სერია A-ს მეთექვსმეტე ტურში „ნაპოლიმ“, რომელსაც ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, გასვლაზე „უდინეზეს“ 3:1 სძლია.

სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ, მასპინძლები კი დაწინაურდნენ - დარტყმული ბურთი საჯარიმოში ხელზე ლობოტკას მოხვდა, ტოვენს პენალტიდან გატანა მეკარე მერეტმა არ დაანება, მაგრამ მან მოგერიებულ ბურთზე ყველას დაასწრო. ხვიჩას შემცვლელის, ნერესის სამ ცდას შედეგი არ მოჰყვა, ანგისას დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან მცველმა ეჰიზიბეუმ გამოიტანა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნეაპოლურმა გუნდმა მეტოქის კარზე იერიშების მიტანა გააგრძელა: ჯერ ლუკაკუმ ანგარიში გაათანაბრა,
მერე ნერესის დარტყმული ბურთი ჯანეტიმ საკუთარ კარში ჩაჭრა, ხოლო 81-ე წუთზე ანგისამაც გაიტანა

„ნაპოლი“ 35 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ატალანტას“ 2 ქულით ჩამორჩება და 21 დეკემბერს სტუმრად „ჯენოას“ დაუპირისპირდება.

უდინე. „დაჩია არენა“
უდინეზე - ნაპოლი 1:3
გოლები: 1:0 ტოვენი (22), 1:1 ლუკაკუ (50), 1:2 ჯანეტი (77, საკ. კარში), 1:3 ანგისა (81)
გამოუყენებელი პენალტი: ტოვენი (22, უდინეზე)

altსერიალი Rinnovo Kvara სრულდება - ცნობილი გახდა შეთანხმების პირობები

მკითხველის კომენტარები / 10 /

ნაპოლის შემთხვევაში, კლუბის გარემოცვისათვის ნერეშის გაპიარება არ არის ცუდი ყველა შემთხვევაში. ბოლოსდაბოლოს 30 მლნ-მდე გადაიხადეს. რაც ნაპოლისთვის ცოტა არაა.მაგრამ ვერ ვხდები ამ ჩვენი გულშემატკივრის ნაწილის განწყობებს. თითქოს ვინმე ნორჩი, უცნობი ტალანტი გამოჩენილიყოს. ნერეში საკმაო ასაკში არის და იმდენიც აქვს ნათამაშები, რომ მისი შესაძლებლობები სრულად გამოვლენილი აქვს, რაიმე უცხოს და კარდინალურად ახალს ამ ასაკში თითქმის აღარ იძენენ ხოლმე ფეხბურთელები.მართალია, რომ ჰქონდა კარგი თამაში, არა რაიმე განსაკუთრებული, მაგრამ როგორც შეფასებებია, სადღაც 7.2.-ზე. იქნება და ზოგჯერ ამაზე ბევრად უკეთესადაც ითამაშებს, მაგრამ მთლიანობაში ის ვერასოდეს მიაღწვს იმ კლასს, რაც ხვიჩასთვის ბუნებრივია. შესაბამისად ის არის მისი ფასის (რის განსაზღვრაში პორტუ-ბენფიკას ბადალი არ მოეძებნებათ) შესადარი ფეხბურთელი.კონკრეტულად ამ თამაშში მის ფლანგზე უდინეზეს ძალიან ნელი და მოუქნელი მცველი ჰყავდა დასაწყისში, სანამ გადაეწყობოდნენ.მთლიანად უდინე ამ ეტაპზე ძალიან სუსტ ფეხბურთს(განსაკუთრებით დაცვის ფაზაზე)აჩვენებს. თქვე კარგო ხალხო, სულ რამდენიმე დღის წინ არ იყო ლაციოსთან, თასზე მთლიანად ითამაშა.ჩემპში შეცვლაზე და რა? თითქმის -0. დიახ სწორედაც ასე - 0. თანამედროვე, ძლიერ გუნდებთან ნერეშისნაირი ფეხბურთელები დღესდღეობით გამოუსედაგარია. ეგ კი არა და ლამის გრილიშზე ამბობენ უკვე უარს. დღესდღეობით ნახევარმცველს, ვინგერს მეტი უნივერსალიზმი მოეთხოვება. აი სწორედ მანდ არი, მაგ ლეველზეა ხვიჩა და ძმანნი მისნი (ორი ხელის თითი გეყოფა მათ ჩამოსათვლელად). საბოლოო ჯამში ეს ყოველივე იტალიელების საკმაოდ უბადრუკ მცდელობად იკვეთება: ხვიჩას ფონზე ნერეშის წამოწევა. არაფერს სახეიროს ეს არ მოიტანს. ბოლოსდაბოლოს იმოდენა იმედგაცრუება მოჰყვება, რომ არ დამთავრდება კარგად თავად ამ ბიჭისათვის. ხვიჩას ტალანტი ბევრს გაუძლებს, ნერეში კი გაისრისება უბრალოდ და არც ვინმე ქომაგი გამოუჩნდება. პიარს და ათასი ჯურის ტექნო ხრიკებს ბევრი "მამაძაღლობა" შეუძლია, მაგრამ ტიტულები საბოლოო ჯამში მაინც ხვიჩასნაირ ჩემპიონ ბიჭებს მოაქვს. ეკრანზე ყელყელაობით, თუ კლავიატურაზე ტანკი-ტუნკით არ იქმნება რაიმე ღირებული ფასეულობა, მხოლოდ მულიაჟი, ფარსი და საუკეთესო შემთხვევაში მირაჟი.
ამატაკი
03:38 15-12-2024
0
აი ნაპოლის ახალ მეფე დავით ნერეში "ნესი" , სასტარტოში ნესი ზამენაზე კვარა აი ასეთი პათოსით გაჯერებულ კომენტებს წააწყდებით ნაპოლის უამრავ ფანფეიჯებზე ამ მატჩის შემდეგ,ის კი არ ახსოვთ ნერეს ერთი კაცი იყვანდა ვალდებულების მოხდის მიზნით და არა კვარასავით 2 კაცი და პლიუს დამზღვევი საყრდენი ზონიდან მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობს და ნერესი უბურთოდ უფრო მეტს მოძრაობს ვიდრე კვარა აი დღესაც საჯარიმოში ორჯერ დასწრებაზე და ერთხელ პირისპირ გადიოდა რომ არაფერი ვთქვათ იმ 2 გამოსარჩევ დრიბლინგზე. კი ხვიჩა მთლიანობაში გაცილებით ძლიერი და კლასიანი ფეხბურთელია ნერეშზე აქ ორი აზრი არარსებობს მაგრამ ნერესი უფრო სწაფია უფრო მეტად ეძებს სივრცეებს და უფრო მეტს მოძრაობს უბურთოდ საჯარიმოში თუ მის მისადგომებთან რაც სამწუხაროდ უფრო მეტად ჩანს ფანების თვალში იტალიაში ვიდრე კრეატიული 50 მეტრიანი პასის მქონე ელეგანტური სქილების მქონე ვინგერი როგორიც კვარაა რომელსაც მოკლებული სისწრაფე და ნაკლები დრიბლინგი უკვე ვეღარ აბალანსებს ამას ნეაპოლელთა და არამარტო ნეაპოლელთა თვალში კვარას ერთპიროვნულ უპირატესობას ნერეშზე ან ნერეშის დონის შემტევებზე, დავამატებ რომ კვარა სისწრაფის ვარდნის ფონზე ფიზიკურად არ/ვეღარ არის ტიპიური გამოკვეთილი ვინგერი არაქვს ვინგერისთვის საჭირო სასტარტო სისწრაფე მაგ: ლეაო ბარკოლა ვინისიუსი და ას:შ. თუ სივრცე არარის კონტრზე ვერ ავითარებს ადგილიდან იმ რიოკს მცველებს ამის ხარჯზე რომ გაცდეს თან ვინგერი მონოლითურად უნდა სერავდეს მეტოქის დაცვის გარე ფლანგს წინ და უკან. კვარა უკვე ტიპიური პლეიმეიქერის შემტევია კი მას არ აქვს ვინგერისთვის საჭირო სისწრაფე თუ უბურთოდ მოძრაობისათვის საჭირო გამძლეობა მარა მას აქვს კრეატივი, მოედნის ხედვა გრძელი და დამაგვირგვინებელი საგოლე პასი და ესეც საკმარისია ტოპ სტარი რომ გახდე საფინიშო დარტყმა არც არასოდეს ყოფილა მის არსენალში ყველაძე ძლიერი იარაღი ამიტომ ვფიქრობ ის უნდა იდგეს დღეს აწინ მომავალშიც სადაც დღეს მაკტომინეი დგას პლეიმეიქერად რომელიც უფრო ხშირად შედის მეორე ფორვარდათ და გაცილებით პროდუქტიულ და მეგოლე ხვიჩას მივიღებთ ვიდრე დღესაა.
Anjelo Antei
00:13 15-12-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული