
ლიგა 1-ის მეთხუთმეტე ტურში, პარიზში პსჟ-სთან წაგებულ მატჩში (1:3), „ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა, მეკარე ჯანლუიჯი დონარუმასთან კონფლიქტი მოუვიდა, ყვითელი ბარათი მიიღო და 66-ე წუთზე შეცვალეს.
ქართველმა ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა: flashscore 7.1, whoscored 7.0, sofascore 7.0.
მიმდინარე სეზონში მიქაუტაძის ანგარიშზე კლუბში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.