01:45 16-12-2024
მიქაუტაძის გოლი და ჩხუბი დონარუმასთან - "ლიონმა" პსჟ-სთან მარცხი განიცადა [VIDEO]
AutoSharing Option
მატჩის წინ კლუბების მფლობელებს ჩემპიონატის შეხვედრების ტრანსლაციების უფლებების გამო კონფლიქტი მოუვიდათ და ერთმანეთი გამოლანძღეს. ჯონ ტექსტორმა თავის პარიზელ კოლეგაზე, ნასერ ალ-ხელაიფიზე თქვა, რომ განდიდების მანიითაა შეპყრობილი, კატარელმა კი განაცხადა, რომ ამერიკელს ფეხბურთის არაფერი გაეგება.
სტუმართა გუნდის მწვრთნელმა პიერ საჟმა თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მოულოდნელად სასტარტოში დააყენა. მასპინძლები დებიუტში კომფორტული უპირატესობით, 2:0 დაწინაურდნენ და თამაში დააწყნარეს. სტუმრები მეტოქის კარზე იერიშების მიტანას ვერ ახერხებდნენ, მიქაუტაძე თითქმის უბურთოდ იყო, თუმცა ქართველმა პირველივე შანსი გამოიყენა და ანგარიში შეამცირა, რის შემდეგაც მეკარე დონარუმასთან მცირე შეხლა-შემოხლა მოუვიდა, ხოლო მსაჯმა ორივეს ყვითელი ბარათი უჩვენა. შესვენებაზე გასვლის წინ გიორგი ჯანლუიჯისთან მივიდა, ურთიერთობა გაარკვია და პრობლემა ამოიწურა.
მიქაუტაძე 66-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტმა შეცვალა, „პარი სენ ჟერმენმა“ კი კიდევ ერთი გოლი გაიტანა და გამარჯვება მოიპოვა.
ამით შეწყდა ყველა ტურნირზე „ოლიმპიკის“ ოთხმატჩიანი მოგებათა სერია, 25 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 21 დეკემბერს გასვლაზე, თასზე რანგით მეოთხე დივიზიონის „ფენი ოლნუასთან“ ჩაატარებს.
პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - ლიონი 3:1
გოლები: 1:0 დემბელე (8), 2:0 ვიტინია (14, პენ), 2:1 მიქაუტაძე (40), 3:1 რამუში (88)
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ეს ნაბ.ზარი ესა. დონარუმას დდშ
19
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული